Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.1761
EUR
3.5366
RUR
0.045
GBP
3.9161

სახელმწიფო შეასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც აიღო სტრატეგიული პარტნიორების წინაშე, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების მიერ ევროპარლამენტის წევრ ანდრიუს კუბილიუსის წერილთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება და პოლიტპატიმრები არ არსებობენ.

 

„საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი. საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს, კიდევ ერთი წერტილი. რაც შეეხება აღებულ ვალდებულებებს, სახელმწიფო შეასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც აიღო სტრატეგიული პარტნიორების წინაშე“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

 

ევროპარლამენტის წევრმა, ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს ხელისუფლებას ღია წერილით მიმართა და მოუწოდა, ოპოზიციასთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმება შეასრულოს. მისი განცხადებით, შეთანხმების შესრულებაში პროგრესი ჯერ კიდევ მისაღწევია.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარეს, ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსს წერილს უგზავნის.

 

კუბილიუსისთვის გაგზავნილ წერილში არჩილ თალაკვაძე შეშფოთებას გამოხატავს ცალკეულ სისხლის სამართლის საქმეებზე ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მისი წერილი საქართველოს მხარის მიერ აღიქმება, როგორც მოწოდება, რომ პარლამენტი და მმართველი პარტია პოლიტიკურად ჩაერიოს მართლმსაჯულებაში.

 

პარლამენტის თავმჯდომარე მის მიერ გაგზავნილ წერილში ირწმუნება, რომ ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ შესაბამისი ინსტიტუტების მიერ და ასევე, ხაზს უსვამს, რომ პოლიტიკური პარტიები ვერ მართავენ საქართველოს სასამართლოებს.

 

„ძვირფასო ბატონო კუბილიუს, უპირველეს ყოვლისა, გაცნობებთ, რომ საქართველო წარმატებით უმკლავდება COVID-19 ვირუსით გამოწვეულ პანდემიას. მთავრობა, ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლები და წინა ხაზზე მყოფი სხვა პროფესიონალები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაერთიანებული არიან და მუხლჩაუხრელად შრომობენ საქართველოს მოსახლეობის დასაცავად. ჩვენ გამოვხატავთ სოლიდარობას პანდემიით დაზარალებული ერების მიმართ.

 

მადლობელი ვართ თქვენი განსაკუთრებული ინტერესისთვის საქართველოში მიმდინარე იმ პოლიტიკური მოვლენების მიმართ, რომლებიც აღნიშნულია თქვენს 2020 წლის 6 მაისის წერილში.

 

8 მარტის პოლიტიკური შეთანხმება მართლაც მნიშვნელოვანია ჯანსაღი და დინამიური პოლიტიკური გარემოს საფუძვლების კიდევ უფრო გამყარებისთვის, განსაკუთრებით მიმდინარე წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე პერიოდის განმავლობაში. აღნიშნულ შეთანხმებას „ქართულმა ოცნებამ“ გულწრფელად მოაწერა ხელი იმ მიზნით, რომ ხელი შეეწყო თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნებისთვის. ხელმოწერიდან მალევე, ჩვენ დავაინიცირეთ შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც ასახავდა ოპოზიციასთან შეთანხმებულ საარჩევნო მოდელს. ამას გარდა, დაინტერესებული მხარეების ფართო ჩართულობით და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციების საფუძველზე, ჩვენ მოვამზადეთ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტიც. საქართველოს პარლამენტი მას განიხილავს და მიიღებს მიმდინარე სესიის განმავლობაში. სწორედ ეს ნაბიჯები გამოხატავს ჩვენს მტკიცე ნებას, რომ პოლიტიკური შეთანხმება განხორციელდეს მისი ტექსტის შესაბამისად.

 

შეშფოთებული ვარ თქვენი წერილის იმ ნაწილით, რომელიც ეხება ცალკეულ სისხლის სამართლის საქმეებს. ჩვენი მხრივ ეს გაგებულია, როგორც თქვენი მოწოდება, რომ პარლამენტი და მმართველი პარტია პოლიტიკურად ჩაერიოს მართლმსაჯულებაში. ეს კი ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის ძირითად პრინციპებს. პოლიტიკური პარტიები ვერ უბრძანებენ და ვერ მართავენ საქართველოს სასამართლოებს. ვითარების ამგვარი ხედვა მოულოდნელია ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარის მხრიდან. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ შესაბამისი ინსტიტუტების მიერ.

 

არცერთი სისხლის სამართლის საქმე არ არის და არ შეიძლება იყოს 2020 წლის 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი (გთხოვთ, დანართის სახით იხილოთ ურთიერთგაგების მემორანდუმი და ერთობლივი განცხადება). როგორც ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ჩვენ ვრჩებით საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვისა და დახვეწის, აგრეთვე, მომავალში ჩვენი მართლმსაჯულებისა და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზების თავიდან არიდების ერთგულნი.

 

მსურს, ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და კიდევ ერთხელ გამოვხატო მზადყოფნა ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობისა და ევროპაში დემოკრატიისა და საპარლამენტო განზომილების გასაძლიერებლად ერთობლივი ძალისხმევისთვის. ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს ჩართულობასა და მხარდაჭერას.

 

ბატონო თანათავმჯდომარევ, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩემს ღრმა პატივისცემას.

 

პატივისცემით, არჩილ თალაკვაძე,“ - ნათქვამია წერილში, რომელიც პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, თალაკვაძემ კუბილიუსს გუშინ გაუგზავნა.

 

შეგახსენებთ, ევროპარლამენტის წევრმა, ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას და პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს ღია წერილით მიმართა და მოუწოდა, ხელისუფლებამ შეასრულოს ოპოზიციასთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმება. წერილში აღნიშნულია, რომ სამწუხაროდ, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის და გიორგი რურუას საქმეები სათანადოდ არ იყო გადაჭრილი.

საქართველოს მთავრობისთვის სანქციების დაწების აქტს კიდევ ერთი რესპუბლიკელი კონგრესმენი, რობ ბიშოპი შეუერთდდა. ამის შესახებ ინფორმაციას კონგრესის ოფციალური საიტი ავრცელებს.

 

რობი ბიშოპი, მე-9 კონგრესმენია, რომელიც კონგრესმენი მარკვენ მალინის საქციების პროექტს 5 მაის მხარი დაუჭერა.

 

კონგრესმენი რობ ბიშოპი აშშ-ის წარმომადგენელთან პალატაში იუტას შტატს წარმოადგენს, ის ასევე არის კონგრესში შტატის დელეგაციის ხელმძღვანელი.

 

კანონპროექტის მხარდამჭერები აშშ კონგრესის რესპუბლიკური პარტიის წევრებია: უილ ჰარდი, პიტ ოლსონი, რენდი უებერი, ჩარლზ ფაიშმანი, ბრაიან ბაბინი, დენ ქრენშოუ და ჯოდი არინგტონი

 

კონგრესმენმა მარკვენ მალინმა საქართველოს სამართლიანი ბიზნეს პრაქტიკის სანქციების აქტი 2019 წელს შეიმუშავა, თუმცა მისმა თანაპარტიელემა კონგრესმენებმა აქტის მხარდაჭერა ერთი წლის თავზე დაიწყეს.

 

დოკუმენტი აშშ-ს პრეზიდენტს ავალდებულებს, რომ კონგრესს შეატყობინოს არღვევს თუ არა საქართველო ვალდებულებებს და შენახმებას, რომელებიც საქართველოში მომუშავე ამერიკული ბიზნესმენებთან გააფორმა.

 

რას გულისხმობს კანონპროექტი?

 

,,დაეწესოს სანქციები საქართველოს მთავრობას, თუ აშშ-ის პრეზიდენტი გამოავლენს, რომ საქართველოს მთავრობა მოქმედებს, რათა ძირი გამოუთხაროს ვალდებულებებს თუ საკონტაქტო შეთანხმებებს აშშ-ის მოქალაქეებთან, რომლებიც საქართველოში ჩართულები არია ბიზნესში თუ სხვა ოპერაციებში“ - წერია კანონპროექტის ტექსტში

 

კანონის თანახმად, მისი მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტმა მიღებიდან არაუგვიანეს 90 დღისა და საშუალოდ, 180 დღეში ერთხელ უნდა წარუდგინოს კონგრესს დოკუენტი, სადაც:

 

1. გამოვლენილი იქნება, მოქმედებებს თუ არა საქართველოს მთავრობა, რათა ძირი გამოუთხარს ვალდებულებებს თუ საკონტაქტო შეთანხმებებს აშშ-ის მოქალაქეებთან, რომლებიც საქართველოში ჩართულები არიან ბიზნესში;

 

2. ინდენტიფიცირებულები იქნებია უცხოელი პირები, რომლებიც არიან საქართველოს მთავრობის მოქმედი ან ყოფილი ოფიციალური პირები და პასუხისმგებლობა აქვთ პირველ პარაგრაფში მოცემულ აქტოვობებზე(აშშ-ის მოქალაქეებთან ვალდებულებებისთვის თუ საკონტაქტო შეთანხმებებისთვის ზირის გამოთხრაზე)

 

ასევე დოკუმენტში აღნიშნული უნდა იყოს;

 

1. საქართველოში აშშ-ის მთავრობისა და არასამთავრობო სექტორის ინვესტიციების შეჯამება;

 

2. ზემოთ ხსენებული ნაბიჯების შეფასება საქართველოში აშშ-ის მიერ ინვესტირების მომავლზე;

 

საქართველოს მთავრობისთის საქციების დაწესება გულისხმობს:

 

1. აშშ-ის მთავრობის ნებისმიერი განყოფილების მიერ(მათ შორის - აშშ-ის საექსპორტო-საინპორტო ბანკი და ზღვისიქითა კერძო ინვესტირების კორპორაცია) არ უნდა გაგრძელდეს საქართველოს მთავრობისთვის სესხი, საკრედიტო გარანტია, დაზღვევა, ფინანსირება ან სხვა მსგავსი ფინანსური დახმარება, გარდა ჰუმანიტარული, სოფლის მეურნეობისა და სამედიცინო პროდქტებისა;

 

2. ვაჭრობისა და განვითარების სააგენტოსთვის ხელმისაწვდომი აქტივები არ უნდა იყოს გამოყენებული სააგენტოს მოქმედებისთვის საქართველოში;

 

კონკრეტული პირებისთვის საქნციების დაწესება გულისხმობს:

 

1. აქტივების დაბლოკვა - საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური უფლებების კანონის მიერ პრეზიდენტის მიერ ყველა მინიჭებული უფლებამოსილებისგამოყენება იმ დოზით, რომელითაც საჭირო იქნება სანქციების ქვეშ მოხვედრილი პირების ტრანზაქციების აკრძალვა ქონებასა და აქტივებში, თუ ეს ქონება და აქტივები არის აშშ-ში, შემოდის აშშ-ში ან არის აშშ-ის მოქალაქის კონტროლისა თუ მფლობელობის ქვეშ;

 

2. აშშ-ში ჩასასვლელად საჭიროა ვიზის ან სხვა დოკუმენტაციის მიღების შესაძლებლობის არქონა;

 

3. სხვა გზით აშშ-ში ჩასვლის ან ემიგრაციისა და ეროვნების კანონით გათავლისწინებული სხვა სარგებელის მიღებას;

 

4. ამჟამინდელი ვიზისა თუ აშშ-ში შესვლის სხვა დოკუმენტის უმალ გაუქმებას, მიუხეავად გაცემის თარიღისა;

 

სანქციების შეჩერება:

 

ზემოთ აღწერილმა სანქციებმა უნდა შეწყვიტოს მომედება იმავე დღეს, თუ პრეზიდენტი შესაბამის კომიტეტებს გადაუგზავნის დოკუმენტებს, სადაც სანქციების დაწესებისადმი ნეგატიურ პასუხს იძლევა;

როგორ დააკავებენ მიხეილ სააკაშვილს იმისგან, რომ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევისგან თავი შეიკავოს, ეს ძალიან მაინტერესებს და ამას დავაკვირდები, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია უკრაინის პრეზიდენტისა და ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას, რომ მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა „ქვეყნის შიდა საქმეა“.

 

„ქართველები და უკრაინელები ვართ არა მხოლოდ სტრატეგიული პარტნიორები, არამედ მრავალწლიანი თანამშრომლობის ისტორიაც გვაკავშირებს. რა თქმა უნდა, ამ სტრატეგიულ პარტნიორობასა და ჩვენს ხალხებს შორის ძმობას ცალკეული უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების გამო, კითხვის ნიშნის ქვეშ არ დავაყენებთ. ელჩის გამოწვევა არ ნიშნავს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებთ ან დიპლომატიურ ურთიერთობას, ან სტრატეგიულ პარტნიორობას. ჩვენ ელჩს გამოვიწვევთ მხოლოდ იმისთვის, რომ გავიაროთ კონსულტაციები იმის თაობაზე, თუ როგორ დავიცვათ ეს ურთიერთობები ამ ავანტიურისტებისგან.

 

რა თქმა უნდა, გაურვეველია, როცა სტრატეგიული პარტნიორის სასამართლო სისტემის მიერ მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებული და მისჯილი ადამიანი, შეიძლება არა მაღალ თანამდებობაზე, მაგრამ რაღაც საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელად ინიშნება. ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს, ოდესის შემდეგ რა ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობები ნორმალურ, სტრატეგიული მოკავშირეობის ფარგლებში დაგვებრუნებინა. პირადად ვიყავი ამაში ჩართული, პირადად ვიყავი კიევში ჩასული, პირადად მქონდა შეხვედრები. ახლა ელჩს ვიწვევთ სწორედ იმისთვის, რომ ამ პოლიტიკურმა ავანტიურისტებმა არ შეძლონ ჩვენს მოძმე და სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობებში ხელი შეგვიშალონ. ეს ჩვენთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანია. ვინც ჩვენს ნაბიჯს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას უწოდებს, უნდა გააგრძელოს და თქვას, რომ ასევე უზრუნველყოფს, რომ შემდგომში, სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა არ გაგრძელდეს. როგორ დააკავებენ მიხეილ სააკაშვილს იმისგან, რომ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევისგან თავი შეიკავოს, ეს ძალიან მაინტერესებს და ამას დავაკვირდები“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

7 მაისს საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვებგვერდზე გავრცელდა.

ევროპარლამენტის წევრი, ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას და პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს ღია წერილით მიმართავს და მოუწოდებს, ხელისუფლებამ შეასრულოს ოპოზიციასთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმება.

 

მისი თქმით, სამწუხაროდ, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის და გიორგი რურუას საქმეები სათანადოდ არ იყო გადაჭრილი, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს 8 მარტის ხელშეკრულებას. როგორც კუბილიუსი წერს, ირაკლი ოქრუაშვილისთვის 5 წლიანი თავისუფლების აღკვეთა, „შესაძლოა, მიჩნეულ იყოს როგორც ნიშანი ნდობის მზარდი ხარვეზისა“.

 

„თვალს ვადევნებ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, განსაკუთრებით 8 მარტს მიღებული ხელშეკრულების განხორციელებას. მინდა ხაზი გავუსვა, რომ იმ საგანგებო გამოწვევების მიუხედავად, რომელიც მიმდინარე პანდემიამ წარმოშვა, შეთანხმების სასწრაფოდ აღსრულება, უმნიშვნელოვანესია. ევროპელ პარტნიორებს სჭირდებათ აშკარა დასტური, რომ პროგრესი განხორციელებულია და უზრუნველყოფილია 2020 წლის არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება“,-წერს კუბილიუსი.

მოქალაქეებმა კარგად იციან, რომ საქართველოში ყალბი ინფორმაციისა და სიძულვილის გაღვივების წყაროები ლაშა ნაცვლიშვილის, კოკა ყანდიაშვილის და შალვა რამიშვილის ავტორობით, ერთი მხრივ, რუსეთის ფედერაცია და მეორე მხრივ, „ქართული ოცნება“ არიან, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობა“ „ფეისბუკის“ ადმინისტრაციის მიერ ყალბი და არაიდენტიციფირებადი გვერდების წაშლას.

 

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მსგავსი მეთოდებით პოლიტიკის კეთება მიუღებელია.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ მათ პარტიაზე თავდასხმისგან.

 

„პირველ რიგში, მივესალმებით „ფეისბუკის“ ადმინისტრაციის მიერ ყალბი და არაიდენტიციფირებადი გვერდების, ფეიკ-ინფორმაციების გავრცელების აღკვეთის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს. სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ და პარტიის ლიდერები არიან მსგავსი გვერდების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე. ჩვენ კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არც მართავდა, არც მართავს და არც მომავალში აპირებს არაიდენტიფიცირებადი გვერდებით ოპერირებას. ჩვენთვის მსგავსი მეთოდებით პოლიტიკის კეთება მიუღებელია. მხარს დავუჭერთ ყველა რადიკალურ ღონისძიებას, რომელიც შეზღუდავს ყალბი ინფორმაციის გავრცელებას სოციალურ ქსელში. ნებისმიერი ასეთი გვერდი, მიუხედავად იმისა, რა პოზიციას იკავებს ამ გვერდის ადმინისტრატორი, უნდა გაუქმდეს.

 

ჩვენი უმთავრესი პრინციპია - საჯარო, გამჭვირვალე, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკური აქტივობებით დავამარცხოთ „ქართული ოცნება“ სამართლიან არჩევნებში და ხელისუფლების აგრესიულ ფეიკ კამპანიას დავუპირისპიროთ ჩვენი თანმიმდევრული და მკაფიო გეგმა, როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა არსებული რთული მდგომარეობიდან. მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკურ ლიდერებს, განსაკუთრებით მათ, ვინც ერთ დროს „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენდნენ და კარგად იციან, როგორ საქმიანობდა და საქმიანობს პარტია, თავი შეიკავონ მთავარ ოპოზიციურ პარტიაზე თავდასხმისგან. ჩვენმა მოქალაქეებმა კარგად იციან, რომ საქართველოში ფეიკ ინფორმაციის და სიძულვილის გაღვივების წყაროები ლაშა ნაცვლიშვილის, კოკა ყანდიაშვილის და შალვა რამიშვილის ავტორობით, ერთი მხრივ, რუსეთის ფედერაცია და მეორე მხრივ, „ქართული ოცნება“ არიან“, - აღნიშნულია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.

 

ცნობისთვის, „ფეისბუქმა“ Espersona-სთან დაკავშირებული 511 გვერდი, 101 ანგარიში, 122 ჯგუფი და „ინსტაგრამის“ 56 ანგარიში წაშალა. Facebook-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ გარკვეული ჯგუფები აღნიშნულ მედიაპლატფორმას იყენებდნენ საზოგადოების ფართო მასებამდე ინფორმაციის გასავრცელებლად და ამისთვის იყენებდნენ ყალბ ანგარიშებს.

ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების აღამსრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშვნას გამოეხმაურა. როგორც თავდაცვის მინისტრმა ვაკის პარკში ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ეს სააკაშვილის მხრიდან მისი პოლიტიკური კარიერის რეინკარნაციის მორიგი მცდელობაა, რომელიც არც ამჯერად დასრულდება წარმატებულად.

 

„ჩვენ ვიხილეთ სამარცხვინო კადრები ყოფილი პრეზიდენტის, რომელმაც დათმო თავისი მოქალაქეობა, რაც მორიგი სამარცხვინო ფაქტი იყო. ალბათ, ევროპის ისტორიას, მთელი მსოფლიოს ისტორიას არ ახსოვს ასეთი ფაქტი, რომ ადამიანი, რომელიც 9 წლის განმავლობაში იყო პრეზიდენტი, მან უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, გახდა გუბერნატორი და შემდეგ ვნახეთ როგორ სამარცხვინოდ გააძევეს იგი უკრაინიდან, თმების თრევით, რომ იტყვიან. ვფიქრობ, ეს არის მორიგი მცდელობა მისი მხრიდან, რომ მოხდეს მისი რეინკარნაცია. მაგრამ, ვფიქრობ, რომ რამდენიმე თვეში ჩვენ ვიხილავთ მორიგ ჯერზე გაძევებულ სააკაშვილს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

7 მაისს საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვებგვერდზე გავრცელდა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯორჯ კენტი, რუსეთს საქართველოში ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, მოსკოვის განცხადებები იმის თაობაზე, თითქოს ლაბორატორია დაავადებებთან ბრძოლის ნაცვლად დაავადებებს ქმნიდა აბსოლუტური სიცრუეა.

 

კენტმა სინანული გამოთქვა იმის გამოც, რომ ჩინეთი რუსეთის მიერ წარმოებულ სიცრუის კამპანიას შეუერთდა. ვიდეოკონფერენციის ფორმატში სახელმწიფო მდივნის მოადგილემ რეგიონში არსებულ ვითარებაზე, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და ბორდერიზაციის უკანონო პროცესზეც ისაუბრა.

 

ლუგარის ლაბორატორია თბილისში 2011 წელს გაიხსნა და სრულ ექსპლუატაციაში 2013 წლის აგვისტოში შევიდა. ლუგარის ცენტრი ქვეყნის ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის დაწესებულებაა. ეს ერთ-ერთი საუკეთესო ბაზაა რეგიონში ბიოსამედიცინო სფეროსა და ბიოუსაფრთხოებაში სამეცნიერო კვლევებისათვის და სტუდენტების, მაგისტრების და დოქტორების მოსამზადებლად.

 

ლაბორატორია საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2017 წლიდან მოექცა, მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლების სხვადასხვა ინსტანციამ ცენტრის საქმიანობა გააკრიტიკა და დაავადებების გავრცელებაში დაადანაშაულა, რაც თითქოს აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

ტროლებისა და ბოტების განკითხვის დღე ფეისბუქზე - დაბლოკილ ასობით ანგარიშში რეალური ადამიანებიც მოხვდნენ. როგორც მოძრაობა "შეცვალეს" ერთ-ერთი დამფუძნებელი ნიკა ნოზაძე ამბობს, გაუქმებულია მისი გვერდიც.

 

ნოზაძის განმარტებით მიზეზი, ის ათასობით რეპორტია, რომელიც "ოცნების" მხარდამჭერებმა მისი ფეიჯის წინააღმდეგ დააორგანიზეს.

 

"ქართული ოცნების" ბოტების კლასტერმა, იმის გამო, რომ იცოდა მოჰყვებოდა ამას ხმაური, დააორგანიზეს 2000-მდე ადამიანი, ვის ხარჯზეც მოახდინეს რეალური ადამიანების რეპორტი, რომ გაექროთ. შემდეგ სასაუბრო რომ ჰქონოდათ ამათი ექაუნთებიც წაიშალაო. მე პირადად, ვმართავდი "ნუ მომკლავ"- ს ფეიჯს.

 

ყველაფერს აკეთებენ გია აბაშიძე, კუჭაშვილი და მაგათი კლანი, სქრინებიც გვაქვს, როგორი ბედნიერები არიან რომ კარგად გამოუვიდათ ეს ყველაფერი. ვერ გაგვაჩერებენ, მოტივაციას გვაძლევენ ამით, - ამბობს ნოზაძე.

 

"ქართული ოცნება" ოპოზიციის დემონიზებას ცდილობს,- ამბობენ ხელისუფლების ოპონენტები. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, ის რაც ფეისბუქ წმენდამ აჩვენა იმის დასტურია, ხომ ხელისუფლება ოპოზიციას დეზინფორმაციის გავრცელებით ებრძვის.

 

"მთელი მსოფლიო დაკავებულია კოვიდ 19 ბრძოლით "ქართული ოცნება" დაკავებული\, მორიგი ტროლების ფაბრიკების შექმნით. ვნახეთ ცოტა ხნის წინ ფეისბუქმა ჩაატარა წმენდა, ახლა მეორე ტალღა წამოვიდა, რადგან როგორც ჩანს, "ქართული ოცნება" კვლავ აპირებს საზოგადოება შეიყვანოს დეზინფორმაციაში, აქ ასევე საუბარია ძალიან დიდი ფულზე,რომელსაც ხარჯავს ქართული ოცნება ამ ტროლ ფაბრიკებში, - ამბობს უდუმაშვილი.

 

"ევროპულ საქართველოში" კი აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ გაკვეთილი ვერ მიიღო და იგივე ქსელი გააქტიურა. სერგი კაპანაძე ეჭვობს, რომ მმართველი გუნდი ამ ანგარიშების შექმნასა და აქტიურობაში საბიუჯეტო რესურსს იყენებდა.

 

"ხელისუფლება ჰგონია, რომ ამით იწერდა ქულებს. ეს უკვე მეორედ გამოააშკარავა ფეისბუქმა. მეორედ მიიღო საკადრისი პასუხის ფეისბუქის მხრიდან "ოცნებამ". აქ ცალკე გამოსაკვლევი საკითხია, რამდენად არის ეს კანონის დარღვევა იმ კონტექსტში, რა ფული იხარჯებოდა. დიდი ეჭვი მაქვს, რომ აქ იხარჯებოდა საბიუჯეტო სახსრები და საჯარო მოხელეები იყვნენ ჩართული. ცალკე აღსანიშნავია, რომ მხილებული იქნა "ნაციონალური მოძრაობაც", მათ პასუხი უნდა გასცეს ანგარიშების წაშლას, - ამბობს კაპანაძე.

 

სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ საქართველოში მოქმედი 1000- მდე ყალბი ანგარიში და მათთან დაკავშირებული გვერდი გააუქმა, საიდანაც 800 კოკა ყანდიაშვილთან, "ქართული ოცნების" მთავარ პიარ ტექნოლოგთან იყო დაკავშირებული. ტოტალურ წმენდას ამჯერად შეეწირა ყანდიაშვილის პირადი გვერდი, მისი "ეს პერსონას" პეიჯი, და მასთან დაკავშირებული ტროლების ქსელი. ასევე - ვირტუალურ ხსოვნას ჩაბარდა პრო-კრემლისტური მედია საშუალებების, "სპუტნიკისა" და "ნიუს ფრონტის" ქართული ქსელები.

2015 წელს რუსმა ჰაკერებმა ანგელა მერკელის ელექტრონული ფოსტა გატეხეს, რის შედეგადაც რუსული სამხედრო დაზვერვისთვის ათასობით ელექტრონული წერილი გახდა ხელმისაწვდომი. ინფორმაციას აამის შესახებ გერმანული გამოცემა Der Spiegel-ი ავრცელებს.

 

მისი ცნობით, 2015 წლის 8 მაისს ჰაკერმა Scaramouche მიიღო წვდომა მერკელის საპარლამენტო კაბინეტში მდებარე ოფიციალურ კომპიუტერებზე. ამ დღეს ბუნდესტაგში მეორე მსოფლიო ომის დასრულების 70-ე წლისთავს აღნიშნავდნენ, სტუმრებს შორის კი რუსეთიდან ჩასული დიპლომატებიც იყვნენ.

 

ჰაკერული შეტევის შედეგად კომპიუტერული ქსელი რამდენიმე დღის განმავლობაში იყო პარალიზებული. გამომძიებელთა განცხადებით, ჰაკერმა 16 გიგაბაიტის მოცულობის მონაცემები გადმოქაჩა, მათ შორის იყო მერკელის ათასობით წერილი.

 

გამოძიებას სისხლის სამართლის პოლიციის ფედერალური სამმართველოს, საინფორმაციო უსაფრთხოების საკითხთა ფედერალური სამმართველოსა და კერძო კომპანიების ექსპერტები აწარმოებდნენ. გამოძიების ფარგლებში 300-ზე მეტი სერვერი ამოიღეს, იურიდიული დახმარებისთვის კი გამომძიებლებმა 21 ქვეყანას მიმართეს.

 

ხელისუფლების ინფორმაციით, ჰაკერმა მოიპოვა წვდომა გერმანიის კანცლერის ორ ელექტრონულ ფოსტაზე, რომლებზეც 2012-2015 წლების წერილები ინახებოდა. გამოძიების ვერსიით, ჰაკერული შეტევის უკან რუსული სამხედრო დაზვერვა დგას.

 

5 მაისს გერმანიის ფედერალურმა პროკურორმა 29 წლის რუსი ჰაკერის, დიმიტრი ბადენის დაპატიმრებაზე ორდერი გასცა და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.

ლუგარის ლაბორატორიაზე უსაფუძვლო და დეზინფორმაციული თავდასხმები გააქტიურდა, რაც რუსეთის პროვოკაციულ დღის წესრიგზე მიუთითებს, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ამ მიზნით საერთაშორისო მასშტაბით წარმოებული რუსული დეზინფორმაცია და პროპაგანდა შემაშფოთებელია.

 

„განსაკუთრებით შემაშფოთებელია პანდემიით შექმნილი ვითარების დამძიმების და საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენების მიზნით საერთაშორისო მასშტაბით წარმოებული რუსული დეზინფორმაცია და პროპაგანდა. ამ მხრივ, კიდევ უფრო გააქტიურდა უსაფუძვლო და დეზინფორმაციული თავდასხმები ლუგარის ლაბორატორიაზე, რაც ნათლად მიუთითებს რუსეთის პროვოკაციულ დღის წესრიგზე. პასუხი და დასკვნების გაკეთება არის ძალიან მარტივი. მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება მსოფლიოში, რა საფრთხეების წინაშე დადგებიან სახელმწიფოები და მათი მოქალაქეები, რუსეთი არ ჩერდება, მისი დღის წესრიგი არ იცვლება, ის არ აღიარებს საერთაშორისო თანამეგობრობის თამაშის წესებს. მას აქვს საკუთარი დღის წესრიგი, რომელიც არ არის თანხვედრაში თავისუფალი დემოკრატიების უსაფრთხოების, კეთილდღეობის, განვითარების და მშვიდობიანი თანაცხოვრების პრიორიტეტებთან“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯორჯ კენტმა რუსეთი საქართველოში ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.

 

მისი თქმით, მოსკოვის განცხადებები იმის თაობაზე, თითქოს ლაბორატორია დაავადებებთან ბრძოლის ნაცვლად დაავადებებს ქმნიდა, აბსოლუტური სიცრუეა.

Facebook-ის ადმინისტრაციამ ,,ერთიან ნაციონალურ მოძღაობასთნ“ ასოცირებულ პირებთან დაკავშირებული გვერდები და ჯგუფები წაშალა. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი

 

როგორც განცხადებაშია, აღნიშნული Facebook-მა არაავთენტური ქმედებების გამო წაშალა Facebook-ის 23 ანგარიში, 80 გვერდი, 41 ჯგუფი და Instagram-ის 9 ანგარიში. Facebook-ის ადმინისტრაციის განმარტებით, ამ საქმიანობის უკან მყოფი პირები იყენებდნენ ავთენტური და ყალბი ანფგარიშების კომბინაციას და მართავდნენ ჯგუფებსა და გავრდებს, რომლებიც თავს ასაღებდნენ საინფორმაციო ორგანიზაციებად.

 

 

,,მოცემული ქმედებების უკან მდგომი ინდივიდები კონტენტზე კომენტარის გასაკეთებლად და ჯგუფებისა თუ გვერდების სამართავად იყენებდნენ ავთენტურ და არავთენტური ანგარიშების კომბინაციას. გვერდების ნაწილი კი მოქმედებდა, როგორც დამოუკიდებელი მედიასაშუალება.

 

ისინი ხშირად აქვეყნბდენ პოსტებს ადგილობრივი სიახლეების და პოლიტიკური თემების შესახებ, როგორიცაა 2018 წლის არჩევნები და კანდიდატები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, მმართველი პარტიისა და ხელისუფლების მიერ კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირების კრიტიკა. ბევრი ასეთი გვერდი 2018 წლიდან აქტიური არ იყო. ჩვენმა გამოძიებამ დაადგინა ამ ქსელის კავშირი პოლიტიკურ პარტია ,,ერთაინ ნაციონალურ მოძღაობასთან“. ეს აქტივობა აღმოვაჩინეთ ჩვენი გამოძიების ფარგლებში, როგორც რეგიონში საეჭვო კორდინირებული ქცევა“ - ნათქვამია Facebook -ის განცხადებაში რაც შეეხება

 

ამ ანგარიშებისა და ჯგუფების სტატისტიკურ ნაწილს, კომპანიის განცხადებით:

 

1. ამ გვერდებიდან ერთს მაინც აფოლოვერებდა დაახლოებით 785 000 ანგარიში

 

2. აღნიშნული ჯგუფებიდან ერთ-ერთში მაინც გაწევრიანებული იყო დაახლოებით 6 300 ანგარიში

 

3. ინსტაგრიმ ანგარიშებს კი დაახლოებით 26 000 გამომწერი ყავდა

 

4. მოცემული ანგარიშების მიერ დაორგანიზდა დაახლოებით 22 Facebook ღონისძიება, რომლიდან ერერთი მაინც დაინტერესდა 11 600 ანფარიში, რომელთაგან არ დასტურდება რეალურად შედგა თუ არა მოცემული 22 ღონისძიება.

 

5. აღნიშნული ანგარიშებიდან განთავსებულ Facebook რეკლამებში დაახლოებით 23 800 ამერიკული დოლარი დაიხარჯა

ექსკლუზიური

ევროკავშირი

არქივი

« « » » მაისი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?