დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ შევთანხმდით, გავაგრძელოთ ერთობლივი მუშაობა, რათა საქართველო ნატო-ს წევრობისთვის მოვამზადოთ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოსა და საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

 

„რუსეთმა უნდა შეწყვიტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება და თავისი ჯარები გამოიყვანოს საქართველოს ამ რეგიონებიდან. რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე საპასუხოდ ნატო-მ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაზარდა თავისი ყოფნა შავი ზღვის რეგიონში. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ შევთანხმდით, გავაგრძელოთ ერთობლივი მუშაობა, რათა საქართველო მოვამზადოთ ნატოს წევრობისთვის. ჩვენ ვაღიარეთ მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელიც საქართველომ რეფორმების გზაზე განახორციელა. ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ განვაგრძობთ როგორც საქართველოსთვის, ისე უკრაინისთვის ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გაწევას. ალიანსის წევრებმა აღიარეს ორივე ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებები. ნატო-ს ივლისის სამიტზე ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერებმა ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაცია მიიღეს. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა ნატო-ს წევრობის მომზადების გზაზე. ნატო ამაყობს პარტნიორობით, რომელიც ჩვენ გვაქვს საქართველოსა და უკრაინასთან“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.