ინტერპელაციის პროცედურის დროის განაწილება პარლამენტის ბიუროს და შემდგომ პლენარულ სხდომაზე კამათის საგნად იქცა.

 

დისკუსიის საფუძველი რეგლამენტით დადგენილი ნორმაა, რომლის მიხედვითაც, დრო იმის პროპორციულად მცირდება რამდენი კითხვაც არის გაგზავნილი.

 

პრემიერთან და განათლების მინისტრთან ჯამში სულ სამი შეკითხვა გაიგზანა. შესაბამისად, გამომსვლელთათვის რეგლამენტით დადგენილი დრო ბიუროს გადაწყვეტილებით, სამჯერ შემცირდა.

 

პრემიერ-მინისტრი ინტერპელაციის წესით პარლამენტში ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიბარა. ფრაქციამ მამუკა ბახტაძე კრიმინოგენური ვითარების საკითხთან დაკავშირებით დაიბარა და მისგან ელოდება პასუხს კითხვაზე, თუ რამ გამოიწვია ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარების მკვეთრი ზრდა.

 

ინტერპელაციის წესით პარლამენტში “ევროპულმა საქართველომ“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მიიწვია. მინისტრისადმი მათ აქვთ ორი კითხვა პედაგოგების ხელფასებისა და გამოცდების გაუქმების თაობაზე.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.