Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.1761
EUR
3.5366
RUR
0.045
GBP
3.9161

მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილს არც მე, არც ოქრუაშვილი 100 წელი არ გავახსენდებოდით, ფაქტია, რომ მისი ხელმოწერაა ჩემი შეწყალების აქტზე და ამიტომ, ბუნებრივია, ადამიანურად მას მადლობას ვეუბნები, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ საპატიმროს დატოვებისას ჟურნალისტებს განუცხადა. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ციხიდან გიორგი რურუასაც გაათავისუფლებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, უგულავას თქმით, საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კანონპროექტის კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

 

„მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილს არც მე, არც ოქრუაშვილი 100 წელი არ გავახსენდებოდით, ფაქტია, რომ მისი ხელმოწერაა ჩემი შეწყალების აქტზე და ამიტომ, ბუნებრივია, ადამიანურად მას მადლობას ვეუბნები, მიუხედავად იმისა, რომ უშვერი სიტყვებით ილანძღა. ასევე, მინდა მადლობა ვუთხრა, ყველა იმ ადამიანს, ვინც აქ იყო: ჯერ მე-9 დაწესებულება იყო, მერე გზაში მე-12 გახდა - დირექტორით დაწყებული, ექიმით და რიგითი ინსპექტორით დამთავრებული - ყველას მინდა მადლობა ვუთხრა. ასევე მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ გიორგი რურუა მალე დატოვებს საპატიმროს. სხვა შემთხვევაში მოთხოვნა მოთხოვნად დარჩება და შესაბამისად, ჩვენ არ მივიღებთ კენჭისყრაში მონაწილეობას. პირობა ეგრეა- როცა კაცი სიტყვას დებ, ბოლომდე უნდა შეასრულო, არ არსებობს სანახევროდ შესრულებული სიტყვა. ნავსი უკვე გატყდა და შეგვიძლია მაღალი ალბათობით ვივარაუდოთ, რომ ეს ასე იქნება,“ - განაცხადა უგულავამ.

იძულებულნი ვართ, საზოგადოების ყურადღება სამედიცინო ვირუსიდან პოლიტიკური ვირუსისკენ მივაპყროთ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

„დღეს საზოგადოების მთავარი ინტერესი, სამედიცინო ვირუსის საბოლოოდ დამარცხება და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების დაძლევაა. ხელისუფლება განაგრძობს ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას, რათა ჩვენს მოქალაქეებს პანდემიასთან დაკავშირებული სამედიცინო, ეკონომიკური და სოციალური ზიანი მაქსიმალურად აარიდოს და ჩვენი ქვეყნის შემდგომ განვითარებაზე იზრუნოს“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

15 მაისს სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო.

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკმელის განცხადებით, მას წონადი მტკიცებულება აქვს იმის თაობაზე, რომ რუსეთმა კიბერშეტევა განახორციელა გერმანიის პარლამენტზე.

 

ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ 2015 წელს მომხდარი ჰაკერული შეტევა აშკარად ძირს უთხრის რუსეთთან სანდო თანამშრომლობას.

 

„გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ტკივილს მაყენებს. ერთი მხრივ, ვცდილობ რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას და შემდეგ კი ვხედავთ, რომ არსებობს წონადი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ რუსეთი ასეთ ოპერაციებს ატარებს. რუსეთთან კარგი ურთიერთობების სურვილის მიუხედავად ამას ვერ ამოვშლი ჩემი გულიდან. ეს ძალიან არასასიამოვნო და აღმაშფოთებელია“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

 

8 მაისს, გერმანულმა გამოცემა Der Spiegel-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ 2015 წელს რუსმა ჰაკერებმა ანგელა მერკელის ელექტრონული ფოსტა გატეხეს, რის შედეგადაც რუსული სამხედრო დაზვერვისთვის ათასობით ელექტრონული წერილი გახდა ხელმისაწვდომი.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ ამ პანდემიის დროს თვითიზოლაციაში მამყოფა და შემინახა, -ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ საპატიმროს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მან ასევე მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ კარანტინის პერიოდში თვითიზოლაციაში იყო.

 

„ერთადერთი შემიძლია, ივანიშვილს მისთვის გასაგებ ენაზე ვუთხრა: როცა გეუბნებიან, რომ „ჩაინიკი“ ხარო, ერთი ადგილიდან ბოლი უნდა გამოუშვა. მთელმა მსოფლიომ უთხრა, რომ „ჩაინიკია“ და შესაბამისად უნდა იმოქმედოს.

 

მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ ამ პანდემიის დროს თვითიზოლაციაში მამყოფა და შემინახა. „იმედზე“ სპეციალური რუბრიკა ვნახე ივანიშვილისადმი მადლობის და სადმე სოფო კილაძესა და წულუკიანს შორის ჩამაკვეხეთ, დიდი მადლობა მას ამისთვის“, - განაცხადა უგულავამ.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტი გამოსცა.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქართული პოლიტიკის პოლარიზაციას განაპირობებს არა კრიმინალების ციხეში ყოფნა, არამედ მათი ყოფნა პოლიტიკაში. არც იმას ვფიქრობთ, რომ ორი პოლიტკრიმინალის ციხეში ყოფნა ქვეყანას საგარეო კუთხით რაიმე პრობლემას შეუქმნიდა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

„ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტის განცხადება ორი კრიმინალის, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალების თაობაზე. გვესმის, რომ კრიმინალების შეწყალება პრეზიდენტის უფლებამოსილებაა. ისიც გვესმის, რომ ამ ორი კრიმინალის შეწყალებისას, სალომე ზურაბიშვილს, სავარაუდოდ, კეთილშობილური მიზანი ამოძრავებდა. შესაძლოა, მას რეალურად მიაჩნია, რომ ბიუჯეტის ქურდისა და პარლამენტის შენობაში შეჭრის მოსურნე რუსული სპეცსამსახურის აგენტის გათავისუფლება ამ ეტაპზე ხელს შეუწყობს პოლიტიკური და საარჩევნო გარემოს დეპოლარიზაციას.

 

თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქართული პოლიტიკის პოლარიზაციას განაპირობებს არა კრიმინალების ციხეში ყოფნა, არამედ მათი ყოფნა პოლიტიკაში. არც იმას ვფიქრობთ, რომ 2 პოლიტკრიმინალის ციხეში ყოფნა ქვეყანას საგარეო კუთხით რამე პრობლემას შეუქმნიდა. ჩვენ ცალკეული პოლიტიკოსებისგან უცხოეთიდან არაერთგზის მიგვიღია პოლიტ-კრიმინალების დასაცავი წერილები, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმისათვის, რომ კრიმინალური რეჟიმის ლიდერების ერთი ნაწილი ციხეში ზის, ხოლო მეორე ნაწილი კი მსჯავრდებულია და ქვეყნიდან არის გაქცეული.

 

სამწუხაროა, რომ დროებით იძულებულნი ვართ, საზოგადოების ყურადღება სამედიცინო ვირუსიდან პოლიტიკური ვირუსისკენ მივაპყროთ.

 

დღეს საზოგადოების მთავარი ინტერესი, სამედიცინო ვირუსის საბოლოოდ დამარცხება და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების დაძლევაა. ხელისუფლება განაგრძობს ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას, რათა ჩვენს მოქალაქეებს პანდემიასთან დაკავშირებული სამედიცინო, ეკონომიკური და სოციალური ზიანი მაქსიმალურად აარიდოს და ჩვენი ქვეყნის შემდგომ განვითარებაზე იზრუნოს. სამედიცინო ვირუსის დამარცხების შემდეგ კი, შემოდგომაზე პოლიტიკურ ვირუსსაც ასეთივე წარმატებით დავამარცხებთ. ბიუჯეტის ქურდები, რუსული სპეცსამსახურების აგენტები, მოძალადეები, მკვლელები და სხვა კრიმინალები საბოლოოდ უნდა ჩამოშორდნენ ქართულ პოლიტიკას. ეს არის ერთადერთი სწორი გზა საქართველოში პოლიტიკის საბოლოო დეპოლარიზაციისკენ და ევროპული ტიპის, ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებისკენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

15 მაისს სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო.

„ევროპელ პარლამენტართან ან სენატორთან დაპირისპირების ატმოსფეროს შექმნა, რასაკვირველია, საქართველოში პოლიტიკურ ველს აზიანებს და ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ვიყოთ მაქსიმალურად კონსტრუქციულები, მაგრამ ყველამ იცის, რომ ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი, პრაქტიკულად, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მოკავშირე ევროპელია“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

 

მისივე თქმით, ევროპარლამენტარმა თავადაც კარგად იცის, რომ მასალები, რომლებიც არსებობს, უნდა შეისწავლო, ნახო და ამ მასალების საფუძველზე შემდეგ ინსტანციაში უნდა დააყენო საკითხი.

 

„ყველას ახსოვს ევროპარლამენტარების აქტივობა, თუნდაც, რუსთავი 2-თან დაკავშირებით და სტარსბურგმა აბსოლუტურად სხვა გადაწყვეტილება გამოიტანა, ისე როგორც, სტრასბურგმა დაამტკიცა, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში ადგილი ჰქონდა წამების ფაქტებს“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.​

 

ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერმა Twitter-ზე პოსტი გამოაქვეყნა.

 

„ყველა მხარემ უნდა დაიცვას ტექსტი და 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთება. ეს ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ განზრახვების ლაკმუსის ტესტია“, – წერს ევროპარლამენტარი.

ქვეყანას მართავს ადამიანი, რომელიც თვითდაზიანებს იყენებს. ჩემი დაჭერა მისთვის ზიანი იყო, ჩემი გამოშვება მისთვისაც ზიანი იყო, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ საპატიმროს დატოვების შემსდეგ განაცხადა. მისივე თქმით, აქტიურობასა და პრინციპულობას აქვს ფასი და ყოველთვის შედეგს გამოიღებს.

 

უგულავამ ასევე აღნიშნა, რომ საქართველო არ არის მარტო და მის გვერდით არიან საერთაშორისო პარტნიორები.

 

„ბიძინა ივანიშვილი მენტალურად არის საბჭოთა, გეოპოლიტიკურად -რუსი, სოციალურად - აღზევებული მდაბიო და პერსონალურად -მატყუარა, ამიტომ არანაირი წინაპირობა არ არსებობს იმისთვის, რომ მან გააგრძელოს ქვეყნის მართვა. ჩვენმა მოქალაქეებმა ასევე დაინახეს, რომ აქტიურობასა და პრინციპულობას აქვს ფასი და ყოველთვის შედეგს გამოიღებს. საქართველო არ არის მარტო და ქვეყანა არ არის ჩალით დახურული და რაც არ უნდა ეცადოს ივანიშვილი ამას ვერ იზამს. ჩვენ ვნახეთ საერთაშორისო წნეხი და ჩვენ ვნახეთ საზოგადოების წნეხი. მინდა ჩვენს პარტნიორებს დიდი მადლობა ვუთხრა, ასევე, თითოეულ ადამიანს, ჩემს თანაპარტიელებს, სხვა პარტიების წარმომადგენლებს, რადგან ერთსულოვნება იყო და ზუსტად ამ ერთსულოვნებამ გამოიღო ის შედეგი, რომ ქართული საზოგადოების გვერდით დადგა საერთაშორისო საზოგადოება და იმ უტიფრობისა და ტყუილის ნიაღვარს, რასაც ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ძალუმად ვუსმენდით, დაუპირისპირდა მაინც სიმართლე და ის იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მას წინააღმდეგობა ვერ გაუწია, მათ შორის, მაგინებელმა ჩვენმა ძვირფასმა პრეზიდენტმა,“- განაცხადა გიგი უგულავამ.

 

ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ ბოიკოტი გაგრძელდება იმ შემთხვევაში თუ შეთანხმება ბოლომდე არ შესრულდება და გიორგი რურუა არ გათავისუფლდება. „არ არსებობს სანახევრო ფეხმძიმობა, არ არსებობს სანახევრო ხელშეკრულება. ჩვენ დახლზე არ ვართ და „ქართულ ოცნებას“ არ ვევაჭრებით და ჩვენი პარტნიორებიც ამით არ არიან დაკავებულები, განსხვავებით ივანიშვილისგან, რომელიც ტესტავს საკუთარ ხალხს და ჩვენი ქვეყნის პარტნიორებს,“- განაცხადა უგულავამ.

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მზადაა საქართველოს პარლამენტში მივიდეს. ამის შესახებ მან განათლების სამინისტროს გეგმის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

„მე მსმენია და მესმის, რომ საზოგადოებაში დაგროვდა გარკვეული კითხვები, საინტერესო კითხვები, მათ შორის ობიექტური კითხვები, იმასთან დაკავშირებით როგორ მოქმედებდა მთავრობა საგანგებო მდგომარეობის პირობებში და ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად მინდა განვაცხადო მზაობა როგორც ჩემი პირადი, ასევე მთავრობს თითოეული წევრის, ნებისმიერი სახით პარლამენტშიც მათ შორის მოსვლასთან დაკავშირებით.

 

პარლამენტის თავმჯდომარევ, მინდა გითხრათ, რომ მზად ვართ ნებისმიერ დროს, როცა პარლამენტი საჭიროდ ჩათვლის, ვეახლოთ პარლამენტს და წარვუდგნით ის დეტალური ანგარიში, თუ როგორ მართავდა მთავრობა საგანგებო მდგომარეობის პირობებში ქვეყანას," - განაცხადა გახარიამ.

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ერთიანი განცხადება შეიმუშავეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიტპატიმრების არგამოშვების შემთხვევაში, საარჩევნო სისტემის მორიგ ჯერზე ვერშეცვლაზე სრული პასუხისმგებლობა პირადად ივანიშვილსა და მის გუნდს დაეკისრება.

 

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 

„დღეს როცა საქართველო covid 19-ის ეპიდემიისა და ეკონომიკური კრიზისის დროს, ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას, მნიშვნელოვანია რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მშვიდ, ნორმალურ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს. ეპიდემიასა და ეკონომიკურ კრიზისს წინ უმწვავესი პოლიტიკური კრიზისი უსწრებდა, რომელიც ხელისუფლების ნაბიჯებმა გამოიწვია. საერთაშორისო მეგობრების დახმარებით მოხერხდა შეთანხმების მიღწევა, რაც გულისხმობდა საარჩევნო მოდელის კომპრომისულ ვარიანტსა (120/30) და გავრილოვის ღამის შემდეგ დაკავებული პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების გათავისუფლებას, ხოლო მიმდინარე საქმეების შეჩერებას. შეთანხმების ტექსტშივე მითითებული იყო კონკრეტული მექანიზმები, თუ რა გზებით იყო შესაძლებელი პოლიტპატიმრების საკითხზე შეთანხმების აღსრულება - კერძოდ, პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება, როგორსაც მხოლოდ შეწყალება წარმოადგენს.

 

ამ შეთანხმებას ხელი მოაწერა ყველამ, გარდა „პატრიოტთა ალიანსისა“, რომელმაც ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზად საჯაროდ დააფიქსირა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე შეთანხმება - მათ შორის რურუას, ოქრუაშვილის და უგულავას საქმეები.

 

შეთანხმების ორივე ნაწილის შესრულების მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს მოლაპარაკებათა შუამავლებმა, აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებმა და ასევე საქართველოს სხვა მეგობრებმა, მათ შორის აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, რიშმა, კონგრესის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ კინსინგერმა და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ, ევროპარლამენტარმა კუბილიუსმა.

 

პოლიტპატიმრების არგამოშვების შემთხვევაში, საარჩევნო სისტემის მორიგ ჯერზე ვერშეცვლაზე სრული პასუხისმგებლობა პირადად ივანიშვილსა და მის გუნდს დაეკისრება. პოლიტპატიმრების არგამოშვება ნიშნავს, ივანიშვილის მიერ ამ შეთანხმების მთლიანად ჩაშლას. ამ პირობებში ის ოპოზიციური ფრაქციები, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ, გააგრძელებენ საპარლამენტო ბოიკოტს.

 

ივანიშვილის მიერ ამ შეთანხმების არშესრულების შემთხვევაში დაზიანდება საქართველო. იმ დროს როცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეგობრებისგან ეკონომიკური და უსაფრთხოების სფეროში დახმარების მიღება. ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი იქნება ივანიშვილი. ამ პირობის დარღვევა მას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მარცხისგან ვერ იხსნის. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს შეთანხმება შედგეს.

 

ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა ცვლილება საქართველოში, მხოლოდ მხოლოდ კონსტიტუციურ ფარგლებში და მშვიდობიანად განხორციელდეს, რათა საქართველო დემოკრატიული განვითარების თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს და ხელისუფლება არჩევნების გზით მეორედ შეცვალოს , - ნათქვამია ოპოზიციის ერთიან განცხადებაში.

რა თქმა უნდა პრეზიდენტი არის გამიჯნული პოლიტიკური ხელისუფლებისგან და ეს ასეც უნდა იყოს. შესაბამისად, ჩვენ ბუნებრივია, ვერ ვაკადრებდით პრეზიდენტს რაიმე მითითების მიცემას. ასეთი რამ აზრად არ გაგვივლია - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

„თანაპარტიელები სალომე ზურაბიშვილს არ ჰყავს. ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი რასაც ხაზი უნდა გაესვას. ჩვენ პატივს ვცემთ ინსტიტუტებს და ეს არის სიახლე, რაც ჩვენ გვაქვს ბოლო წლების განმავლობაში. ერთმანეთისგან არის გამიჯნული კონსტიტუციური ორგანოები და ინსტიტუტები ისე, როგორ უნდა იყოს გამიჯნული. ჩენ სწორედ ამაზე ვსაუბრობდით ორი თვე, რომ პრეზიდენტი არის თავისუფალი თავისი უფლება-მოსილების განხორციელებაში, მათ შორის შეწყალების ნაწილში. როდესაც ოპოზიცია მოითხოვდა ჩვენგან პრეზიდენტისთვის დავალების მიცემას, ეს იყო აბსოლუტურად მიუღებელი და ეს მიუთითებდა იმაზე, რომ ოპოზიციამ დღემდე ვერ გაიგო, რა არის სამართლებრივი სახელმწიფო და ხელისუფლების დანაწილება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

15 მაისს სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის ლუიზა ვინტონის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების პირობები შესრულდეს. მისი თქმით, ამ პირობების შესრულება პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობაა და არ არის დამოკიდებული საერთაშორისო საზოგადოებაზე.

 

„ამ მხრივ შემიძლია გავიმეორო მხოლოდ ის, რასაც საქართველოს სხვა საერთაშორისო პარტნიორები აცხადებენ, რომლებმაც ნათლად აღნიშნეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია შეთანხმების პირობების შესრულება და ეს არის პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობა და არ არის დამოკიდებული საერთაშორისო საზოგადოებაზე. ამ შეთანხმებამ ძალიან დაძაბული პოლიტიკური ვითარება დაამშვიდა, ამიტომ მიგვაჩნია, რომ პირობების შესრულება ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა ყველა კონცენტრირებულია ადამიანების ჯანმრთელობის პანდემიისგან დაცვასა და ეკონომიკურ გამოწვევებთან გამკლავებაზე, მაგრამ იმისთვის რომ საქართველოს პასუხი ამ გამოწვევებზე ისეთივე ძლიერი იყოს როგორც აქამდე, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური სისტემა მყარი იყოს. ამასთანავე, იმისთვის, რომ პარლამენტში უთანხოება ამოწურული იქნეს, მომავალი არჩევნები უნდა ჩატრდეს ისე, როგორც ეს შეთანხმებული იყო,“- განაცხადა ლუიზა ვინტონმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ის საკითხები წარადგინა, რომელსაც მომდევნო პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ.

 

მათ შორისა სახელმწიფო პენსიის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები, რაც პენსიის ინდექსაციას გულისხმობს. „მინდა ვუთხრა ჩვენს მოქალაქეებს, რომ გარდა იმისა, რომ ჩვენ ვზრდით პენსიას, როგორც პირობა იყო მიცემული, ამის გარდა მოხდება პენსიის ინდექსაცია, რაც ნიშნავს, რომ პენსიონერებს ეკონომიკის ზრდის პარალელურად, ყოველწლიურად გაეზრდებათ პენსიები იმის მიხედვით, თუ რა ეკონომიკური ზრდა ექნება ქვეყანას“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

 

საქართველოს მთავრობამ პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებები წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, კონკრეტული წესი განისაზღვრა, რითაც პენსიის ოდენობა გამოითვლება. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.

 

ინიციატივაში აღნიშნულია, რომ პენსიის ოდენობა აისახება გაანგარიშებული შემდეგი წესით – 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის, ბოლო 12 თვის ინფლაციის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 20 ლარის ოდენობით; ასევე 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის, ჯამით, რომელიც უდრის ბოლო 12 თვის ინფლაციის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულს დამატებული ბოლო ექვსი კვარტლის მშპ-ის რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის 80 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 25 ლარის ოდენობით. ამასთან, პროექტი ითვალისწინებს, რომ აღნიშნული წესით გამოთვლილი პენსიის ოდენობა, მრგვალდება მეტობით, უახლოეს ხუთის ჯერად რიცხვამდე.

 

მთავრობის ინფორმაციით, საქართველოში 2020 წლის აპრილის მდგომარეობით, 770 ათასი ასაკით პენსიონერია, რომელთა პენსიაც 220 ლარს შეადგენს და 2020 წლის ივლისიდან 70 წლის ასაკის ზემოთ პენსიონერებისთვის დაგეგმილია დამატებით 30 ლარიანი ზრდა. ასევე მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პენსიონერები დამატებით იღებენ პენსიაზე დანამატს (20 პროცენტი).

ექსკლუზიური

ევროკავშირი

არქივი

« « » » მაისი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?