ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ გერმანიიდან ამერიკული ჯარების გაყვანის შესახებ გადაწყვეტილების დადასტურებას ელოდება.

 

ტელეარხ Euronews-სთან საუბრისას ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ ყოფილა მიღებული იმის თაობაზე, თუ როგორ ან როდის იქნება აღნიშნული გადაწყვეტილება განხორციელებული.

 

იენს სტოლტენბერგმა იმედი გამოთქვა, რომ ეს საკითხი ნატოს თავდაცვის მინისტრების მინისტერიალზე იქნება განხილული.

 

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გერმანიაში მყოფი ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობის განახევრება სურს. საუბარია დაახლოებით 9 500 ამერიკლელი სამხედროს გერმანიიდან გაყვანაზე.

 

„ჩემი მესიჯი ის არის, რომ აშშ-ის ევროპაში ყოფნა არა მხოლოდ ევროპის დაცვა, არამედ ევროპის გარეთ აშშ-ის დაცვაც არის. ვიცით, რომ აშშ უამრავ ოპერაციებს ატარებს ერაყში, ავღანეთში, აფრიკაში. ყველაფერი ეს ევროპაში მდებარე ამერიკული ბაზებიდან ხდება“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.