ნატო საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურისა და საზღვაო ძალების განვითარებაში დაეხმარება, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

 

„ჩვენ საქართველოსთან ერთად ვმუშაობთ საქართველოს საზღვაო ძალების მოდერნიზებაზე და ასევე სანაპირო დაცვის გაძლიერებაზე“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

 

მისივე თქმით, ხვალ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების მინისტერიალზე ქართველ და უკრაინელ პარტნიორებთან გაიმართება შეხვედრები.

 

„საქართველო და უკრაინა უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევების წინაშე დგანან რუსეთის მხრიდან. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსა და უკრაინისათვის პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერის გაწევას“, - განაცხადა მან.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.