ნატო მხარს უჭერს საქართველოს მცდელობას განახორციელოს რეფორმები და მადლობას უხდის ალიანსისთვის აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მიუნხენში გამართული პრესკონფერენეციის დროს განაცხადა.

 

სიტყვით გამოსვლისას სტოლტენბერგმა ალიანსისთვს შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

„შავ ზღვას ნატო-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ალიანსს აქ ჰყავს მოკავშირეები- რუმინეთი, ბულგარეთი და თურქეთი და პარტნიორები: უკრაინა და საქართველო. უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ ვთანამშრომლობთ უკრაინასთან, რუსეთმა ყირიმის ანექსია უკანონოდ მოახდინა

 

. საქართველო ჩვენთვის ახლო პარტნიორს წარმოადგენს და ჩვენ მათთან აქტიურად ვმუშაობთ. ნატო მხარს უჭერს საქართველოს მცდელობას განახორციელოს რეფორმები და მადლობას უხდის ალიანსისთვის აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის. ჩვენ ბევრი პარტნიორი გვყავს და ძალიან ვაფასებთ ამ პარტნიორობას, ახალი ზელანდიიდან და ავსტრალიიდან დაწყებული, ისეთი მეზობლებით დამთავრებული, როგორებიცაა ფინეთი, შვედეთი, უკრაინა და საქართველო“,-განაცხადა სტოლტენბერგმა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.