საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტმა, მინისტრთა კაბინეტს და სამთავრობო პროგრამას ნდობა გამოუცხადა.

 

ერთ პარტიულმა პარლამენტმა, გიორგი გახარიასა და მის მიერ წარდგენილ მინისტრობის კანდიდატებს 85 ხმით დაუჭირა მხარი, არცერთის წინააღმდეგ, რომლის შემდგომ სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.

 

განხილვა პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე, მხოლოდ ფრაქცია “ქართული ოცნების“ წევრების მონაწილეობით წარიმართა.

 

გიორგი გახარიას, მინისტრთა კაბინეტის ახალი სახე მხოლოდ იუსტიციის მინისტრი, გოჩა ლორთქიფანიძეა, ყველა სხვა თანამდებობაზე გახარიამ პარლამენტს წინა კაბინეტის მინისტრები შესთავაზა.

 

საქართველოს მთავრობის მინისტრთა კაბინეტი შემდეგი შემადგენლობით დაამტკიცდა:

 

პრემიერ-მინისტრი - გიორგი გახარია

 

იუსტიციის მინისტრი - გოჩა ლორთქიფანიძე

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - მაია ცქიტიშვილი

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ნათია თურნავა

 

შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური

 

საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი

 

ფინანსთა მინისტრი - ივანე მაჭავარიანი

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი

 

თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი

 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ ჩხენკელი

 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ეკატერინე ტიკარაძე

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - თეა ახვლედიანი

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.