2019 წელს საქართველოს პარლამენტის 59 დეპუტატიდან 31-მა დეკლარაცია არასწორად შეავსო და დაჯარიმდა. ინფორმაცია დეპუტატების დაჯარიმების შესახებ საჯარო სამსახურის ბიურომ გაავრცელა. დეკლარაციის არასწორად შევსებისთვის თანამდებობის პირი ჯარიმდება ხელფასის 20 პროცენტით, არანაკლებ 500 ლარით.

 

დაჯარიმებული დეპუტატების უმრავლესობა უმრავლესობის წევრები არიან. დაჯარიმებულ პირებს შორის მოხვდნენ ქართული ოცნების ყოფილი წევრებიც და ოპოზიციური პარტიისა თუ უპარტიო დეპუტატების სახით პარლამენტის წევრები.

 

ქართული ოცნება

 

მოქმედი დეპუტატები

გოჩა ენუქიძე;

ზაზა კედელაშვილი;

ლევან კობიაშვილი;

გურამ მაჭარაშვილი;

ერეკლე ტრიპოლსკი;

სამველ მანუკიანი;

სიმონ ნოზაძე;

მიხეილ ყაველაშვილი;

ივლიანე წულაია;

ენზელ მკოიანი;

ილია ნაკაშიძე;

ვიქტორ ჯაფარიძე;

გრიგოლ მიქელაძე;

ელგუჯა გოცირიძე;

ოთარ დანელია;

ბექა ოდიშარია;

ნინო წილოსანი;

ლერი ხაბელოვი;

დიმიტრი ხუნდაძე;

გოდერძი ჩანქსელიანი;

კობა კობალაძე;

ირაკლი ხახუბია.

 

ყოფილი დეპუტატები

შოთა შალელაშვილი;

ზაქარია ქუცნაშილი.

 

ნაციონალური მოძრაობა

მამუკა ჩიქოვანი;

კობა ნაყოფია;

ლაშა დამენია.

 

ევროპული საქართველო

გიორგი ღვინიაშვილი

 

უპარტიო დეპუტატები

ბექა ნაცვლიშვილი

დავით ჭიჭინაძე;

ზვიად კვაჭანტირაძე.

 

საჯარო სამსახურის ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, 2019 წელს შემოწმებული საჯარო მოხელეებიდან ნახევარზე მეტს დეკლარაცია დარღვევებით აქვს შევსებული. უწყებაში აცხადებენ, რომ შეამოწმეს 596 თანამდებობის პირი, რომელთაგანაც 254 დააჯარიმეს, 75 კი გააფრთხილეს. მათივე თქმით, ერთი თანამდებობის პირის დეკლარაცია პროკურატურაში გადაიგზავნა.

 

უწყების განცხადებით, უარყოფითად შეფასებული დეკლარაციებიდან 63%-ს დარღვევა ჰქონდა საანგარიშო პერიოდში მიღებული შემოსავლის არასწორად დადეკლარირების გამო. ასევე, 63% უარყოფითად შეფასდა ოჯახის წევრების მონაცემების არასწორად მითითების გამო.

 

მათივე თქმით, დარღვევების 41% მოდიოდა უძრავი ქონების გამოტოვებასა ან/და არასწორად მითითებაზე, 38% საბანკო ანგარიშებზე არსებული ნაშთების არასრულად შევსებაზე, 24% კი ისეთი სამეწარმეო საქმიანობების გამოტოვებაზე, რომლებსაც ბოლო 3 წლის განმავლობაში ბრუნვა არ ქონდათ.

 

გარდა ამისა, უწყებაში ამბობენ, რომ დარღვევების 22%-ში დეკლარანტს არ ჰქონდა სწორად დაანგარიშებული ხელშეკრულებით მიღებული მატერიალური შედეგი, ან არ იყო დადეკლარირებული ხელშეკრულება, რომლის ღირებულებაც აღემატება კანონმდებლობით დადგენილ დეკლარირებისათვის სავალდებულო ზღვარს.

 

დეკლარაციების11%-ის უარყოფითად შეფასება კი იმან განაპირობა, რომ დოკუმენტები კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინეს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.