პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ელოდება, რომ საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მერვე შეხვედრაზე ჩვენი ქვეყნისთვის მხარდამჭერ განცხადებას მიიღებენ.

 

„ველოდებით ჩვენი ქვეყნისთვის მორიგ ძალიან პოზიტიურ და მხარდამჭერ დოკუმენტს და განცხადებებს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების კუთხით. ეს არის ჩვენი მოლოდინი. მგონი, ტექსტი, რომელიც იქნა გაზიარებული საკმაოდ პოზიტიურია",- აღნიშნა ჩუგოშვილმა.

 

სტრასბურგში საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მერვე შეხვედრა 27-28 მარტს გაიმართება, სადაც საბოლოო განცხადებასა და რეკომენდაციებს მიიღებენ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.