,,იმდენად ავღელდი, ნამდვილად მჭირდება დეესკალაციის ოთახში 24 საათით მოთავსება“ - ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სახალხო დამცველის ანგარიშს ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე

 

“ჩვენ ამ ტრიბუნიდან მოვისმინეთ სიმართლეც, ჭორებიც, არაპროფესიონალიზმიც და მოვისმინეთ კიდევ ბევრი სხვა იმდენი რამ, რომ თუ ხუმრობით დავიწყებდი ჩემს გამოსვლას, იმდენად ავღელდი, ნამდვილად მჭირდება დეესკალაციის ოთახში 24 საათით მოთავსება”, -განაცხადა წულუკიანმა

 

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგები წარდგინა.

 

პრევენციის ეროვნული მექანიზმის ანგარიშში საუბარია ძალადობაზე, რომელსაც პატიმრები განიცდიან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში როგორც ციხის ადმინისტრაციის, ისე უშუალოდ პატიმრების მხრიდან.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.