Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.6655
EUR
3.0352
RUR
0.0399
GBP
3.3719

საქართველოს პარლამენტი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, ტურიზმის შესახებ კანონმდებლობაზე მუშაობს. აღნიშნული განცხადება ტალინში, ესტონეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ნინო წილოსანმა გააკეთა.

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში, საპარლამენტო დელეგაციამ ტალინში, ენერგიის აღმოჩენის ცენტრი (Eenergia Avastuskeskus) და საზღვაო მუზეუმი ( Seaplane Harbour Museum) დაათვალიერა.

 

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას, ნინო წილოსანმა აღნიშნა, ჩვენს ქვეყანაში, სადაც ტურიზმს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, მსგავსი ტიპის ლოკაციების განვითარება მნიშვნელოვანია.

 

„ქვეყანაში, რომელიც დიდ აქცენტებს აკეთებს ტურიზმის განვითარებაზე, მნიშვნელოვანია, მსგავსი ლოკაციები განვავითაროთ, რათა ტურისტებს სხვადასხვა სანახაობების მიღმა, შევთავაზოთ შემეცნებითი ადგილები.

 

პარლამენტარების ჯგუფმა, ტურიზმის ადმინისტრაციასთან და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, დავიწყეთ მუშაობა ტურიზმის კანონმდებლობაზე იმისთვის, რომ გვქონდეს ტურიზმის მდგრადი განვითარება და ამ ზრდას ჰქონდეს პერმანენტული ხასიათი. მნიშვნელოვანია კანონმდებლობის სრულყოფა არა მარტო რეგულაციების, არამედ, წახალისების და სტიმულირების კუთხითაც“,- განაცხადა ნინო წილოსანმა.

 

მისივე შეფასებით, ესტონეთი საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ქვეყანამ რესურსები ეკონომიკური სარგებლის მოტანასა და ტურიზმის გაზრდასთან ერთად, საგანმანათლებლო ადგილად ქცევისთვის გამოიყენოს. ნინო წილოსანის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ „ენგურჰესის“ კაშხალის განვითარებისა და ტურისტული ღირშესანიშნაობის მოწყობის პროექტზე ტალინის საზღვაო მუზეუმის კონცეფციის შემქმნელი ესტონელი ექსპერტები და არქიტექტორები მუშაობენ.

 

„ჩვენ მოვინახულეთ ორი ძველი საწარმო, სადაც ძალიან კარგი, შემეცნებითი ადგილებია გაკეთებული იმისთვის, რომ ადგილობრივმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა საინტერესოდ გაატარონ დრო და ამასთანავე, უცხოელმა ტურისტებმა დაათვალიერონ იგი. კარგია, რომ აღნიშნული ორი ქარხნის კონცეფციის შემქმნელი ჯგუფი მუშაობს საქართველოში და ამუშავებს ენგურის ჰესზე ძალიან კარგ, სანახაობრივ პროექტს. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ პროექტის განხორციელება უახლოეს მომავალში დაიწყება“,- განაცხადა ნინო წილოსანმა.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მიმდინარე კვირას ქუთაისში ჩატარდება. შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს ბიურომ მიიღო.

 

პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ძალაში პარლამენტის ახალი რეგლამენტი შევიდა, რომლის მიხედვით, პარლამენტის ადგილსამყოფელად განსაზღვრულია თბილისი, მაგრამ იმის გამო, რომ პარლამენტის თბილისის სასახლის პლენარულ სხდომათა დარბაზი სხდომის ჩასატარებლად ჯერ-ჯერობით გამართული არ არის, ბიურომ მიმდინარე კვირას რიგგარეშე პლენარული სხდომის ქუთაისში ჩატარების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

პარლამენტს დღეს წარედგინება საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებები, რომლის მიხედვით, ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის დიფერენცირებული განაკვეთი თანაბრდება.

 

“საგადასახადო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტით, ფილტრიან და უფილტრო სიგარეტს განესაზღვრება ერთი განაკვეთი, რომელიც შეადგენს 1.7 ლარს 20 ღერზე.

 

ინიციატორთა განმარტებით, კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის გაზრდას 45მლნ. ლარით და აქციზის გადასახადში შემოსავლები 45 მილიონი ლარით გაიზრდება.

 

“კერძოდ, უფილტრო სიგარეტების რაოდენობა, რომელიც ახალი განაკვეთით დაიბეგრება, იქნება 40 მილიონ კოლოფამდე, რაც სხვაობის გათვალისწინებით გვაძლევს 45 მილიონ ლარის დამატებით შემოსავალს. გაანგარიშება გაკეთებულია ყველა ფაქტორის გათვალისწინებით. სხვა არსებითი გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე არ იქნება“, - აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.

 

საკანონმდებლო ინიციატივა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფს ეკუთვნის.

პარლამენტი 21 დეკემბერს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას მოუსმენს.

 

„გლობალპრესის“ ინფორმაციით, გახარიას პარლამენტში მოსმენის საკითხი სხდომის დღის წესრიგში ასახულია.

 

შინაგან საქმეთა მინისტრი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში იმ პროცედურის მიხედვით მოდის, როცა მინისტრი პარლამენტს მოსმენის ინიციატივით თავად მიმართავს.

 

ცნობისთვის, ერთ თვეზე მეტია, საპარლამენტო უმცირესობა გიორგი გახარის მოსმენის საკითხს სვამს.

 

უმცირესობის თავდაპირველი მოთხოვნა იყო, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი უმცირესობის ფრაქციების სხდომაზე გამოცხადებულიყო. ასევე განიხილებოდა გახარიას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფორმატში მოსმენაც.

 

საბოლოოდ გადაწყდა, რომ გიორგი გახარია პლენარულ სხდომაზე წარდგება.

პარლამენტიდან გაწვეულია საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვილებები, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს უკავშირდება.

 

კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის რატი იონათამიშვილის მიმართვა, პროექტის გამოთხოვის შესახებ, პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა.

 

საჯარო სამსახურის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების გადაყვანა ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებზე უნდა მომხდარიყო.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, 17-19 დეკემბერს, ვიზიტით ესტონეთს ეწვევა. ამის შესახებ „გლობალ პრესს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

 

მათივე ცნობით, ირაკლი კობახიძე შეხვედრებს ესტონეთის პარლამენტის (რიიგიკოგუ) თავმჯდომარე ეიკი ნესტორთან, ესტონეთის პრეზიდენტ კერსტი კალულაიდთან, პრემიერ-მინისტრ იური რატასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ სვენ მიქსერთან გამართავს.

 

ამასთან, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სემინარში - „შიდაპოლიტიკური განვითარება და საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები“ მიიღებს მონაწილეობას.

 

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ენერგიის აღმოჩენის ცენტრისა და კომუნიზმის მსხვერპლთა მემორიალის დათვალიერება. პარლამენტის თავმჯდომარე მოინახულებს თბილისის მემორიალსაც. ასევე, დაგეგმილია ირაკლი კობახიძის შეხვედრა ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან.

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და ესტონეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ნინო წილოსანი შედიან.​

ეკა ბესელია არის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყველაზე სამარცხვინო თავმჯდომარე, რომელიც პარლამენტს ჰყოლია, - აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან საუბრისას „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ოთარ კახიძემ გააკეთა.

 

როგორც დეპუტატმა განმარტა, ქვეყანაში ადგილი აქვს შერჩევით სამართალს, მიმდინარეობს რეპრესიები ოპოზიციური ლიდერების მიმართ და განცხადების გაკეთება კომიტეტის სხდომაზე სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით სურდა, რისი შესაძლებლობაც მას ეკა ბესელიამ არ მისცა.

 

„წუთნახევარი მოვითხოვე განცხადების გასაკეთებლად და საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად, რისი შესაძლებლობაც არ მომეცა. როდესაც პოლიტიკოსს პარლამენტში აზრის გამოხატვის შესაძლებლობა არ ეძლევა, სწორედ ეს ახდენს შემდგომში პროცესების რადიკალიზაციას“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ოთარ კახიძემ.

 

ვიდრე კახიძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომას პროტესტის ნიშნად დატოვებდა, მან ფრაქციის სახელით ახალი რეგლამენტის შესაბამისად კომიტეტის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას მოწვევის მოთხოვნა დააყენა.

 

როგორც ბესელიამ აღნიშნა, ფრაქციის წერილობითი მოთხოვნა რეგლამენტის შესაბამისად უწყებას გადაეგზავნება.

გუშინ, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს კახეთის რეგიონში მომხდარი დაპირისპირება ცხარე კამათისა და დებატების თემა იყო პარლამენტის ბიუროს სხდომაზე. საპარლამენტო უმრავლესობა ითხოვს სწრაფი რეაგირება მოხდეს ფაქტზე, როცა თელავში მოხდა იმ მანქანაზე თავდასხმა, სადაც პარლამენტის წევრები იმყოფებოდნენ. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შეფასებით, ადგილი ჰქონდა ძალადობის ფაქტს ქალი დეპუტატების მიმართ, რომელიც შეიძლება მძიმე შედეგით დასრულებულიყო.

 

ძალადობაში ადანაშაულებს ოპოზიცია მმართველ გუნდს. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის შეფასებით, გუშინ ხელისუფლებამ და სამართალდამცავმა ორგანოებმა დაარღვია კონსტიტუცია, როცა მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს თავისუფლად გადაადგილებისა და აქციის გამართვის შესაძლებლობა არ მისცა. რომან გოცირიძემ ბიუროს წევრებს აქციის ერთ-ერთი მონაწილის დასისხლიანებული ფოტო აჩვენა და მომხდარზე სწრაფი გამოძიება მოითხოვა.

 

ბიუროს სხდომაზე შეკამათება მოხდა ასევე თამარ ჩუგოშვილსა რომან გოცირიძეს შორის.

 

ჩუგოშვილმა თელავში, პარლამენტის დეპუტატების მანქანაზე თავდასხმის ფაქტი გაიხსენა. მისი თქმით, რომან გოცირიძის კომენტარი, რომ ავტომობილში, რომელშიც პარლამენტის დეპუტატები - თამარ ხულორდავა, ნინო გოგუაძე, სოფიო ქაცარავა და ნინო წილოსანი იმყოფებოდნენ, კაცებიც ისხდნენ, არის სირცხვილი.

 

„გუშინ ძალიან მძიმე დღე გამოიარეს თამარ ხულორდავამ, ნინო გოგუაძემ, სოფიო ქაცარავამ და ნინო წილოსანმა. ის, რაც ვნახეთ პირდაპირ ეთერში, იყო სისხლის სამართლის დანაშაული. მე აღმოვაჩინე, რომ თქვენ იქ ყოფილხართ და განსაკუთრებით გაკვირვებული ვარ, რომ თქვენ იქ იყავით და ეს ყველაფერი მაინც მოხდა. დაამტვრიეს პარლამენტის კუთვნილი ავტომობილი, თავს დაესხნენ პარლამენტის წევრებს. თქვენი კომენტარი, რომ იქ კაცებიც ისხდნენ, არის სირცხვილი“, - მიმართა ჩუგოშვილმა გოცირიძეს.

 

თავის მხრივ, გოცირიძემ ჩუგოშვილი ცილისწამებაში დაადანაშაულა.

 

"ნუ დემაგოგობთ, მე კითხვა დავსვი უბრალოდ. იქ რომ ვიყავი, უკვე მომხდარი ფაქტი იყო. ეს ინციდენტი ვნახე მაშინ, როდესაც დასრულდა. თქვენ ხართ ცილისმწამებლები“, - აღნიშნა გოცირიძემ.

პარლამენტმა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, რომელიც პარლამენტს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა წარუდგინა, 91- ხმით, 9-წინააღმდეგი მიიღეს.

 

ძირითადი პარამეტრები 2019 წლისათვის შემდეგია: ეკონომიკური ზრდა - 4.5%; მშპ-ს დეფლატორი - 3.5%; ინფლაცია - 3.0%; საბიუჯეტო დეფიციტი - 2.6%.

 

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვერსიაში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები განისაზღვრა 12 863.8 მლნ ლარით, მათ შორის საბიუჯეტო სახსრების ნაწილში 11 470.0 მლნ ლარი (მეორე წარდგენასთან შედარებით 18 მლნ ლარით იზრდება), საინვესტიციო გრანტების ნაწილში 92.7 მლნ ლარი (მეორე წარდგენასთან შედარებით 3.8 მლნ ლარით მცირდება), ხოლო საინვესტიციო კრედიტების ნაწილში 1 301.1 მლნ ლარი (მეორე წარდგენასთან შედარებით მცირდება 119 მლნ ლარით).

 

სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები განისაზღვრება 13 090.0 მლნ ლარით, რაც მეორე წარდგენასთან შედარებით 92.4 მლნ ლარით იზრდება, მათ შორის: - მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირების სოციალური დახმარების 20 ლარით გაზრდა - 18 მლნ ლარი; თბილისში ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის - 50 მლნ ლარი. სკოლების რეაბილიტაციისთვის დამატებით გათვალისწინებულია 30 მლნ ლარამდე საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 3 416.0 მლნ ლარით, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის წილი შეადგენს 3 166.0 მლნ ლარს, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკების წილი 250,0 მლნ ლარს.

 

მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 781.0 მლნ ლარით. დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 4 982.0 მლნ ლარით.

 

საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 12 863.8 მლნ ლარით განისაზღვრა. მათ შორის: შემოსავლები - 10 487.7 მლნ ლარი (14.3 მლნ ლარით აღემატება ბიუჯეტის მეორე წარდგენის ვერსიას); არაფინანსური აქტივების კლების სახით მისაღები თანხების გეგმა განსაზღვრულია 70.0 მლნ ლარის ოდენობით; ფინანსური აქტივების კლების მაჩვენებელი განისაზღვრა 120.0 მლნ ლარის ოდენობით; ვალდებულებების ზრდის სახით მისაღები სახსრების გეგმა განსაზღვრულია 2 186.1 მლნ ლარის ოდენობით (წინა წარდგენასთან შედარებით შემცირდა 119 მლნ ლარით).

 

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ბიუჯეტში სახელმწიფო ვალის დაფარვისთვის გათვალისწინებულია 930,0 მლნ ლარი, სახელმწიფო ვალის წმინდა ზრდა შეადგენს 1 256,1 მლნ ლარს.

 

სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვრა 13 090.0 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის: საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 11 696.2 მლნ ლარს, გრანტები - 92.7 მლნ ლარს, ხოლო კრედიტები - 1301.1 მლნ ლარს.

 

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მეორე წარდგენასთან შედარებით ასიგნებები გაზრდილია 92.4 მლნ ლარით, მათ შორის საბიუჯეტო სახსრების ნაწილში ზრდა შეადგენს 215.2 მლნ ლარამდე, ხოლო საინვესტიციო პროექტების დონორული დაფინანსების ნაწილში შემცირებულია 122.8 მლნ ლარით.

 

სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ჯამური მოცულობა ბიუჯეტის მეორე წარდგენასთან შედარებით იზრდება 219.6 მლნ ლარით და შეადგენს 9 641.1 მლნ ლარს.

პარლამენტის იურიდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიასა და ოპოზიციონერ დეპუტატებს სალომე სამადაშვილსა და ოთარ კახიძეს შორის ცხარე კამათი და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

 

პარლამენტის წევრებს შორის კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც სხდომაზე განცხადების გაკეთება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა მოითხოვა.

 

ეკა ბესელიამ სამადაშვილის მისამართით განმარტა, რომ მას შესაძლებლობა ჰქონდა ესაუბრა მხოლოდ პროცედურაზე და დაეყენებინა ის კონკრეტული საკითხები, რასაც პროცედურა ითვალისწინებს. პოლიტიკური შინაარსის განცხადების გაკეთებისას კი ბესელიამ სამადაშვილს მიმართა, რომ მას მიკროფონს გამოურთავდა. თავის მხრივ, სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, რომ მას განცხადების გაკეთების უფლება 900 000-მა ამომრჩეველმა მისცა და კომიტეტის თავმჯდომარეს მისთვის მიკროფინის გამორთვის უფლება არ ჰქონდა.

 

სამადაშვილის ამ შეფასების საპასუხოდ ბესელიამ მას რეგლამენტის წაკითხვისკენ მოუწოდა.

 

„ყველაფერს აქვს თავისი ფორმა და წესი. აქ მხოლოდ დებოშის ასატეხად მოდიხართ, თქვენ რეგლამენტში უნდა იმეცადინოთ და ხანდახან წაიკითხეთ“, - მიმართა ბესელიამ სალომე სამადაშვილს.

 

ამ კამათში ჩაერთო „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე, რომელმაც ეკა ბესელიას მიმართა, რომ მას აზრის დაფიქსირების შეზღუდვის უფლება არ ჰქონდა, არ იყო რევიზორი.

 

ხანგრძლივი კამათის მიუხედავად, ბესელიამ ოპოზიციონერ კოლეგებს არ მისცა შესაძლებობა რეგლამენტით დადგენილი პროცედურით გათვალისწინებული საკითხების გარდა, სხვა თემებზე ესაუბრათ და კომიტეტის სხდომაზე პოლიტიკური განცხადებები გაეკეთებინათ.

 

კახიძემ და სამადაშვილმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს.

პარლამენტის და ხელისუფლების ვალდებულებაა, ანგარიში ჩაგვაბაროს ამ სამარცხვინო და ქვეყნისთვის სახიფათო პოლიტიკური კრიზისის დროს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

 

ოპოზიციური ფრაქციის წარმომადგენლებმა პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის დაბარების საკითხი კიდევ ერთხელ დააყენეს. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, არც შინაგან საქმეთა და არც სხვა მინისტრებს კანონი არ დაუცვიათ და დაბარების შემდეგ პარლამენტში არ გამოცხადებულან.

 

„რა უნდა მოხდეს ამაზე მეტი, რომ პარლამენტმა განახორციელოს თავისი ზედამხედველობა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე? რა უნდა მოხდეს ამაზე მეტი, რაც გუშინ ვიხილეთ, რაც იქამდე ვიხილეთ - ბიულეტენების ჩაყრა და ა.შ. ან რა დროც გავიდა ახალქალაქის ინცინდენტის შემდეგ, როცა ოპოზიციის შტაბბინაში დღისით, მზისით შევარდნენ, ამაზე პოლიტიკური გაცხადებაც კი არ მოგვისმენია, არ მათი, არც თქვენი. რა უნდა მოხდეს, რომ პარლამენტმა აიძულოს ხელისუფლება? ერთი განცხადება არ მომისმენია არც პროკურატურის, არც თქვენი აღშფოთების ამაზე. სამაგიეროდ, ხმამაღალი ბაქი-ბუქი მოვისმინეთ, რომ დასჯიან ოპოზიციას. ბატონმა კობახიძემ ორჯერ გადმოგვცა სიტყვა, რომ ბატონი გახარია მობრძანდებოდა აქ.

 

იქნებ გვიპასუხოთ, ეს ახალი კანონი, რომელიც თქვენ მოარგეთ აღმასრულებელი ხელისუფლების ინტერესებს და ეს უმძიმესი ნაბიჯი იყო თავისთავად, ამას დაიცავენ თუ არა? რატომ უნდა ეშინოდეს ბატონ გახარიას ოპოზიციურ ფრაქციასთან შეხვედრის, ჩვენ რა უნდა ვუქნათ? ან ის პირობა დაიცვას, ან ეს პირობა. ეს არის თქვენი ვალდებულება და არ გაგვიმართოთ დისკუსია, როგორი საშინელია ოპოზიცია, მაშინ რას შვებოდით და ა.შ. ისევ თუ შეხვალთ ამაში, კი ბატონო, გიპასუხებთ რამდენჯერაც გინდათ. აქ ლაპარაკია პარლამენტის და ხელისუფლების ვალდებულებაზე, ანგარიში ჩაგვაბაროს ამ სამარცხვინო და ქვეყნისთვის სახიფათო პოლიტიკური კრიზისის დროს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის განცხადებით, დასანანია, რომ ყველა დეპუტატი ვერ აცნობიერებს პასუხისმგებლობას და არ ესწრება სხდომებს. ამასთან, მისი თქმით, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტზე კენჭისყრის გადადება შედეგის თვალსაზრისით არაფერს შეცვლის.

 

„დღეს განვიხილეთ ბიუჯეტი და დღესვე იყო შესაძლებელი, რომ კენჭისყრა ჩატარებულიყო ბიუჯეტის პროექტზე. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ არ იყო კვორუმი, მოგვიწევს ხვალ კენჭისყრის ჩატარება. შედეგის თვალსაზრიდით ეს არაფერს ცვლის. რა თქმა უნდა ამ ბიუჯეტს ჩვენს აუცილებლად მივიღებთ, თუმცა დასანანია, რომ პარლამენტის ყველა წევრი სათანადოდ ვერ აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას, რომ იმყოფებოდნენ სხდომათა დარბაზში მაშინ, როდესაც არის საჭირო და მიიღონ მონაწილეობა კენჭისყრაში“, - განაცხადა კახიანმა.

 

მისივე თქმით, პარლამენტმა ახალი რეგლამენტი მიიღო, რომელიც ამოქმედდება პრეზიდენტის ფიცის დადების დღიდან და ეს რეგლამენტის კიდევ უფრო ამკაცრებს სანქციებს შემთხვევებზე, როდესაც არასაპატიო მიზეზით ხდება სხდომებზე არ დასწრება.

 

შეგახსენებთ, პარლამენტში კვორუმის არარსებობის გამო, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტზე კენჭისყრა ვერ ჩატარდა.

ექსკლუზიური სიახლეები
01 ივნისი 2018
მაკა ჩიჩუა მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე მივიდა

მე ვარ იმ ადამიანების გვერდით ვინც ამხელა ტრაგედიის მსხვერპლია, - ამის შესახებ საქართველოს...

01 ივნისი 2018
ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები უკვე რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან

ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები უკვე რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან ზაზა სარალიძე და მ...

01 ივნისი 2018
ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქცია ქუთაისში, პარლამენტთან მიმდინარეობს

ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქცია ქუთაისში, პარლამენტთან მიმდინარეობს ქუთაისში ზაზა სარალი...

01 ივნისი 2018
მინდა, თხოვნით მივმართო ბატონ გიორგი მარგველაშვილს, თუ შეუძლია, გამოვიდეს და დაგვიდგეს გვერდით

ზაზა სარალიძე - მინდა, თხოვნით მივმართო ბატონ გიორგი მარგველაშვილს, თუ შეუძლია, გამოვიდეს...

01 ივნისი 2018
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მივიდა

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის წინ აქციაზე მივიდა. პრემიერს...

01 ივნისი 2018
გარდაცვლილი მოზარდების მშობლებს შეეძლებათ გამოძიებიდან ინფორმაცია ყოველდღიურად მიიღონ

გამოძიებაში, რომელსაც შსს დაიწყებს, გარდაცვლილი მოზარდების მშობლებს შეეძლებათ გამოძიებიდან...

12 ივნისი 2018
ალბათ, დასაკავებელთა სია ჰქონდათ და ავტომატურად წაიკითხეს, ჩემი დაკავების მცდელობაც არ იყო

ცოტა ხნის წინ შსს-მ გააკეთა განცხადება რომ დაკავებულია "ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან...

10 დეკემბერი 2018
ირაკლი კობახიძე - პარლამენტი ყოველთვის იქნება მოწინავე პოზიციაზე, რასაც ჰქვია ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა

საქართველოს პარლამენტი ყოველთვის იქნება მოწინავე პოზიციაზე, რასაც ჰქვია ადამიანის უფლებები...

10 დეკემბერი 2018
კარლ ჰარცელი - ევროკავშირს ძალიან დიდი მოლოდინი აქვს საქართველოსთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელიმ განაცხადებით, ევროკავშირს ძალიან დიდი მოლოდ...

არქივი

« « » » დეკემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31

ამინდი

უმეტესად ღრუბლიანი

1°C

თბილისი

უმეტესად ღრუბლიანი

სინესტე: 95%

ქარი: 4.83 km/h

  • 19 დეკემბერი 2018

    ღრუბლიანი 2°C 0°C

  • 20 დეკემბერი 2018

    ღრუბლიანი 4°C 0°C

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ჟურნალისტური გამოძიება

პრემიერი აქციიდან დაცვამ გაიყვანა. გიორგი კვირიკაშვილს აქციის მონაწილეები ბოთლებს ესროდნენ...პრემიერი აქციიდან დაცვამ გაიყვანა. გიორგი კვირიკაშვილს აქციის მონაწილეები ბოთლებს ესროდნენ...პრემიერი აქციიდან დაცვამ გაიყვანა. გიორგი კვირიკაშვილს აქციის მონაწილეები ბოთლებს ესროდნენ...პრემიერი აქციიდან დაცვამ გაიყვანა. გიორგი კვირიკაშვილს აქციის მონაწილეები ბოთლებს ესროდნენ...პრემიერი აქციიდან დაცვამ გაიყვანა. გიორგი კვირიკაშვილს აქციის მონაწილეები ბოთლებს ესროდნენ...

გამოკითხვა

დაბრუნდეს თუ არა რუსეთი დიდი რვიანში?