აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება ბრაზილიის ნატო-ში შესაძლო გაწევრიანებაზე, ხელს არ უწყობს მსოფლიოში კონფრონტაციის განმუხტვას. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე გრუშკომ განაცხადა.

 

„ნატო-ს წევრებს დიდი ამბიციები აქვთ. ცოტა ხნის წინ პრეზიდენტი ტრამპი ინიციატივით გამოვიდა, ალიანსის პასუხისმგებლობის ზონა სამხრეთ ამერიკამდე გაფართოვდეს და ნატო-ში ბრაზილიის გაწევრიანება დაუშვა. გაუგებარია, წაკითხული აქვს თუ არა მას ვაშინგტონის ხელშეკრულება, რომელშიც ნათქვამია, თუ რომელ ქვეყნებს შეუძლიათ ალიანსში გაწევრიანება. ნებისმიერ შემთხვევაში ცალმხრივი სარგებლის მიღწევის პოლიტიკა ჯერ კიდევ ცოცხლობს. რა თქმა უნდა, ეს ხელს არ შეუწყობს კონფრონტაციული ატმოსფეროს განმუხტვას“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

 

შეგახსენებთ, რომ 19 მარტს, თეთრ სახლში ბრაზილიის პრეზიდენტთან, ჟაირ ბოლსონარუსთან შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ სერიოზულად განიხილავს ბრაზილიის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების საკითხს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.