Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9279
EUR
3.2365
RUR
0.0446
GBP
3.5764

ეროვნული სატყეო სააგენტო მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაოებს აგრძელებს. ამის შესახებ „გლობალპრესს“ ეროვნული სატყეო სააგენტოდან აცნობეს.

 

მათი ინფორმაციით, ბორჯომში, პლატოს ტარიტორიაზე, სანიტარული ჭრები მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყება.

 

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი დღეს ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და სანიტარული ჭრების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

 

„ხშირ შემთხვევაში სანიტარული ჭრები საზოგადოების მწვავე განხილვის საგანია და ტყის არამიზნობრივ ჭრასთან ასოცირდება. სანიტარული ჭრების დანიშნულებაა დაავადებული ტყის კორომების გაჯანსაღება. ჭრაში ინიშნება ისეთი ხეები, რომელთა ადგილზე დატოვება განაპირობებს მავნებელ-დაავადებების გავრცელებას. სამცხე-ჯავახეთის ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებულ ნაძვნარ-კორომებში მასიურადაა გავრცელებული მავნებელი-მბეჭდავი ქერქიჭამია Ips typographus, რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იან წლებში შემოყვა შემოტანილ ხე-ტყეს და საგრძნობლად დააკნინა ტყეების ხარისხი. სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე (ახალციხის, ასპინძა-ახალქალაქის, ადიგენის, ბორჯომისა და ბაკურიანის ტყეებში), 26000 ჰა ფართობზე, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ 2013 წელს განხორციელდა ტყეებში მავნებლის გავრცელების შესწავლა. მიღებული დასკვნების საფუძველზე დაიგეგმა ბრძოლის ღონისძიებები. მთელ ტერიტორიაზე განთავსდა ფერომონიანი მწერმჭერები, მუდმივად ტარდებოდა მონიტორინგი, მწერმჭერებში მავნებლის შეგროვება და განადგურება. აღნიშნული ღონისძიება გაგრძელდება 2019 წელსაც. სულ 2013-2018 წლებში დაჭერილი და განადგურებული იქნა 15 მილიონამდე ქერქიჭამია. ასევე, აუცილებელია ხმელი და დაავადებული ხეების ფართობიდან გამოტანა, რაც ხორციელდება სანიტარული ჭრების საშუალებით“, - განაცხადა ნათია იორდანიშვილმა.

 

ცნობისთვის, ეროვნული სატყეო სააგენტო ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე, სანიტარულ ჭრებს 2016 წლიდან 269 ჰა ფართობზე ახორციელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, სანიტარული ჭრის ჩატარების შემდეგ, ტყეების მდგომარეობის გაუმჯობესება საგრძნობლადაა შესამჩნევი. ასევე, სააგენტოს მეტყევე სპეციალისტების მიერ, ხორციელდება ტყის აღდგენის ღონისძიებები. 2017 წლიდან მიმდინარეობს ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა 27,7 ჰა ფართობზე. ამ ღონისძიებების შემდეგ ხდება ტყეებში სანიტარული ჭრების შედეგად გამოთავისუფლებული ადგილების შევსება და შესაბამისად, ტყის კორომების შემადგენლობის გაუმჯობესება.

არქივი

« « » » აგვისტო 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?