საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ კახა კუჭავამ უკრაინის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში, რომელიც 8 იანვარს თეირანთან, „უკრაინული საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავის - „ბოინგ 737-800“-ის კატასტროფასთან დაკავშირებით გაიხსნა, ჩანაწერი გააკეთა.

 

„ეს დიდი ტრაგედიაა როგორც უკრაინისთვის, ისე ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელთა მოქალაქეები დაიღუპნენ ამ ტრაგედიის შედეგად. ჩვენ მოვედით, რომ მოგვესამძიმრა საქართველოს პარლამენტის, საქართველოს ხალხის სახელით უკრაინელი ხალხისათვის. შესაბამისად, ჩანაწერი გავაკეთეთ სამძიმრის წიგნში“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

 

9 იანვარი უკრაინაში გლოვის დღედ არის გამოცხადებული „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების" თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნის საპატივსაცემოდ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.