„ჰერითიჯის ფონდის“ საერთაშორისო პოლიტიკის ცენტრის ხელმძღვანელი ლუკ კოფი მიიჩნევს, რომ ნატო-მ უნდა გაითვალისწინოს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავლუშოღლუს რჩევა და მიიღოს საქართველო ალიანსში.

 

Trtworld-მის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, ლუკ კოფი ფართოდ მიმოიხილავს საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებს და აცხადებს, რომ რუსეთის ქვეყანაში შეჭრის მიუხედავად, საქართველოს არ გადაუხვევია დასავლური კურსისთვის და მოსკოვს ნატო-ს წევრობაზე ვეტოს დადების უფლება არ უნდა ჰქონდეს.

 

„საქართველოს გზა დემოკრატიისკენ მაგალითია მთელი რეგიონისთვის. 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქვეყანა დემოკრატიის გზას სტაბილურად გადის. ამერიკის ინტერესებშია, რომ რეგიონული სტაბილურობისთვის ის ამ გზაზე დარჩეს. წლების მანძილზე საქართველოს მთავრობები ახორციელებდნენ ეკონომიკის ლიბერალიზაციის, ბიუროკრატიის შემცირების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის და დემოკრატიის დამკვიდრების დღის წესრიგს. 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ქვეყანა მტკიცედ რჩება ერთგული ტრანსატლანტიკური საზოგადოებისადმი... რუსეთი მის მიერ ცხინვალისა და აფხაზეთის განგრძობად ოკუპაციას იყენებს, რომ შეაფერხოს ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანება. მსგავსი დე ფაქტო ვეტოს გამოყენება მოსკოვის მხრიდან-მიუღებელია. საბედნიეროდ, ზოგიერთებმა შეძლეს შესულიყვნენ ნატო-ში რუსეთთან ომის გარეშე. მთავარი საკითხი მხოლოდ ის არის, არის თუ არა ლიდერების სათანადო პოლიტიკური ნება და კრეატიულობა, რომ საქართველო ნატო-ში გაწევრიანდეს“,-წერს კოფი.

 

შეგახსენებთ, 23 იანვარს, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის საპანელო განხილვაზე ნატო-ს გაფართოებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნატო უნდა გაფართოვდეს და საქართველო ალიანსის წევრი ქვეყანა გახდეს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.