მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას 88 წევრი ესწრება. შესაბამისად, ის უფლებამოსილი გახდა მუშაობა დაიწყოს.

 

სხდომას კონსტიტუციის დადგენილი წესით პრეზიდენტი ხსნის, რომელიც პარლამენტში შეკრებილებს სიტყვით ამ წუთებში მიმართავს.

 

პირველ პლენარულ სხდომას ესწრებიან მთავრობის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, თბილისის მერი და სასულიერო პირები.

 

აღსანიშნავია, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე, მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან წარმოდგენილნი, ოპოზიციამ კი უარი გქნაცხადა საპარლამენტო მანდატებზე, თუმცა პარლამენტი ხმათა უმრაველოსობით 150-ვე წევრის უფელბამოსილებას ცნობს. ამის შემდეგ წინა მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილება შეუწყდება

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.