პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი დეპუტატებს შორის დაპირისპირებას არ მიესალმება.

 

როგორც ჩუგოშვილმა შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მან არაფერი იცის მდინარაძე-ბესელიას დაპირისპირებაზე და არც აპირებს მასში ჩართვას.

 

„არანაირი მესიჯი არ მიმიღია. არც ამ ძალიან გამაღიზიანებელ დაპირისპირებაში ჩართვის და კომენტარების კეთების სურვილი მაქვს. ეს ყველაფერი დამაზიანებელი მგონია პარლამენტისთვის, მისი რეპუტაციისთვის. ჟურნალისტებთანაც მაქვს თხოვნა, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი, საქმიანი პროცესი მიმდინარეობს პარლამენტში და ამაზე თუ მეტს ვეტყვით, მოსახლეობაც მგონი უფრო კმაყოფილი იქნება. არ მგონია ვინმეს მოსწონდეს ამ პირადი დაპირისპირებების ყურება პირდაპირი ეთერიდან",- განაცხადა ჩუგოშვილმა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.