ნატო-ს არ აქვს მიზეზი, არ დაუჯეროს მოკავშირე ქვეყნების, მათ შორის აშშ-სა და კანადის, მიერ მოწოდებულ მტკიცებულებას, რომელიც მიანიშნებს, რომ უკრაინული თვითმფრინავი ირანულმა რაკეტამ ჩამოაგდო, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

 

სტოლტენბერგის თქმით, მას ნატო-ს სადაზვერვო დეტალებში შესვლა არ სურს, თუმცა ალიანსს არ აქვს მიზეზი, არ სჯეროდეს, მოკავშირე ქვეყნების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების. ნატოს გენერალურმა მდივანმა თვითმფრინავის კატასტროფას „ტრაგედია“ უწოდა და ხაზი გაუსვა ირანის მხრიდან „გამჭირვალე და სრულყოფილი“ გამოძიების ჩატარების საჭიროებას.

 

8 იანვარს „უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც თეირანი-კიევის რეისს ასრულებდა, აფრენიდან მალევე, ირანის დედაქალაქთან ჩამოვარდა, რა დროსაც ბორტზე მყოფი 176-ვე პირი დაიღუპა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.