პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსსა“ და მისგან გამომდინარე, „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი 77-მა დეპუტატმა დაუჭირა.

 

„ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და „პატრიოტთა ალიანსი“ პლენარულ სხდომაში მოანწილეობას არ იღებდნენ. მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იქნება გათვალისწინებული.

 

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.