იურიდიულ საკითხთა წესების კომიტეტის სხდომა ხმაურით მიმდინარეობს. ერთმანეთს კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია და მოქმედი თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ეკამათნენ.

 

კამათი ანრი ოხანაშვილის შენიშვნას მოჰყვა, რომელმაც იუსტიციის მინისტრის ყოფილ მოადგილეს სანდრო ბარამიძეს კომიტეტის წესდების შესწავლისკენ მოუწოდა.

 

თავის მხრივ, სანდრო ბარამიძემ მოითხოვა განმარტება, თუ რა მიზეზით არ იმყოფებიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ის არამოსამართლე წევრები კომიტეტის სხდომაზე, რომელთა გამოწვევასაც „ევროპული საქართველოს“ და „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა შავგულიძე მოითხოვს.

 

აღნიშნულის საპასუხოდ ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ „ცოტა უხერხულია, როდესაც იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე ასეთ კითხვებს სვამს და მან არ იცის, რომ კომიტეტზე ასეთ შემთხვევაში შესაბამის პირთა მოწვევა თავად ინიციატორის მხრიდან ხდება.

 

კომიტეტის თავმჯდომარის აღნიშნული რეპლიკის საპასუხოდ ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ანრი ოხანაშვილზე მეტად პროფესიულ წრეებში სანდრო ბარამიძეს იცნობენ და რომ მას მსგავსი შენიშვნის მიცემის უფლება არ გააჩნია.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.