დამოუკიდებელი დეპუტატის ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, მას დღეს სურდა დისპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დაეტოვებინა, თუმცა ირაკლი კობახიძის განცხადებებმა მას პოსტზე დარჩენა გადააწყვეტინა.

 

„ყოველთვის მჯეროდა „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“. თქვენ ალბათ, ყურადღებით ადევნებდით თვალყურს ამ მსჯელობის წარმართვას პარლამენტში. დადასტურდა კიდეც, რომ პარლამენტის დღევანდელი მმართველი გუნდი ეწევა აბსოლუტურად ვოლონტარისტულ პოლიტიკას, თავაშვებულ და თვინებურ მმართველობას აქვს პარლამენტში ადგილი. მე გულწრფელად რომ გითხრათ, შესაძლოა, დღეს სხვა გადაწყვეტილებაც მიმეღო, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარის ყოვლად უსირცხვილო გამოსვლამ და იმ პოსტულატებმა რომელმაც მან მის ისტორიულად სამარცხვინო გამოსვლაში წამოაყენა მიმაღებინა გადაწყვეტილება ბოლომდე ვმდგარიყავი მედგრად და არც ერთ შემთხვევაში არ გამეკეთებინა განცხადება გადადგომის თაობაზე", - განაცხადა კვაჭანტირაძემ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.