Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.1761
EUR
3.5366
RUR
0.045
GBP
3.9161

საქართველოს პრეზიდენტი, მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე, პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სკანდალურ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც პრეზიდენტობის კანდიდატი 2008 წლის ომის დაწყებაში კვლავ საქართველოს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ, საკუთარი მოსახლეობა დაბომბა.

 

„ვინც ამართლებს რუსულ აგრესიას, თავად არის აგრესორის მხარეს,"-   განაცხადა პრეზიდენტმა

 

გიორგი მარგველაშვილმა საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და შემდეგ კითხვებსაც უპასუხა.

 

„ჩემი მთავარი გზავნილი იყო, რომ მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ არ უნდა ჰყოლოდა თავისი საპრეზიდენტო კანდიდატი, მივაღწიე მიზანს, „ქართულმა ოცნებამ“ არ წარადგინა კანდიდატი და ამით შევქმენი ოპოზიციისთვის, თავად წარადგინონ კანდიდატი და უფრო მეტი თანაბარი გარემო ჩამოყალიბებულიყო მათთვის. გამოიყენებენ თუ არა ამ შესაძლებლობას, მათზეა დამოკიდებული. საქართველოს პრეზიდენტის მთავარი გამოწვევა იქნება ის, რომ წავიდეს ბევრ დედაქალაქში და დაიცვას ქვეყნის პოზიცია. მან უნდა თქვას, რომ რუსეთი დაესხა თავს საქართველოს, არ არსებობს ლეგიტიმური მიზეზი რუსეთის აგრესიის გასამართლებლად. ვინც ცდილობს რუსეთის აგრესიის გამართლებას ჩვენს მიწაზე, აგრესორისა და ისტორიის ბნელ მხარეზე დგას. ამის გარდა, პრეზიდენტი არის მთავარსარდალი. ჯარისკაცები უნდა იყვნენ დარწმუნებულები, რომ შენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და განცხადებები მათ სამსახურს შეესაბამება, სადაც საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებენ ამ ქვეყნის კეთილდღეობისთვის. მათ უნდა იცოდნენ, რომ ამ ქვეყანაში კითხვის ნიშნის ქვეშ არავინ დააყენებს მათ სამსახურს,“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომისიამ მუშაობა დაასრულა 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დასკვნის მიღებით დაასრულა.

კომისიის ბოლო, რიგით მე-20 სხდომა, დასკვნის პროექტის შეჯამებას და ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრების მიერ მომზადებული დასკვნის განხილვას და მათ კენჭისყრას დაეთმო.

 

სხდომაზე კომისიის მდივანმა, ოთარ კახიძემ „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული დასკვნის პროექტის მოკლე შეჯამება წარმოადგინა და ყურადღება რეკომენდაციების ნაწილზე გაამახვილა.

მოხსენებასთან დაკავშირებით, კომისიის წევრებს შორის დისკუსია გაიმართა, რომლის შემდეგაც პარლამენტის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა კომისიის დასკვნის მეორე პროექტი წარადგინა.

მისი განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული დოკუმენტი პოლიტიკური მიკერძოების გარეშე, საკითხის საფუძვლიანად შესწავლის შედეგად, ობიექტურად იქნა შედგენილი. წარმოდგენილი დასკვნის თანახმად, საუბარია გამოძიების პროცესში გამოვლენილ ხარვეზებზე, რომლებიც ზოგიერთი საგამოძიებო მოქმედებების არჩატარებას ან დაგვიანებით ჩატარებას შეეხებოდა.

ანრი ოხანაშვილის შეფასებით, მიუხედავად გამოვლენილი ხარვეზებისა, არ ფიქსირდება სამოხელეო დანაშაული და შესაბამისად, კონკრეტული პირების სისხლის სამართლებრივი დევნის აუცილილებლობის საკითხი არ დგას. მისივე განცხადებით, მისი პოლიტიკური გუნდის მიერ მომზადებული დასკვნის რეკომენდაციები საგამოძიებო სისტემის რეფორმირების და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას შეეხება.

დასკვნასთან დაკავშირებით შეფასება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ გააკეთა და განაცხადა, რომ წარმოდგენილი დასკვნა სამართლებრივ სივრცეში უნდა მოექცეს და კომისიის მანდატს არ უნდა გასცდეს.

წარმოდგენილ დასკვნის პროექტთან დაკავშირებით კომისიის ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან შეკითხვები და ნეგატიური შეფასებები გამოითქვა, რასაც უმრავლესობის წევრებმა შესაბამისი არგუმენტებით უპასუხეს.

„საზოგადოების და მშობლების მხრიდან, ასევე კომისიის წინაშე მდგარი მთავარი შეკითხვა იყო აფარებდა თუ არა ხელს სახელმწიფო დამნაშავეებს და სახელმწიფო ხომ არ მოქმედებდა მართლმსაჯულების წინააღმდეგ?! დღეის მდგომარეობით ამ საქმეზე ათი ადამიანი პასუხისმგებლობაში მიეცა და გამოძიება გრძელდება ცალკე გამოყოფილ საქმეზე. აქედან გამომდინარე პასუხი მთავარ კითხვაზე ჩვემთვის პირადად სრულიად ნათელია“, - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ.

მანვე პარლამენტის დადგენილების პროექტის მომზადების პროცესში კონსენსუსის და მიუკერძოებელი დოკუმენტის შედგენის იმედი გამოთქვა.

კომისიის მუშაობა და მისი შედეგები დროებითი საგამოძიებლო კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ შეაფასა. მისი განცხადებით, საბოლოოდ თუ რა ტიპის დოკუმენტი დაიდება და როგორი დასკვნა მომზადდება იმის მიხედვით მოხდება კომისიის მუშაობის შედეგების შეფასება.

სხდომის დასასრულს კომისიის წევრებმა სხდომაზე განხილულ დასკვნის ორივე პროექტს ცალ-ცალკე უყარეს კენჭი. 9 მომხრე, 4 წინააღმდეგით კომისიის წევრთა უმრავლესობამ „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებულ პროექტს დაუჭირა მხარი, შესაბამისად „ქართული ოცნების“ დასკვნის პროექტს 4 მომხრე და 9 წინააღმდეგი ჰყავდა.

Global Press

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე თანამდებობიდან გადადგა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა. მან თანამდებობა, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილი განაჩენის შემდეგ დატოვა.

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მხარს ქართული ოცნება უჭერს, ტოკ-შოუ რეაქციაში 2008 წლის ომზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ თავისი მოსახლეობა დაბომბა, რაც ფაქტებითაა დასაბუთებული.

 

"ჩვენ დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა, რისი უფლებაც არც ერთ პრეზიდენტს არ გააჩნია. ჩვენ მეორე დღეს როგორ უნდა ვთქვათ, რომ ამ ქვეყნის მთლიანობა გვინდა? მე მინდა მთლიანობა ამ ქვეყნის და არ მინდა, რომ პრეზიდენტმა დაბომბოს თავისი ტერიტორია და ქალაქები", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

მისი განცხადებით, რუსეთი არის ოკუპანტი, რომელმაც ომი 1801 წლიდან დაიწყო.

 

"მე არაფერს ვამბობ და ვამტკიცებ. ეს რის ფაქტებში, ტელევიზიის არქივებში. მე ვამბობ, რომ ჩვენი სიტყვა უნდა ფასობდეს. ის, რომ რუსეთი არის საქართველოს ოკუპანტი, ის რომ რუსეთი არის საქართველოს აგრესორი, ის, რომელმაც დაიწყო ომი 1801 წლიდან, შემდგომ ყოველ ჯერზე, როცა შემოვიდა წითელი არმია, რის გამოც მე დავიბადე უცხოეთში, ეს თუ არ ვიცი არაფერი მცოდნია", - განმარტა სალომე ზურაბიშვილმა.

 

ჟურნალისტის კითხვაზე რა გავლებას მოახდენს მისი განცხადებები საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ მან დიპლომატია კარგად იცის.

 

"მე ხომ არ ვამბობ, რომ რუსეთმა არ დაგვბომბა? პირობას გაძლევთ, რომ ჩემს წინააღმდეგ და საქართველოს წინააღმდეგ ამას ვერავინ გამოიყენებს, რადგან დიპლომატია კარგად ვიცი და ვიცი, საერთაშორისო დონეზე როგორ უნდა მოვიქცე", - აცხადებს პრეზიდენტობის კანდიდატი.

 

კითხვა, თუ ვინ დაიწყო ომი, საქართველომ თუ რუსეთმა, სალომე ზურაბიშვილს მაშინ დაუსვეს, როცა მან საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წარადგინა.

 

"ჯერ ერთი, უნდა ვიყოთ ტერმინებში სწორი. მე ყოველთვის ვამბობდი და ვამბობ, რომ ომი დაიწყო საუკუნის წინ რუსეთმა, ჩვენ იმ დროს ჩავერთეთ რუსეთის პროვოკაციაში და წავედით ამ საომარ ვითარებაში, საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი ამ საომარი ვითარების. ეს არის ყველასთვის ცნობილი და ოფიციალური ვერსია, რასაც ევროკავშირი ადასტურებდა, ჩვენ ამას არ გადავხედავთ", - თქვა ზურაბიშვილმა.

 

ჟურნალისტებმა იგივე კითხვა რამდენჯერმე ისევ გაუმეორეს, თუმცა ზურაბიშვილმა პასუხი არ გასცა.

 

"რაც ეხება ომს, ხვალ არის 7 აგვისტო, ზეგ არის 8, დარწმუნებული ვარ, რომ გვექნება ძალიან ბევრი საშუალება ამ თემაზე ვისაუბროთ", - თქვა ზურაბიშვილმა.

 

ქართულმა ოცნებამ 9 სექტემბრის პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღო და მხარი დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა. 11 სექტემბერს საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი პროდასავლური კანდიდარია, მდიდარი ევროპული გამოცდილებით.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ვოლსკი, ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის გარემოს კომიტეტის წევრებს შეხვდა.

ვიცე-სპიკერმა სტუმრებს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ევროპულ სტრუქტურებში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის.

„მას შემდეგ, რაც დამყარდა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები, ჩეხეთის მთავრობა გვერდში უდგას საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობაში, სხვადასხვა საერთაშორისო ტრიბუნებზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

შეხვედრისას მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს.

„სტუმრებს აინტერესებდათ პოლიტიკური მდგომარეობა, პროცესების მიმდინარეობა, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში. ჩვენ გავუზიარეთ ჩვენი პოზიციები, მთელ რიგ საკითხებთან მიმართებაში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარეის მოადგილემ

Global Press

ხორავას ქუჩაზე მომხდარმა ტრაგედიამ მეც ისევე შემზარა, როგორც მთელი ქართული საზოგადოება, - ამის შესახებ ნათქვამია ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემა რეაქციაში განაცხადა, რომ ე.წ ციანიდის საქმეზე ბრალდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხის შესულია კომისიაში და კომისიასთან ერთად განიხილავს.

 

"ვივარაუდოთ, რომ განხილვის პროცესშია და შესაბამისად მიღებული იქნება გადაწყვეტილება".

 

შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. დეკანოზის დაკავების შესახებ ინფორმაცია პროკურატურამ 13 თებერვალს გაავრცელა. მას პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად. შორენა თეთრუაშვილი, ილია მეორესთან ერთად, აღნიშნულ პერიოდში ბერლინში იყო, სადაც პატრიარქი მკურნალობდა.

 

 

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მას შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

 

 

13 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა, უზენაესმა სასამართლომ კი დაუშვებლად სცნო

Global Press

ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი პატივი, მაგრამ ამავე დროს, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე პარლამენტში საკუთარი ხედვით წარდგენას უახლოეს დღეებში გეგმავს. როგორც ბახტაძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელების შემდეგ განაცხადა, მისი ხედვები რამდენიმე ძირითად პრინციპზე იქნება დაფუძნებული. ბახტაძემ ასევე მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდსა და მის ხელმძღანელს გამოცხადებული ნდობისთვის.

„ეს არის ძალიან დიდი პატივი, მაგრამ ამავე დროს, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჩემთვის. უახლოეს დღეებში მე საქართველოს პარლამენტში წარვსდგები ჩემი ხედვით, რომელიც დამყარებული იქნება შემდეგ ძირითად პრინციპებზე. პირველი - ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის ბოლომდე მიყვანა და საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაცია. ამ კუთხით „ქართულ ოცნებას“ აქვს დიდი წარმატებები და ამ წარმატებებს სჭირდება გაღრმავება და განმტკიცება. მეორე - ჩვენ განვახორციელებთ ინოვაციურ და ფუნდამენტურ რეფორმებს ყველა მიმართულებით. ამ რეფორმების შედეგად ჩვენ ჩამოვაყალიბებთ ახალ ეკონომიკურ მოდელს, ახალი სამართლიანი თამაშის წესებით, რომელიც შეეხება ყველა ოჯახს და ჩვენს ყველა მოქალაქეს. ჩვენ შევძლებთ და შევამცირებთ ჩამორჩენას დემოკრატიის მაღალ სტანდარტსა და ეკონომიკურ მდგომარეობას შორის. ბუნებრივია, ჩვენ გავაგრძელებთ დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომ განვითარებასა და გაძლიერებას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

Global Press

თბილისის საქალაქო სასამართლო ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორივე პირის მიმართ გამოცხადებულ განაჩენზე განცხადებას ავრცელებს.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, მაია მიმინოშვილი და განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის დირექტორი, თამარ სანიკიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ მინისტრმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, თანამდებობიდან ასევე გაათავისუფლდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, გიორგი მაჩაბელი და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი, მანანა მიქაბერიძე.

უწყების ხელმძღვანელმა, მასშტაბური საკადრო ცვლილებები სისტემაში არსებული პრობლემებით ახსნა

"სისტემაში არსებულ პრობლემებთან დკავშირებით გავაკეთე განცხადება. პირველივე დღიდან სისტემაში პრობლემებს ვხედავდი. ეს არ არის საბოლოო და ცვლილებები გაგრძელდება. ეს არის მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომ უსწრაფესი ნაბიჯებით დავიწყოთ ნაბიჯების განხორციელება. ახალმა გუნდმა ახალი ენერგიით უნდა შეძლოს პრობლემების გადაჭრა", - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მაია მიმინოშვილი გამოცდების ეროვნულ ცენტრს 10 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, თამარ სანიკიძემ კი განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობა განათლების მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ დაიკავა.

Global Press

მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინეს. აღნიშნული გადაწყვეტილება უმრავლესობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. პრემიერის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ თანამდებობა დატოვა.

გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან გადადგომასთან ერთად, მთავრობის შემადგენლობაც გადამდგარად ითვლება.

საქართველოს კონსტიტუციის გათვალისწინებით, პრეზიდენტმა, შვიდი დღის ვადაში, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შერჩეული კანდიდატი უნდა წარადგინოს, ხოლო თავის მხრივ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ასევე შვიდი დღის ვადაში შეარჩევს მინისტრთა კანდიდატურებს და პარლამენტს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად წარუდგენს.

პარლამენტი მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან შვიდი დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის ნდობის გამოცხადების საკითხს. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს დასამტკიცებლად სამთავრობო პროგრამაც წარედგინება.

მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე, ძველ შემადგენლობას მოვალეობის შესრულება ეკისრება.

მამუკა ბახტაძე დაიბადა 1982 წლის 9 ივნისს. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ამასთან, ფლობს მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს. 2010 წელს, INSEAD-ის ბიზნესსკოლაში MBA-ის კვალიფიკაცია მიენიჭა. რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას, 2005-2006 წლებში მამუკა ბახტაძე იყო სს „საქართველოს რკინიგზის“ პროექტის მენეჯერი; 2010-2012 წლებში - საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორი, 2013 წლის აპრილიდან - 2017 წლის 13 ნოემბრამდე „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა, ხოლო 2017 წლის 13 ნოემბრიდან საქართველოს ფინანსთა მინისტრი იყო.

Global Press

სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა, დადუნაშვილის ნაწილში კი დამნაშავედ ცნო,

ექსკლუზიური

ევროკავშირი

არქივი

« « » » მაისი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?