Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9841
EUR
3.3422
RUR
0.0431
GBP
3.7394

"2013 წლიდან მოყოლებული, ჩვენ ვხედავთ მზარდ ანტიამერიკულ განწყობებს და დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას ამერიკული ინვესტიციების მიმართ", "საქართველო დავიდა რუსული სტილის კლეპტოკრატიამდე", - მორიგი მწვავე გზავნილი დასავლეთიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით.

 

წერილს მთავრობას ამჯერად უკვე ამერიკული კომპანია "ფრონტერა" სწერს, სადაც საუბარია ამერიკული ინვესტიციების მიმართ დისკრიმინაციასა და საქართველოში თავისუფალი ეკონომიკური ბაზრის ნგრევაზე.

 

წერილის ადრესატი პრემიერი გიორგი გახარიაა. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ სასამართლო გამოყენებულია როგორც იარაღი და ადგილი აქვს სახელმწიფოს მიტაცებას.

 

"პატივისცემით გწერთ, რათა გაუწყოთ, რომ სხვა ამერიკული კომპანიების მსგავსად, ჩვენც ვართ მომსწრენი იმისა, თუ როგორ გაუარესდა ქვეყანაში საინვესტიციო და ბიზნესგარემო, რომელიც არ სცნობს კანონის უზენაესობას და იყენებს სასამართლოს როგორც იარაღს, უპირატესობას ანიჭებს სახელმწიფოს მიტაცებას, ნაცვლად ამერიკულ ინვესტიციებთან პარტნიორობისა.

 

2013 წლიდან მოყოლებული, ვხედავთ მზარდ ანტიამერიკულ განწყობებს და ასევე დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას მნიშვნელოვანი ამერიკული ინვესტიციებისა და ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, თავისუფალი ეკონომიკური ბაზრის სისტემატიურ ნგრევას. შედეგად, საქართველო დავიდა რუსული სტილის კლეპტოკრატიამდე, რომელიც მხოლოდ შენიღბულია, როგორც ამერიკული დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფალი ბაზრის გამზიარებელი. ეს „პოლიტიკური წარმოდგენა“ გამიზნულია მხოლოდ უწყვეტი ამერიკული დახმარების მისაღებად აშშ მთავრობიდან. ეს ფარსი უნდა დამთავრდეს", - ნათქვამია წერილში

 

წერილში მოყვანილია ფაქტები, როგორ კანონდარღვევით შემოვიდა საქართველოში რუსული ენერგოგიგანტი "როსნეფტი", განსაკუთრებული პირობები მიენიჭათ Gazprom-სა და SOCAR-ს, ამერიკული კომპანიის წინააღმდეგ კი კონტრაქტის შეწყვეტის თვითნებური მცდელობა დაიწყო.

 

"გთხოვთ გაითვალისწინოთ:

 

რუსული ენერგოგიგანტი, Rosneft-ი შემოვიდა საქართველოში 2013 წელს და მას შემდეგ დაუსჯელად საქმიანობს მიუხედავად აშშ-ს სანქციებისა და საქართველოს კანონის დარღვევისა.

 

Rosneft-ს მიეცა უფლება სტრატეგიულად დაფუძნებულიყო ფოთის პორტში, ნავთობის ტრეიდინგისა და საწვავის დისტრიბუციის სტრუქტურებში. ამავე წელს ჩვენი კომპანიის წინააღმდეგ დაიწყო კონტრაქტის შეწყვეტის თვითნებური მცდელობა, რომელიც მოგვიანებით საარბიტრაჟო სასამართლომ უკანონოდ სცნო. რატომ?

 

ბუნებრივი გაზის იმპორტის ფავორიტული პირობები მიენიჭათ Gazprom-სა და SOCAR-ს, საქართველოს ხელისუფლება აწარმოებდა მოლაპარაკებას ირანის მთავრობასთან გაზის იმპორტთან დაკავშირებით. ამავე დროს კი ფრონტერას მცდელობა, რომ აეთვისებინა გაზის საბადო აღმოსავლეთ საქართველოში, რომელსაც შეეძლო უფრო იაფი და კონკურენტული გაზი მიეწოდებინა ქართველი მომხმარებლისათვის, სახელმწიფოს მხრიდან მუდმივად აწყდებოდა კონტრაქტის გაუქმების, სახელმწიფო მედიის დეზინფორმაციას და ექსპროპრიაციას. რატომ?

 

2016 წელს, ჩინურ CEFC გადაეცა 75% იანი საკონტროლო პაკეტი, ფოთის სტრატეგიულ თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში. თქვენ პირადად ჩახვედით ჩინეთში რომ გეზეიმათ ხელშეკრულების ხელმოწერა. თუმცა, კომპანიამ ვეღარ განახორციელა $ 150 მილიონის საინვესტიციო ვალდებულება, რასაც არც ჯარიმა და არც საჯარო კრიტიკა არ მოჰყოლია. თქვენ კი საჯაროდ მოიხსენიეთ ფრონტერა

 

როგორც „არაკეთილსინდისიერი კომპანია“ და ეს მაშინ, როცა ფრონტერამ $500 მილიონზე მეტის ინვესტირება განახორციელა საქართველოში, მიუხედავად მხოლოდ $18 მილიონის ვალდებულებისა. თანაც ნავთობისა და გაზის ის მარაგი აღმოაჩინა, რაც საქართველოს გახდის ენერგოდამოუკიდებელს. რატომ?

 

Frontera Resources Corporation - 3040 Post Oak Blvd, Suite 1100 - Houston, Texas 77056 U.S.A 2017 წელს, თბილისში გამართულ საქართველო-ირანის ბიზნეს ფორუმზე თქვენ განაცხადეთ საქართველოში ირანული ინვესტიციების 657%-იანი ზრდის შესახებ. ამავე წელს, თქვენმა მთავრობამ წამოიწყო საარბიტრაჟო დავა საქართველოში ყველაზე დიდი ამერიკელი ინვესტორის, ფრონტერას წინააღმდეგ, კონტრაქტის გაუქმების მიზნით. რატომ?

 

ყველა იმ კომპანიის მსგავსად, რომლებიც წინ აღუდგნენ ანტი ამერიკულ კლეპტოკრატიულ პოლიტიკას, ჩვენც გავხდით სახელმწიფოს მიერ მართული და რუსული მედიის ცილისმწამებლური კამპანიის სამიზნე, საეჭვოდ მსგავსი ყალბი ამბების გამოყენებით ჩვენი კომპანიის წინააღმდეგ, მათ შორის ჩვენი სამუშაოების და არბიტრაჟის გადაწყვეტილების შესახებ. რატომ? ყველა მხარე დაზარალდა თქვენი მთავრობის მიერ განხორციელებული ძვირი და წარუმატებელი შეტევის შედეგად. თუკი საქართველოს ნამდვილად სურს გრელვადიანი ქართულ ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობა, მაშინ კითხვა ისმის „რატომ მუშაობთ ამდენს და ხარჯავთ ამდენ თანხას, რათა შეუწყვიტოთ კონტრაქტი ყველაზე დიდ ინვესტორს შეერთებული შტატებიდან?"

 

ახლა, როცა ხელისუფლების იურიდიული ქმედება ფრონტერას წინააღმდეგ დასრულდა, იმედი გვაქვს, რომ კონსტრუქციული სულისკვეთებით დავხურავთ ამ თავს და უფრო ძლიერ და წამახალისებელ სიგნალს გაუგზავნით ამერიკულ კომპანიებს. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს ელის მრავალწლიანი წარმატებული ამერიკული კერძო ინვესტიციები", - ნათქვამია წერილში.

რუსეთი რეალურად მარტო ლუგარის ლაბორატორიას კი არ ესხმის თავს და მარტო ლუგარში კი არ უნდა შესვლა, რუსეთს უნდა შესვლა საქართველოს ევროატლანტიკურ დღის წესრიგში, ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.

 

„ეს განცხადებები, რბილის ძალის გამოყენება და პროვოკაციები არის საოკუპაციო პოლიტიკის ნაწილი. რუსეთს მარტო ლუგარში კი არ უნდა შესვლა, მას უნდა შესვლა ყველაფერში, რაზეც საქართველოს წარმატებები დგას და დღეს, ეს ყველაზე მეტად დგას ჯანდაცვის სისტემაზე და ლუგარი არის საქართველოს ჯანდაცვის ნაწილი. რუსეთი რეალურად მარტო ლუგარის ლაბორატორიას კი არ ესხმის თავს და მარტო ლუგარში კი არ უნდა შესვლა, რუსეთს უნდა შესვლა საქართველოს ევროატლანტიკურ დღის წესრიგში, უნდა შესვლა და ჩარევა საქართველოს დემოკრატიაში, რუსეთს უნდა შესვლა საქართველოს ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარებაში - ოკუპირებული აქვს ორი რეგიონი და ამით ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას. რუსეთს უნდოდა და მომავალშიც მოუნდება ზეგავლენა მოახდინოს საქართველოს დემოკრატიულ არჩევნებზეც და ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ პრორუსულმა ძალებმა არ ისარგებლონ იმ დესტრუქციით, რასაც ეგრეთწოდებული „პროდასავლური ოპოზიცია” აკეთებს დღეს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორია იყო კოვიდის წინააღმდეგ წარმატების შემქმნელი ერთ-ერთი მნიშნელოვანი რგოლი და ლუგარის ლაბორატორიაზე შეტევა რუსეთის მხრიდან, პირდაპირ უდრის რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას.

 

მისივე თქმით, ის ფაქტი, თუ როგორ იყენებს რუსეთი რბილ ძალას საქართველოში, უნდა იყოს ძლიერი არგუმენტი გადაწყვეტილების მისაღებად დასავლური პოლიტიკური წრეებისთვის, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

 

„მე მინდა დაგარწმუნოთ, რუსეთი საქართველოს მომავალს ვერ შექმნის, ჩვენს მომავავალს ვქმნით ჩვენ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, საქართველო გააგრძელებს თავისი დემოკრატიის გაძლიერებას, საქართველო გააგრძელებს თავისი ინსტიტუტების გაძლიერებას. ჩვენ შევეცდებით, რომ განვითარების მშვიდობიანი გზით მოვაგვაროთ კონფლიქტები, აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა. საქართველო აუცილებლად გაწევრიანდება ევროკავშირსა და ნატოში - ეს დროის საკითხია“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში განცხადებას გააკეთებს ჰონგ-კონგში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჩინეთთან მიმართებაში შესაძლო ზომების მიღებაზე.

 

„ახლა გარკვეულ ნაბიჯებს ვდგამთ. ვფიქრობ, ძალიან საინტერესოდ შეიძლება მოგეჩვენოთ ეს ზომები. ახლა არ ვისაუბრებ ამ თემაზე. უახლოეს დღეებში განცხადებას გავაკეთებ. საუბარია ძალიან მძლავრ პასუხზე“, - განუცხადა ჟურნალისტებს აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

21 მაისს ჩინეთის ხელისუფლება ინიციატივით გამოვიდა, ჰონგ-კონგში დაწესდეს ეროვნული უსაფრთხოების კანონი, რომელიც აკრძალავს სახელმწიფოს ღალატს, ხელისუფლებისთვის ძირის გამოთხრას, ამბოხებისკენ მოწოდებას და უცხო ქვ ეყნების ჩარევას.

 

აქამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ჩინეთის ხელისუფლების ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ჰონგ-კონგის ავტონომიასა და თავისუფლებას შეეხება, აშშ-ს აიძულებს გადახედოს პრინციპს „ერთი ქვეყანა, ორი სისტემა“.

დღეს დავით გარეჯობაა. სასულირო პირები და ადგილობრივები ამ წუთებში, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან იკრიბებიან.

 

სრული მობილიზაციია გამოცხადებული ჩიჩხიტურის მონასტერთან, სადაც დღეს დილიდან აზერბაიჯანელი მესაზღვრები და ქართული დანაყოფები იმყოფებიან. პატრულირების გაძლიერების მიზეზი, აზრებაიჯანის სასაზღვრო პოლიციის განცხადებები გახდა, რომლის მიხედვითაც, დღეს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლაექსის ტერიტორიაზე საქართველოს მხრიდან პროვოკაცია იგეგმება.

 

,,შეგიძლიათ, ყველა სახის ინფორმაციაზე პრესცენტრს მიმართოთ. გარეჯობა, შეგიძლიათ, გარეჯში აღნიშნოთ, - ამბობს  ერთ-ერთი მესაზღვრე.

 

მრევლი კი დავით გარეჯის ოკუპაციაზე საუბრობს.

 

,,გარეჯი ახლა აზერბაიჯანის მიერ ოკუპირებულია. ჩვენთვის, ქართველებისთვის, ძალიან სამწუხაროა ეს ფაქტი. მხოლოდ დავითის ცრემლებამდე მისვლა შეგვიძლია. უფლის მადლით, გვაქვს იმედი, რომ ეს გამოსწორდება", - ამბობს ერთ-ერთი მომლოცველი.

 

მსველელობას გარეჯში, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ხელმძღვანელი, გურამ ფალავანდიშვილი შეურთდა. ის არ გამორიცხავს, რომ ამ განცხადებაში "ქართული მარში" და თავად გურამ ფალავანდიშვილიც იგულისხმებოდეს.

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა უარი თქვა „დიდი შვიდეულის“ სამიტში მონაწილეობაზე, რომლის გამართვაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში სურს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Politico ავრცელებს.

 

გერმანიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის, შტეფენ ზაიბერტის თქმით, „პანდემიის გამო შექმნილ ვითარებაში“ მერკელი ვერ გაემგზავრება ვაშინგტონში და ვერ მიიღებს მონაწილეობას სამიტში, თუმცა კანცლერი „დააკვირდება პანდემიის გარშემო მოვლენების განვითარებას“.

 

20 მარტს თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჯად დირმა განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ სამიტი, რომელიც ვაშინგტონში 10-12 ივნისს უნდა გამართულიყო, დონალდ ტრამპმა კორონავირუსის პანდემიის გამო გააუქმა. მოგვიანებით თეთრმა სახლმა ივნისის ბოლოს სამიტის აშშ-ში ჩატარების სურვილი გამოთქვა. აშშ-ის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ სამიტის ჩატარება პანდემიის შემდეგ ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნების შესანიშნავი მაგალითი იქნებოდა.

გიგა ბოკერიას თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილს პოლიტიკაში მოსვლის უფლება აქვს. ამ თემაზე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ჟურნალისტებთან პარლამენტში ისაუბრა.

 

„საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, რომ იყოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ან მოვიდეს პოლიტიკაში. ბატონი მაჩალიკაშვილი, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას მისთვის პასუხები სწრაფად გაეცა და არ დაეწყო სამარცხვინო პროპაგანდა, კიდევ უფრო მეტ მსხვერპლად აქცია. მას, რა თქმა უნდა, უფლება აქვს პოლიტიკაში მოსვლის“, - განაცხადა ბოკერიამ.

 

არსებული ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილი პოლიტიკაშ მოსვლას და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ დღეს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგინა.

 

ზაზა გაბუნიას განცხადებით, საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს კომპანია "სითი პარკის" მიერ დაჯარიმებული მოქალაქეების გათავისუფლებას ამ ჯარიმებისა და მათზე დარიცხული საურავებისაგან წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებებისაგან. ასეთი ჯარიმების ოდენობა დაახლოებით 850 000 ლარს შეადგენს და ამ კანონის საფუძველზე ათასობით მოქალაქე სრულად იქნება გათავისუფლებული ამ ფინანსური ვალდებულებისაგან.

 

„საქმე ეხება ჯარიმებს, რომლებიც დაკისრებულია 2018 წლის 10 აპრილამდე ანუ კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტამდე და რომელთა აღსრულება ჯერ არ მომხდარა. ეს გადაუხდელი ჯარიმები რჩებოდა მნიშვნელოვან ფინანსურ და ეკონომიკურ პრობლემად მოქალაქეებისათვის და ჩვენი გადაწყვეტილებით, ამ დავალიანების მქონე მოქალაქეები გათავისუფლდებიან ჯარიმის, საურავისა და აღსრულების ხარჯების გადახდისაგან და მოეხსნებათ ფინანსური დავალიანება. ამ საკითხზე იდეა და ინიციატივა ეკუთვნის დედაქალაქის მერს, რასაც საქართველოს პარლამენტი მხარს უჭერს და ამ იდეისადმი მხარდაჭერა გამოიხატება სწორედ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივით, რომლის ძალაში შესვლის შემდეგ, ათასობით მოქალაქეს გაუნულდება ხსენებული დავალიანება“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

ბიზნესის ნაწილში, ქონების გადასახადი სრულად იქნა გადავადებული წლის ბოლომდე, ტურისტული სექტორის საშემოსავლო გადასახადებიც ასევე გადავადდება. სასტუმროები, რომლებსაც ბრუნვა აქვთ 20 მილიონ ლარამდე, მათ სახელმწიფო ბანკის პროცენტის სუბსიდირებაში დაეხმარება, ამისთვის ჩვენ ფული დარეზერვებული გვაქვს. მაგრამ სასტუმროები, რომლებიც არიან უფრო მსხვილი, 20 მილიონზე მეტი ბრუნვით, მათ სახელმწიფო ეხმარება ქონების გადასახადის შეღავათით და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ადამიანებს, რომლებიც ამ ბიზნესში ოპერირებენ, ძალიან კარგად ესმით რაზეც ვსაუბრობ“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში, სადაც COVID-19-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა.

 

პრემიერის განმარტებით, ტურისტული კომპანიების და გიდების დახმარებისთვის ცალკე პროგრამა იმოქმედებს და ყველა ნაბიჯის თუ პროგრამის ძირითადი მიზანი იქნება სამუშაო ადგილების და კომპანიების გადარჩენა.

 

„ტურისტული კომპანიების და გიდების დახმარება იქნება ცალკე პროგრამა და ყველა ამ ნაბიჯის და პროგრამის ძირითადი მიზანი იქნება ჯანსაღი სამუშაო ადგილების და კომპანიების გადარჩენა, მათი კომპეტენციის ამაღლება და მხარდაჭერა როგორც ლიკვიდობის, ასევე, მიწოდების შოკის გადალახვაში. სასტუმროების ნაწილში, საკარანტინო სივრცეები იყო სერიოზული მხარდაჭერა ეკონომიკური თვალსაზრისითაც, დაახლოებით 5 000 სამუშაო ადგილი შენარჩუნდა, გარდა იმისა, რომ უზარმაზარი კომპეტენცია შეიძინეს მსხვილმა სისტემურმა სასტუმროებმა როგორ უნდა მართონ COVID-ის რისკები. იქ თავისი სპეციალური პროტოკოლებია დასუფთავების, „ქეითერინგის“, ტრანსპორტირების. როდესაც ტურიზმი გაიხსნება, ეს ის ხალხია, რომელიც ყველაზე უკეთესად არის მზად იმისთვის, რომ გაუმკლავდეს და აითვისოს ტურიზმის შესაძლებლობები. კიდევ ერთხელ ვამბობს, რომ ტურიზმის გახსნის 3-ეტაპიანი გეგმა არსებობს. დღეს ჩვენ ვართ ადაპტაციის და მომზადების ეტაპზე. 15 ივნისიდან გაიხსნება შიდა ტურიზმი, ხოლო 1-ლი ივლისიდან საქართველო მზად იქნება, რომ ქვეყნის გარედან მიიღოს სტუმრები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღეიდან წლის ბოლომდე სახელმწიფო მოახდენს იპოთეკური სესხის სუბსიდირებას ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც წლის ბოლომდე გადაწყვეტს იპოთეკური სესხის აღებას და მისი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში კორონავირუსთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

„უკვე შემუშავებული გვაქვს კონკრეტული გეგმა დეველოპერებისა და მშენებლებისთვის. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ კომპანიების დახმარება. ეს არის იმ ჩვენი მოქალაქეების დახმარება, რომელთაც ან გადაწყვეტილი აქვთ, რომ ბინა შეიძინონ და ცხოვრების პირობები გაიუმჯობესონ, ან უკვე ამ პროცესში შესულები არიან და პირველი შენატანი აქვთ განხორციელებული, ან უკვე მათ დაიწყეს სამშენებლო კომპანიასთან მუშაობა და მათი ბინა სამშენებლო ეტაპზეა, ყველა ასეთი რისკი სახელმწიფოს მხრიდან იქნება დაზღვეული.

 

გარდა ამისა, იმისთვის უნდა მოხდეს სამშენებლო სექტორის სუბსიდირება და მათი მხარდაჭერა, რომ არ მივიღოთ ისეთი შედეგი, როგორიც გვქონდა 2008 წლის კრიზისის შედეგად, როცა დღემდეა ქალაქში შემორჩენილი ჩონჩხებად დაუსრულებელი შენობები“, - აღნიშნა გახარიამ.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „დიდი შვიდეულის“ სამიტი შემოდგომამდე გადადო და მასზე ოთხი ქვეყნის - რუსეთის, სამხრეთ კორეის, ავსტრალიისა და ინდოეთის მიწვევის სურვილი გამოთქვა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

 

„სამიტი გადაიდო, ვინაიდან მე არ ვგრძნობ, რომ „დიდი შვიდეული“ სწორად აფასებს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს. სამიტის ეს ფორმატი მოძველდა“, - განაცხადა ტრამპმა.

 

„დიდი შვიდეულის“ წლევანდელი სამიტი ივნისში, აშშ-ში უნდა გამართულიყო. პანდემიის გამო შეხვედრა ვიდეოკონფერენციის ფორმატში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა შემდეგ თეთრმა სახლმა ივნისის ბოლოს სამიტის აშშ-ში ჩატარების სურვილი გამოთქვა. აშშ-ის ხელისუფლება მიიჩნევდა, რომ სამიტის ჩატარება პანდემიის შემდეგ ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნების შესანიშნავი მაგალითი იქნებოდა.

აშშ-ის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ „დიდი შვიდეულის“ ლიდერების სამიტის აშშ-ში ჩატარება შესაძლებელი იქნება. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კეილი მაკინენმა განაცხადა.

 

„არ ვიცი, იქნება ეს ივნისის ბოლო კვირა თუ არა, მაგრამ სადღაც ივნისის ბოლოს თეთრ სახლში სამიტის ჩატარება ჩვენი მიზანია“, - განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

 

კეილი მაკინენის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ სამიტის ჩატარება პანდემიის შემდეგ ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნების შესანიშნავი მაგალითი იქნება.

 

„პრეზიდენტს სურს, რომ ეს სამიტი გაიმართოს იმის ფონზე, რომ ამერიკა იხსნება. ჩვენ დავიცავთ მსოფლიო ლიდერებს, რომლებიც აქ ჩამოვლენ. გვსურს, რომ ეს სამიტი შედგეს და ვფიქრობთ, რომ შედგება“, - დასძინა კეილი მაკინენმა.

 

20 მარტს, თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჯად დირმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა „დიდი შვიდეულის“ სამიტი, რომელიც ვაშინგტონში 10-12 ივნისს უნდა გამართულიყო, კორონავირუსის პანდემიის გამო გააუქმა და რომ იგი ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გაიმართება.

გამოყოფა დამატებით 150 მილიონი ლარი, რათა უახლოეს პერიოდში სწრაფად მოხდეს ლტოლვილთა ბინებით უზრუნველყოფა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა.

 

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეს იქნება პირდაპირი მხარდაჭერა სამშენებლო სექტორისთვის, კრიზისის დასაძლევად.

 

„გამოყოფა დამატებით 150 მილიონი ლარი, რათა უახლოეს პერიოდში სწრაფად მოხდეს დევნილების ბინებით უზრუნველყოფა. ესეც იქნება პირდაპირი მხარდაჭერა სამშენებლო სექტორისთვის, რათა მათი მდგრადობა იყოს ძლიერი, მათ გაუძლონ ამ კრიზისს გრძელვადიან პერიოდში, არ განმეორდეს ის უბედურება, რაც მოხდა 2008 წლის კრიზისის შემდეგ, როდესაც უამრავი ოჯახი გაუბედურდა საქართველოში იმის გამო, რომ ბოლო შემოსავალი ჰქონდათ ბინებში გადახდილი და დღესაც ქუჩაში არიან დარჩენილნი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ექსკლუზიური

ევროკავშირი

არქივი

« « » » ივნისი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?