მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას 88 წევრი ესწრება. შესაბამისად, ის უფლებამოსილი გახდა მუშაობა დაიწყოს.

 

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის შემდეგ, სიტყვა პარლამენტის სხდომაზე დამსწრე უხუცეს წევრს ლადო კახაძეს გადაეცა, რომელიც პირველ სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე გაუძღვება.

 

სხდომაზე პარლამენტის წევრთაგან, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, პარლამენტის დროებითი ხმის დამთვლელ კომისიას 11 წევრის შემადგენლობით, ხოლო დროებითი სამანდატო კომისიას 17 წევრის შემადგენლობით აირჩევენ.

 

ასევე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ სხდომას წარუდგენა პარლამენტის არჩევნების შედეგები და პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისთვის საჭირო დოკუმენტაცია.

 

პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია შეისწავლის ცენტრალური სარჩევნო კომისიის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას და შედეგებს პარლამენტს მოახსენებს, რომელიც დადგენილებით ცნობს დროებითი სამანდატო კომისიის მიერ ერთიანი სიით წარმოდგენილი პარლამენტის წევრების უფლებამოსილებას, რომლის შემდეგ გამოცხადდება 1 საათიანი შევენება, შესვენების შემდეგ პარლამენტი აირჩევს საკანონმდებლო ორგანოს თავჯდომარეს, მის მოადგილეებს და კომიტეტის თავმჯდომარეებს და მოადგილეებს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.