Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.971
EUR
3.3106
RUR
0.0467
GBP
3.8474

საქართველოში სოფლის მეურნეობას პერსპექტივა აქვს. ვინც ამ დარგს აკრიტიკებს, ან არ აქვს შესაბამისი ინფორმაცია, ან უბრალოდ დაკავებულია იაფფასიანი პოლიტიკური პოპულიზმით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ახალგაზრდა ფერმერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

 

პრემიერმა ბოლო წლებში სოფლის მეურნეობაში წინგადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს დარგი კიდევ უნდა წავიდეს წინ.

 

"ღრმად მწამს, რომ მხოლოდ კერძო სექტორთან თანამშრომობით შესაძლებელია, რომ მთავრობამ დაგეგმოს ეფექტური რეფორმები. სხვანაირად, მხოლოდ ადმინისტრაციული გზით, ის არ მოიტანს, რაც გვინდა მივიღოთ. ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობისაა, ახალგაზრდობაში მეწარმეობა იყოს წახალისებული. განცდა მაქვს, რომ ვისაც არ ეზარება, ყველა სოფლის მეურნეობას ლანძღავს. ეს ჩემი აზრით, არის იმის შედეგიც, რომ გარკვეულწილად სწორი ანალიზი არ მომხდარა საზოგადოებაში, რა პრობლემები აქვს სოფლის მეურნეობას და რა პერსპექტივები",- განაცხადა პრემიერმა.

 

მამუკა ბახტაძის განცხადებით, "არ არის იმის თქმის საფუძველი, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობას მომავალი არ აქვს".

 

"საქართველოში არ აქვს მომავალი სოფლის მეურნეობის იმ ფილოსოფიას, რომელიც ჩვენ მემკვიდრეობით გვერგო, როცა ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც სოფლის მეურნეობაში არიან დასაქმებულნი, მათი უმრავლეობა, როცა მოჰყავთ პროდუქცია, მოიხმარს პირადი მოხმარებისთვის. ბუნებრივია, ასეთ სოფლის მეურნეობას არ აქვს პრესპექტივა. ეს მხოლოდ გააღვივებს იმ პრობლემასთან ბრძოლას, რასაც ჰქვია სიღარიბესთან ბრძოლა. სოფლის მეურნეობის იმ ფილოსოფიას, რომ მოახდინონ ფერმერებმა რელიზაცია პროდუქტის, მიიღონ შემოსავალი და მოიხმარონ, აქ არის წარმატების ფორმულა. საქართველოში სოფლის მეურნეობას პერსპექტივა აქვს. ვინც ამ დარგს აკრიტიკებს, არ აქვს შესაბამისი ინფორმაცია, ან უბრალოდ დაკავებულია იაფფასიანი პოლიტიკურიპოპულიზმით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის დარგი, რომელიც თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის ჩვენი ეროვნული ეკონომიკის განვითარების საკითხებში",- განაცხადა პრემიერმა.

ვმუშაობთ სოფლებში სასმელი წყლის ხარისხის კონტროლის პრობლემის მოსაგვარებლად, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2018 წელს განხორციელებული და 2019 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა.

 

„განსაკუთრებით რთული ვითარებაა წყალმომარაგების მხრივ გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, შიდა ქართლში, სადაც წყლის დაფარვა დაახლოებით 50%-ის ფარგლებშია. წელს ვგეგმავთ განვახორციელოთ ინვენტარიზაციის პროცესი, რათა ვნახოთ რა მდგომარეობა გვაქვს, რადგან, ბევრ დასახლებაში, მიუხედავად იმისა რომ ცენტრალიზებული მომარაგება არ არსებობს, არის მოწყობილი ადგილობრივი ლოკალური ქსელები, ე.წ სოფლის წყლები, რომლის მართვაც არის ახალი მეთოდებით განსახორციელებელი. ასევე არის დიდი ძალისხმევა ჩასადები რომ წყლის ხარისხი მოვიყვანოთ სტანდარტებთან. სამწუხაროდ, როგორც აღვნიშნე, ხარისხიანი სასმელი წყალი ჯერ კიდევ პრობლემად რჩება“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

მისივე თქმით, ასეთ სოფლებში წყლის სათავე ნაგებობები, წყაროები და ჭები ხშირად არის სხვადასხვა ტიპის დაბინძურების საფრთხის წინაშე.

 

„ამ პრობლემის გადასაჭრელად, აშშ განვითარების სააგენტოსთან USAID-თან ერთად, სპეციალურად მოწვეული უცხოელი ექსპერტების დახმარებით, ყველაზე პრობლემურ გურიის რეგიონში მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის მართვის გამოწვევების შესწავლა, რომელზე დაყრდნობითაც უზრუნველვყობთ სასმელი წყლის ხარისხის შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მთის საერთაშორისო დღეს, საქართველოს მთავრობამ მაღალმთიანი რეგიონების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის მთავარი მიმართულებები წარადგინა. სტრატეგიის პროექტის შესახებ საჯარო კონსულტაციები გაიმართება, რის შემდეგაც მას საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს. სტრატეგიის პროექტის ავტორია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების მხარდაჭერით.

 

 2016 წელს საქართველომ მიიღო კანონი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ, რის შემდეგაც მაღალმთიანი დასახლების სტატუსი საქართველოს 43 მუნიციპალიტეტში მდებარე 1,730 დასახლებას მიენიჭა. 400-ზე მეტმა საწარმომ საგადასახადო შეღავათებით ისარგებლა, ხოლო ფულადი და სხვა სახის დახმარება, რომლის მთლიანმა ოდენობამ 115 მილიონ ლარს გადააჭარბა, 200 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

 

როგორც UNDP-ში აცხადებენ, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების ახალი სტრატეგიის განხორციელების შედეგად გაიზრდება ამ პროცესის ეფექტიანობა და მდგრადობა, მეტი ყურადღება მიექცევა ადგილობრივ მეწარმეობას, განახლებადი ენერგიის გამოყენებას, ნარჩენების მართვას, ეკო-ტურიზმზს და სხვა სფეროებს, რომლებიც მდგრად განვითარებას განაპირობებენ.

 

მაღალმთიანი რეგიონების განვითარების პოლიტიკის შედეგებით 300 ათასი ადამიანი ისარგებლებს. „მაღალმთიან რეგიონებში საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 9% ცხოვრობს, მაგრამ მთის ეკონომიკური და სოციალური პოტენციალი გაცილებით მაღალია“, - აღნიშნა მუნხტუია ალთანგერელმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში.

 

მთის საერთაშორისო დღე გაეროს ინიციატივით 2003 წელს დაწესდა, მაგრამ საქართველო მას პირველად აღნიშნავს. საერთაშორისო დღის წლევანდელი თემაა  #MountainsMatter #მთავარიამთა, რაც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს მთის საკვანძო როლს ჩვენი პლანეტის გადარჩენისათვის აუცილებელი ეკოსისტემისა და მომსახურების შექმნაში.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღვადგინეთ, ბიუჯეტი გაორმაგდება და გახდება 40 მილიონი ლარი, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

 

როგორც ის აღნიშნავს, ადგილობრივ მოსახლეობაზე უკეთ არავინ იცის თუ რა არის ამა თუ იმ სოფელში პრიორიტეტი.

 

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა წელს აღვადგინეთ და გათვალისწინებული იყო მასში 20 მილიონი ლარის ოდენობის თანხა. ჩვენ ვსაუბრობთ 3 700 სოფელში არსებული მოქალაქეების საჭიროების დაფინანსებაზე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ეს თანხა გაორმაგდება და გახდება 40 მილიონი ლარი. როგორც პრაქტიკამ დაგვანახა, სოფელმა უკეთ იცის რა საჭიროება და მოთხოვნა არის ადგილზე. 15 იანვრიდან დღემდე, სხვადასხვა რეგიონის ათასზე მეტმა სოფელმა გადაწყვიტა თავისი პრიორიტეტი და აირჩია კონკრეტული პროექტები დასაფინანსებლად. მთავრობის თითოეული წევრი არის ძალიან აქტიურად ჩართული ამ პროცესში და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, პრაქტიკამ აჩვენა ძალიან მარტივი ჭეშმარიტება, რომ ადგილობრივ მოსახლეობაზე უკეთ არავინ იცის თუ რა არის ამა თუ იმ სოფელში პრიორიტეტი. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება ამ ბიუჯეტის გაორმაგების და დარწმუნებული ვარ, ეს მნიშვნელოვანწილად დაეტყობა ჩვენს შედეგებსაც“, - განაცხადა ბახტაძემ.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებს სანიაღვრე არხების გაწმენდის პრობლემა უკვე წლებია, რაც აწუხებთ. მოსახლეობა ამბობს, რომ სანიაღვრეებიდან წყალი გზის სავალ ნაწილზე გადმოდის, რაც სხვადასხვა სახის პრობლემასთანაა დაკავშირებული. ადგილობრივები ხელისუფლებას მყისიერი რეაგირებისკენ და პრობლემის დროულად მოგვარებისკენ მოუწოდებენ.

 

სოფელ ანაგაში მცხოვრები ნინო გოგოლაშვილი აცხადებს, რომ ამ პრობლემის გამო ცენტრალურ გზაზე გადმოსული წყალი სოფლებში უბნებს ატალახებს, რის გამოც მძღოლებისთვისა და ფეხით მოსიარულეებისთვის გადაადგილება თითქმის შეუძლებელია. გოგოლაშვილის ინფორმაციით, პრობლემა განსაკუთრებით ზამთარში მწვავდება, როდესაც ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად ეცემა და გზებზე წყალი იყინება.

 

,,მაგალითად სოფელ ანაგის და ვაქირის ტერიტორიაზე, გზები არის ვიწრო და ბევრი მოსახვევია. ამავე დროს აქ გადის ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მაგისტრალი „აბრეშუმის გზა“. აქ მოძრაობს უშველებელი სატვირთოები, რომლებიც ვერ ეტევა ვიწრო გზებზე და მოსახევევებში იქმნება საავარიო სიტუაციები. ეს ცალკე საკითხია და ამ ისედაც მძიმე მდგომარეობას ემატება გაუწმენდავი სანიაღვრეები, რომელიც ამოვსებულია მიწით და თითმის გადასწორებულია. სანიაღვრეები ვერ ატარებს წყალს და იღვრება სავალ გზაზე’’, – აცხადებს ნინო გოგოლაშვილი

 

მისივე თქმით, წყლის გაყინვის გამო გზის ამ მონაკვეთზე გადაადგილება სახიფათოა, რადგან ავტოსაგზაო შემთხვევის საშიშროება მკვეთრად იზრდება.

 

,,ეს პრობლემა წლებია გვაწუხებს, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს. ყველა ყინვიანი ღამე დიდი საფრთხეა ჩვენთვის, ნებისმიერ წუთს შეიძლება აღმოვჩნდეთ ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლი. მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, დროულად დაიწყონ მუშაობა პრობლემის მოგვარებაზე. ნაგავსაყრელად ქცეული სანიაღვრეეების გაწმენდას ასეთი დიდი ფინანსური რესურსი არ სჭირდება’’, – ამბობს ნინო გოგოლაშვილი.

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გზევზე შექმნილი აღნიშნული პრობლემის მოგვარებაზე სისტემატურად მუშაობენ. უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები გზების მოვლა-შენახვის სამუშაოების ფარგლებში მიმდინარე წლის თებერვალში ჩატარდება. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ შექმნილი პრობლემების შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტს ინფორმაცია უკვე მიაწოდეს. ვიცე-მერის, მადონა ბატიაშვილი მიუთითებს, რომ ანაგისა და ვაქირის გარდა, მსგავსი პრობლემები სხვა სოფლებსაც აწუხებს, რომლებიც ეტაპობრივად მოგვარდება.

 

,,საავტომობილო გზების დეპარტამენტს ჰქონდა ტენდერი გამოცხადებული და სამუშაოებს სხვა მონაკვეთებზე გამარჯვებული კომპანია ახორციელებს. ჩვენ მათ მივწერეთ აღნიშნული პრობლემის თაობაზე. სხვა მონაკვეთებზე სადაც პრობლემა იყო, სამუშაოები შესრულებულია და მაგ მონაკვეთზეც პრობლემა მოგვარედება. არა მხოლოდ ანაგა-ვაქირის ტერიტორიაზე, სხვა სოფლებშიც არის მსგავსი პრობლემები, იმ ადგილებში, სადაც საუბნო ონკანებია დაყენებული. ონკანებს მოსახლეობა ღიას ტოვებს, ივსება სანიაღვრეები და წყალი გადმოდის გზაზე. ასევე ხშირად ჩაყრილია ნაგავი. ხშირად ბინძურდება და საჭიროებს ამოწმენდას. ახალი წლის წინა დღეებში სანიაღვრე არხების გაწმენდა მოხდა გარკვეულ ადგილებში და ეტაპობრივად მოხდება ყველას გაწმენდა. ერთდროულად ყველა ქუჩაზე ეს პრობლემა ვერ მოვარდება’’,- განაცხადა მადონა ბატიაშვილმა.

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტში კი აცხადებენ, რომ გზებზე შექმნილი აღნიშნული პრობლემის მოგვარებაზე სისტემატურად მუშაობენ. უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები გზების მოვლა-შენახვის სამუშაოების ფარგლებში მიმდინარე წლის თებერვალში ჩატარდება.

 

წყარო: კახეთის ხმა

ექსკლუზიური

არქივი

« « » » ოქტომბერი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?