დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხს პარლამენტი კენჭისყრაზე განმეორებით დღესვე დააყენებს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

 

კობახიძის განცხადებით, საკითხის კენჭისყრა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 17:00 საათზე გაიმართება.

 

აღსანიშნავია, რომ ბიუროს სხდომა პარლამენტმა დღეს დილითაც გამართა. ბიუროს მეორე სხდომა კი სპეციალურად კვაჭანტირაძესთან დაკავშირებული საკითხის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის მიზნით ჩატარდა.

 

ცნობისთვის, პარლამენტმა ზვიად კვაჭანტირაძე დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ვერ გადააყენა. კვაჭანტირაძის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენების მომხრე 67 დეპუტატი იყო, 8 წინააღმდეგი წავიდა. გადაწყვეტილების მისაღებად კვორუმი 76 იყო.

 

შეგახსნებთ, რომ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზვიად კვაჭანტირაძის ბექა ოდიშარიათი შეცვლის საკითხი მმართველმა გუნდმა დააყენა. აღნიშნულ თანამდებობაზე ოდიშარიას არჩევის თაობაზე გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა „ქართული ოცნების“ ოფისში გუშინ გამართულ შეხვედრაზე მიიღო.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.