Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.1761
EUR
3.5366
RUR
0.045
GBP
3.9161

საქართველოს შრომის კოდექსს ახალი მუხლი ემატება, რომელიც შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციის აკრძალვას ითვალისწინებს. პროექტი ბიუროს სხდომაზე ცოტა ხნის წინ წარადგინეს.

 

კანონპროექტის თანახმად დისკრიმინაცია ნიშნავს განზრახ ან გაუფრთხილებლობით, პირის განსხვავებას, გამორიცხვას ან უპირატესობის მინიჭებას რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონით აკრძალული ნებისმიერი ნიშნით ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

 

პირდაპირია დისკრიმინაციაა, როდესაც ზემოთ აღნიშნული რომელიმე ნიშნის გამო პირის მიმართ ადგილი აქვს არათანაბარ მოპყრობას სხვა პირთან შედარებით, რომელიც არის, იყო ან შესაძლოა გამხდარიყო ანალოგიურ ან მსგავს მდგომარეობაში უფრო ხელსაყრელი მოპყრობის ობიექტი. კანონპროექტით განისაზღვრება

 

კანონპროქტის თანახმად დამსაქმებლის ვალდებულება, რომ უზრუნველყოს ქალისა და მამაკაცის მიერ შესრულებული თანაბარი სამუშაოსთვის თანაბარი ანაზღაურების გადახდა.

 

შევიწროება, მათ შორის, სექსუალური შევიწროება წარმოადგენს დისკრიმინაციის ფორმას, როდესაც არასასურველი ქცევა მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას და მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას.

 

კანონპროექტის მიხედვით, სექსუალურ შევიწროებად მიიჩნევა პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს.

 

კერძოდ, სექსუალური ხასიათის ქცევად მიიჩნევა სექსუალური ხასიათის ფრაზების თქმა ან მიმართვა, გენიტალიების ჩვენება ან სექსუალური ხასიათის სხვა ნებისმიერი არასიტყვიერი ფიზიკური ქცევა.

 

კანონპროექტით იკრძალება დასაქმებულისთვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ან მის მიმართ ნებისმიერი სახის უარყოფითი მოპყრობა და მასზე ზემოქმედება იმის გამო, რომ დასაქმებულმა დისკრიმინაციისგან დასაცავად განცხადებით, საჩივრით მიმართა შესაბამის ორგანოს ან ითანამშრომლა მასთან.

კვიპროსის პრეზიდენტმა, ნიკოს ანასტასიადისმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელსა და ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილით მიმართა და მათ საქართველოს გვერდში დგომისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ევროკავშირის მხარდაჭერის გაძლიერებისკენ მოუწოდა.

 

ეს გადაწყვეტილება კვიპროსის პრეზიდენტმა გასულ კვირას სალომე ზურაბიშვილთან საუბრის შემდეგ მიიღო და ამის შესახებ ნიკოს ანასტასიადესმა დღეს წერილით თავად აცნობა საქართველოს პრეზიდენტს.

 

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ყველაზე მყისიერი საჭიროებებისთვის ევროკავშირმა მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება უკვე გამოყო, სევე, საქართველოში ვირუსის გავრცელებით გამოწვეული შედეგების შემსუბუქების მიზნით, შესაძლებელი გახდა უკვე არსებული დახმარების ინსტრუმენტების სხვა დანიშნულებით მიმართვა, ევროკომისიის მიერ ევროპული სამეზობლო ინსტრუმენტის (ENI) კომიტეტისათვის წარსადგენად მომზადებულ შეთავაზებაზე დამატებით, ჩემი წერილის ადრესატებს ჩვენი უახლოესი მეზობლებისთვის, როგორიც არის საქართველო, მეტი შეთავაზებების გაკეთებისა და დადგენილი სექტორული შეზღუდვების შემსუბუქებისაკენ მოვუწოდე. მე ასევე ხაზი გავუსვი ამ მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის სამიტის მოწვევის მნიშვნელობას, თუნდაც ვიდეოკონფერენციის ფორმატით“, - აღნიშნულია ნიკოს ანასტასიადისის წერილში.

შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია საარჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს , - ამის შესახებ საქართველოში პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მათი როლი არ გულისხმობს განხილვების შინაარსის გასაჯაროებას ან შეთანხმების განმარტებას.

 

„8 მარტის შეთანხმება იყო ქართული პოლიტიკური ძალების მიერ მიღწეული ისტორიული მნიშვნელობის წარმატება, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს პოლიტიკური სისტემის დეპოლარიზაციასა და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას, მას შემდეგ, რაც დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილებები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით ვერ განხორციელდა. ჩვენ, როგორც დიალოგის ფასილიტატორებმა ხელი შევუწყეთ დისკუსიის პლატფორმის შექმნას, რომელიც ემსახურებოდა ნდობის შენებას და საშუალებას აძლევდა მონაწილეებს, წასულიყვნენ რთულ დათმობებზე. ჩვენი როლი არ გულისხმობს განხილვების შინაარსის გასაჯაროებას ან შეთანხმების განმარტებას.

 

მიღწეული შეთანხმება საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია. ის ერთნაირად მოიწონა როგორც ქართველმა ხალხმა, ასევე საერთაშორისო საზოგადოებამ. ჩვენ აღვნიშნავთ, რომ შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია სააჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს“ , - ნათქვამია ფასილიტატორების განცხადებაში.

 

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტის მოლაპარაკებების ფასილიტატორ ელჩებს მიმართავს და მოუწოდებს, საჯაროდ დაადასტურონ, რომ ხელისუფლებას არ აუღია პრეზიდენტისთვის, სასამართლოსა და პროკურატურისთვის მიმართვისა და გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას გათავისუფლების ვალდებულება. თალაკვაძის თქმით, ეს ხელს შეუწყობს ამ საკითხზე სპეკულაციების დასრულებას.

საქართველოს შრომის კოდექსს ახალი მუხლი ემატება, რომელიც სტაჟიორსა და დამსაქმებელს შორის შრომით ურთიერთობებს განსაზღვრავს. ცლილების თანახმად, 6 თვეზე მეტი ვადით არაანაზღაურებადი სტაჟირება იკრძალება. პროექტი ბიუროს სხდომაზე ცოტა ხნის წინ წარადგინეს.

 

ამასთან, ანაზღაურებადი სტაჟირების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს და ერთსა და იმავე პირს უფლება აქვს ერთ დამსაქმებელთან სტაჟირება მხოლოდ ერთხელ გაიაროს. ეს მუხლი ასევე განსაზღვრავს სტაჟიორის დეფინიციას.

 

„სტაჟიორი არის ფიზიკური პირი, რომელიც ანაზღაურების სანაცვლოდ ან მის გარეშე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული ცოდნის, უნარების ან პრაქტიკული გამოცდილების მიღების მიზნით“, - მითითებულია ცვლილების ნაწილში.

 

კანონპროექტის თანახმად, დამსაქმებელს ეკრძალება სტაჟიორის შრომის გამოყენება იმ მიზნით, რომ თავიდან აირიდოს შრომითი ხელშეკრულების დადება.

 

ცვლილებების ინიციატორები არიან: საქართველოს პარლამენტის წევრები დიმიტრი ცქიტიშვილი, სოფიო კილაძე, დავით მათიკაშვილი, თამარ ჩუგოშვილი, ირაკლი კობახიძე, რატი იონათამიშვილი, თამარ ხულორდავა.

საქართველოში გერმანიის ელჩი მთავრობასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება. როგორც ჰუბერტ ქნირშმა რუსთავი 2-თან ინტერვიუში განაცხადა, დიალოგის შედეგად ხელმოწერილ დოკუმენტებში კონკრეტული სახელები და გვარები ნახსენები არ არის და ნებისმიერ მსურველს ამ დოკუმენტების წაკითხვა შეუძლია. ​

 

„ცხადია, რომ ამ შეთანხმებებში არ არის ნახსენები სახელები დ გვარები, მაგრამ უშუალოდ შეთანხმების შემდეგ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ამასთან დაკავშირებით საჯაროდ განაცხადეს, რომ მოლაპარაკებებზე მათ დაასახელეს კონკრეტული სახელები და გვარები. შეთანხმება სწორედ ის გახლავთ, რაც გამოქვეყნდა. დიპლომატიურ მოლაპარაკებებში, პოლიტიკურ მოლაპარაკებებში კარგია, თუ ბოლოს მოხდება წერილობით ტექსტზე შეთანხმება და ეს იქნა მიღწეული. ეს ტექსტები გამოქვეყნდა და ყველას შეუძლია მათი ნახვა“, - განაცხადა გერმანიის ელჩმა.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხალიფა ჰაფთარს ლიბიაში თურქეთის წარმომადგენლობის დარტყმის ქვეშ დაყენების შემთხვევაში საპასუხო ზომებით ემუქრება. ამის შესახებ Anadolu წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, თუ ჰაფთარის ძალების დარტყმები თურქეთის ინტერესებს დააზიანებს, ანკარა მას კანონიერ სამიზნედ ჩათვლის.

 

„9 მაისს, ჰაფთართან დაკავშირებულმა ელემენტებმა ტრიპოლის ცენტრის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს და ინტენსიური საარტილერიო ცეცხლი აწარმოეს. თავდასხმის შედეგად, რომლის სამიზნე დიპლომატიური მისიები, მათ შორის ტრიპოლიში ჩვენი საელჩო, მიტიგას აეროპორტი და სხვა სამოქალაქო ნაგებობები ინფრასტრუქტურა გახდა, სამოქალაქო პირები დაიღუპნენ და დაშავდნენ. ლიბიაში თურქეთის წარმომადგენლობა და ინტერესები დარტყმის ქვეშ თუ დადგება, ხალიფა ჰაფთარის ფორმირებას კანონიერ სამიზნედ ჩავთვლით“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

 

ხალიფა ჰაფთარის ძალები დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმას უარყოფენ.

 

9 მაისს განხორციელებული თავდასხმის შედეგად ტრიპოლიში სამოქალაქო პირები დაიღუპნენ. აპრილის ბოლოს ხალიფა ჰაფტარმა განაცხადა, რომ ლიბიის მართვაზე კონტროლს ჯარი აიღებს.

 

2011 წელს მუამარ კადაფის გადაყენების შემდეგ, ლიბიაში ორმმართველობა ჩამოყალიბდა. ტრიპოლი და ქვეყნის დასავლეთ მხარე ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა, რომელსაც მხარს უჭერს გაერო. აღმოსავლეთ ნაწილი და სამხრეთი 2014 წელს არჩეული „ტობრუკეს“ მთავრობის კონტროლის ქვეშაა, რომელიც ხალიფა ჰაფტარის და მისი ჯარის მომხრეა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ TikTok-ზე ქვეყნის ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ ერთეულებად მოხსენიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ სამინისტროს მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაა, ამიტომ TikTok-თან ხარვეზის გამოსწორებაზე აქტიურად მუშაობენ.

 

„საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველთვის რეაგირებს ცალკეული სუბიექტების/ორგანიზაციების მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ ერთეულებად მოხსენიების ფაქტებზე. არაერთი მაგალითი არსებობს, როდესაც საგარეო უწყების მუშაობის შედეგად, სხვადასხვა საიტზე ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით გამოყენებული არასწორი დეფინიცია შეიცვალა. ჩვენ ვმუშაობთ სოციალურ ქსელ TikTok-ის საკითხზე, როგორც სხვა წინა შემთხვევებში, აღნიშნულ საიტზე არსებული ხარვეზის გასწორების მიზნით“, - აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.

 

ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, შედგა კომუნიკაცია ჩინეთის მხარესთან, საქართველოს ელჩმა გამართა ჩინეთში შეხვედრები და ასევე გამოიკვეთა, რომ ეს უზუსტობა მხოლოდ ინგლისურენოვან ვერსიაში ფიქსირდება.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი რესპუბლიკური პარტიიდან, ჯიმ რიში საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, სრულიად შეასრულონ მარტში გაფორმებული ხელშეკრულება.

 

„ველოდები, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიები სრულად შეასრულებენ მარტის ხელშერულებას, მათ შორის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ახალი საარჩევნო სისტემის პროგრესს“, - ნათქვამია სენატორის განცხადებაში, რომელიც „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნდა.

 

ამასთან, ჯიმ რიში აზიარებს აშშ-ის საელჩოს განცხადებას, რომელიც საქართველოში პოლიტიკური დიალოგის სხვა ფასილიტატორებთან ერთად საელჩომ გუშინ გაავრცელა.

 

„ჩვენ აღვნიშნავთ, რომ შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია საარჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს“ , - ნათქვამია ფასილიტატორების განცხადებაში.

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებთან კავშირში მყოფმა ჰაკერებმა, რომლებმაც ბრიტანეთის სამედიცინო ცდების ჩანაწერები მოიპარეს, საქართველოში არიან ბაზირებულები, - ამის შესახებ სტატიას ბრიტანული Daily Mail-ი წყაროზე დაყრდნობით აქვეყნებს.

 

გაზეთმა The Mail on Sunday-მ გასულ კვირაში გამოამჟღავნა, რომ ირანთან და რუსეთთან დაკავშირებული ჰაკერები „სრულიად მიუღებელი“ თავდასხმების უკან იდგნენ, რომლებიც ვირუსთან მებრძოლ ბრიტანულ ინსტიტუტებზე, მათ შორის უნივერსიტეტებსა და კვლევით ლაბორატორიებზე განხორციელდა. ამ ანგარიშის გამოქვეყნებიდან ორი დღის შემდეგ კი, უშიშროების სამსახურებმა ოფიციალური მითითებები გამოსცეს კვლევითი დაწესებულებებისთვის იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა დაიცვან თავი მსგავსი თავდასხმებისგან.

 

დღეს კი, გამოცემამ კიბერბრძოლების მასშტაბების შესახებ ახალი დეტალები გამოამჟღავნა, რამაც, როგორც ის წერს, სადაზვერვო სამსახურები „გააოგნა“, დიდი ბრიტანეთში ხელისუფლებაში კი სერიოზული შეშფოთება გამოიწვია.

 

კონკრეტულად კი, დასავლეთ ლონდონში მდებარე კლინიკა, რომელიც ვაქცინაზე მუშაობს და სამედიცინო ცდებს ატარებს, მარტში თავდასხმის სამიზნე გახდა - ჰაკერებმა დიდი ოდენობით პირადი მონაცემები მოიპარეს. ჰამერსმიტის სამედიცინო კვლევითი ცენტრი აღიარებს, რომ 14 მარტს მოპარული იქნა პასპორტების ელექტრონული ასლები, დაზღვევის ბარათები, ვიზის დოკუმენტები, ასევე, პაციენტების ფოტოები, სამედიცინო კითხვარები და სამედიცინო ისტორიის დოკუმენტები.

 

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჰაკერების ჯგუფმა „ლაბირინთი“ აიღო და სამედიცინო ჩანაწერების ნაწილიც გამოაქვეყნა. სტატიის თანახმად, დამატებითი გამოძიება მოწმობს, რომ პასუხისმგებელი ჰაკერები საქართველოში იმყოფებიან და დაკავშირებულნი არიან კრემლთან და რუსეთის უშიშროების სამსახურებთან. ერთ-ერთი წყარო აცხადებს, რომ ჰაკერებმა 2 მილიონი ფუნტი მოითხოვეს მონაცემების დაბრუნების სანაცვლოდ, თუმცა კომპანიას ფასდაკლებაც კი შესთავაზეს, თუკი კორონავირუსის წამალს იპოვის.

შრომითი დებულებების დარღვევაზე გათვალისწინებული იქნება როგორც გაფრთხილება, ასევე ჯარიმა: წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ფიზიკური პირი დამსაქმებლის შემთხვევაში არანაკლებ 200 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 400 ლარისა, - ცვლილებების პროექტი ბიუროს სხდომაზე ცოტა ხნის წინ წარადგინეს.

 

ამასთან, წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ფიზიკური პირი დამსაქმებლის შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა არანაკლებ 300 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 800 ლარისა; დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დამსაქმებლის შემთხვევაში კი, რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 100 000 ლარს არ აღემატება, არანაკლებ 300 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 800 ლარისა; აგრეთვე, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დამსაქმებლის შემთხვევაში (ფიზიკური პირის გარდა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 500 000 ლარს, არანაკლებ 400 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 900 ლარისა.

 

ასევე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დამსაქმებლის შემთხვევაში (ფიზიკური პირის გარდა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 500 000 ლარს აღემატება, არანაკლებ 600 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარის; ამასთან, კანონპროექტით დაკონკრეტებულია, რომ ჯარიმა იქნება ნებისმიერი სხვა დამსაქმებლის შემთხვევაში, მათ შორის რომელიც რეგისტრირებული არ არის დღგ-ის გადამხდელად (ფიზიკური პირის გარდა), არანაკლებ 200 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 400 ლარისა.

ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ საქართველოში პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორების მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.

 

კონგრესმენი „ტვიტერზე“ აზიარებს აშშ-ის საელჩოს „ტვიტს“ , შესაბამის განცხადებას და აღნიშნავს, რომ აუცილებელია შეთანხმების განხორციელება მოხდეს.

 

„შესანიშნავი ნათქვამია, აუცილებელია, რომ საბოლოოდ შეთანხმების იმპლემენტაცია მოხდეს და წინ წავიდეთ“ , - წერს კინზინგერი.

 

ცნობისთვის, საქართველოში პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორებმა განცხადება გაავრცელეს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფასილიტატორების როლი არ გულისხმობს 8 მარტს მიღწეულ პოლიტიკურ შეთანხმებასთან დაკავშირებით, განხილვების შინაარსის გასაჯაროებას ან შეთანხმების განმარტებას. ფასილიტატორები მოუწოდებენ ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს.

 

„მიღწეული შეთანხმება საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია. ის ერთნაირად მოიწონა როგორც ქართველმა ხალხმა, ასევე საერთაშორისო საზოგადოებამ. ჩვენ აღვნიშნავთ, რომ შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია სააჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს“ , - ნათქვამია ფასილიტატორების განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტის მოლაპარაკებების ფასილიტატორ ელჩებს მიმართავს და მოუწოდებს, საჯაროდ დაადასტურონ, რომ ხელისუფლებას არ აუღია პრეზიდენტისთვის, სასამართლოსა და პროკურატურისთვის მიმართვისა და გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას გათავისუფლების ვალდებულება. თალაკვაძის თქმით, ეს ხელს შეუწყობს ამ საკითხზე სპეკულაციების დასრულებას.

აშშ-მა დაბლოკა კენჭისყრა გაეროს რეზოლუციაზე, რომელიც კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის მიზნით მსოფლიოს მასშტაბით არსებულ კონფლიქტებში ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის წარმომადგენლობას რეზოლუციის არსებული მონახაზი არ აკმაყოფილებს. დელეგაციის წევრებმა გაეროს უშიშროების საბჭოს დანარჩენ 14 წევრს განუცხადეს, რომ მიმდინარე პროექტს მხარს ვერ დაუჭერენ. ჟურნალისტებთან საუბარში კი ამერიკელმა დიპლომატებმა დააზუსტეს, რომ ამის მიზეზი ჩინეთთან უთანხმოებაა, რადგან პეკინი გამუდმებით ბლოკავდა კომპრომისული ვარიანტებს, რომლებიც საბჭოს რეზოლუციის მიღების საშუალებას მისცემდა.

ექსკლუზიური

ევროკავშირი

არქივი

« « » » მაისი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?