საქართველოს აქვს ამბიცია, რომ, ნატოში გაწევრიანდეს, თუმცა არსებული პოლიტიკური დინამიკის პირობებში მისი წევრობა ეფექტურად გაყინულია“ ამის შესახებ ამერიკული გამოცემა ,,National Review“ წერს, სტატიაში ,, საქართველოს ამბიცია ნატოში გაწევრიანების, თუმცა არსებული პოლიტიკური დინამიკის პირობებში მის წევრობა ეფექტურად გაყინულია“, რომელიც ეხება აშშ-ს სახელმწიფო მდივანის მაიკ პომპეოს ვიზიტს საქართველოში

 

სტატიის ავტორი ჯიმ ქუინი, ასევე სტატიაში აღნიშანვს, რომ საქართველოში არჩევნები გაუმართავი საარჩევნო სისტემის გამო გაყალბდა

 

,,სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, პომპეომ თბილისში გამართულ შეხვედრებზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის მიმართ რუსეთის საფრთხის წინაშე.

 

პომპეოს, აქ გაჩერება ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში, ნაჩვენებია ამერიკის ერთგულება ამ ძირითადი პარტნიორის(საქართველო) უსაფრთხოების და დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. იმ ფონზე, როცა ბოლო საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, საარჩევნო სისტემის გაუმართავობის გამო.

 

თბილისი მჭიდრო კავშირშია ევროკავშირთან. მას ასევე აქვს ამბიცია, რომ ერთ დღეს გაწევრიანდეს ნატოში, მაგრამ დღევანდელი პოლიტიკური დინამიკის პირობებში მისი წევრობა ეფექტურად გაყინულია. პრეზიდენტმა ტრამპმა და ვიცე-პრეზიდენტმა პენსმა ბოლო წლებში კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ქვეყანა ერთ მშვენიერ დღეს შეუერთდება ალიანსს. ტრამპის ადმინისტრაციამ ორმაგად შეასრულა ამერიკის ვალდებულებები საქართველოს მიმართ და პირველი იყო, ვინც დაამტკიცა ლეტალური თავდაცვითი დახმარების ტრანსპორტირება თბილისში 2008 წლიდან.“ - წერია სტატიაში

 

შეგახსენებთ, რომ აშშ- სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოს 17 ნოემბერს 2 დღიანი ვიზიტით ეწვია

Merab Tsaava
ავტორი:Merab Tsaava
ვებგვერდი:www.globalpress.ge
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.