პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბოცვანის რესპუბლიკის საერთაშორისო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრი, იუნითი დოუ მიიღო, რომელიც საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად იმყოფება.

 

მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს და ეკონომიკის, კულტურის, განათლებისა და სპორტის მიმართულებით, კავშირების გააქტიურების პერსპექტივები განიხილეს.

 

ყურადღება გამახვილდა საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე. სტუმართა მხარე, ამ მიმართულებით, ქართული გამოცდილების გაზიარებით დაინტერესდა.

 

საუბარი, ასევე, შეეხო ეკოლოგიურ გარემოსა და მის მნიშვნელობას რეგიონული უსაფრთხოებისთვის.

 

ბოცვანის რესპუბლიკის საერთაშორისო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა. იუნითი დოუს განცხადებით, სოფელ ხურვალეთთან მიმდებარე საოკუპაციო ხაზის მონახულება და იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრა მისი ოფიციალური ვიზიტის ერთერთი ყველაზე ინფორმატიული და მნიშვნელოვანი ნაწილი იყო.

 

მხარეებმა როგორც ორმხრივ, ასევე, საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადყოფნა დაადასტურეს.

 

ინფორმაციას პარლამენტის პრესცენტრი ავრცელებს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.