კანონპროექტი, რომელიც ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების გაუქმებას ითვალისწინებს, პარლამენტმა რიგგარეშე პლენარულ სესიაზე საკანმდებლო პაკეტს დეპუტატება დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით მიიღო, ინიციატივას მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭრა მხარი.

 

პროექტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანახას მიიღებს მხოლოდ ის პარტია, რომელიც მისთვის განკუთვნილ პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს. აღნიშნული ცვლილებები ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შედის, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და მიმდინარე კვრის ბოლოს დაამტკიცებს.

 

კანონპროექტის ავტორები არიან: ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ქადაგიშვილი, გურმა მაჭარაშვილი, რატი იონათამიშვილი და დავით მათიკაშვილი.

 

ცნობისთვის, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტი არჩევენების შედეგების მიხედვით, პოლიტიკური პარტიებისთვის ყოველწლიური საბიუჯეტო დაფინანსება შემდეგნაირად განისაზღვრა:

 

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო – 5 140 020 ლარი

 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 2 199 635 ლარი

 

მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის - 240 000 ლარი

 

პროგრსი და თავისუფლება - 12 000 ლარი

 

საქართველოს რესპუბლიკური პარტია 204 000 ლარი

 

ევროპული დემოკრატები 460 000 ლარი

 

გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი - 939 925 35 ლარი

 

კანონი და სამართალი - 104 436 15 ლარი

 

ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის 1 124 409 ლარი

 

ლელო საქართველოსთვის - 803 560 ლარი

 

საქართველოს პატრიოტთა ალიანსი 1 043 120 ლარი

 

საქართველოს ლეიბორისტული პარტია 289 710 ლარი

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.