უმრავლესობაში თუ რაიმე კითხვები გვიჩნდება, უმრავლესობაშივე და პარტიის შიგნით ვსვამთ ამ კითხვებს, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს, პარლამენტში ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას მისვლაზე.

 

ჩუგოშვილის თქმით, დეპუტატებს ნებისმიერი პირის დაბარების შესაძლებლობა აქვთ, თუმცა დღევანდელი შეხვედრა ოფიციალურ შეხვედრად არ ითვლება.

 

„ჩვენ არ მოგვიწვევია გიორგი ქობულია. ჩვენ, როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, მოქმედ მინისტრებს ვიწვევთ და მათ ვესაუბრებით მიმდინარე მოვლენებზე, იმაზე, რაც შეიძლება ჩვენთვის საინტერესო იყო. უმრავლესობის ყოფილმა წევრებმა დაპატიჟეს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და შესაბამისად ისინი ჩაატარებენ შეხვედრას. ეს ოფიციალური შეხვედრა ვერ იქნება, მაგრამ ბუნებრივია, პარლამენტის წევრს აქვს უფლება ნებისმიერ პირს დაელაპარაკოს, თუ ფიქრობს, რომ მისგან რაღაც ინფორმაცია სჭირდება. ამაში ვერაფერს განსაკუთრებულს და პრობლემურს ვერ ვხედავთ. უმრავლესობაში თუ რაიმე კითხვები გვიჩნდება, უმრავლესობაშივე ვსვამთ ამ კითხვებს და პარტიის შიგნით. გვაქვს სხვადასხვა ფორმატები, რომ ამ საკითხებზე ვისაუბროთ“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.