ნატო რუსეთსა და უკრაინას ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებს. შესაბამისი განცხადება ნატო-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოანა ლუნგესკუმ გააკეთა.

 

„ნატო ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას აზოვის ზღვასა და ქერჩის სრუტეში და კავშირში ვართ უკრაინის ხელისუფლებასთან. ვითარების დეესკალაციისკენ მოვუწოდებთ მხარეებს. ნატო სრულად უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, მათ შორის სანაოსნო უფლებებს მის ტერიტორიულ წყლებში. რუსეთს მოვუწოდებთ უზრუნველყოს შეუფერხებელი წვდომა უკრაინულ პორტებზე აზოვის ზღვაში საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ნატო- ბრიუსელის სამიტზე ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ რუსეთის მიერ ყირიმის, შავი ზღვისა და აზოვის ზღვის მილიტარიზაცია საფრთხეს წარმოადგენს უკრაინის დამოუკიდებლობისთვის და ძირს უთხრის სტაბილურობას რეგიონში“, - განაცხადა ოანა ლუნგესკუმ

 

როგორც ცნობილია, უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების გემებს, ქერჩის სრუტის დატოვებისას რუსეთის სასაზღვრო ძალების გემმა ცეცხლი გაუხსნა. სამი უკრაინული გემი და 20-ზე მეტი უკრაინელი მეზღვაური ამ დროისთვის რუსეთს ტყვედ ჰყავს აყვანილი, მათ შორის დაჭრილია 6 მეზღვაური. აღნიშნულის გამო, პრეზიდენტმა პოროშენკომ უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია, სადაც საომარი მდგომარეობის გამოცხადების საკითხს მხარი დაუჭირეს. ამ დროისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.