წარმატებები ჩვენს ქვეყანას დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი წელი იქნება უკეთესი თუ ჩვენ ერთად დავდგებით - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ 2019 წლის საშემოდგომო სესიის დახურვისას.

 

„მსურს პარლამენტის სახელით, თქვენი სახელით, მადლობა გადავუხადო ჩვენს თანამოქალაქეებს, მადლობა გადავუხადო პარლამენტის თითოეულ თანამშრომელს, მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში აშუქებდნენ საპარლამენტო პროცესებს და მიმდინარე მოვლენებს და ასევე ყველას, ვინც თანამშრომლობდა ამ წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტთან. ბედნიერ შობასა და ახალ წელს გისურვებთ! წარმატებები ჩვენს ქვეყანას. დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი წელი იქნება უკეთესი თუ ჩვენ ერთად დავდგებით და თუ გავერთიანდებით ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი საზოგადოების ინტერესების გარშემო. მეც მადლობას გიხდით ყველა თქვენგანს თანამშრომლობისთვის“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.