Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.1761
EUR
3.5366
RUR
0.045
GBP
3.9161

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოთარ ჩრდილელის შემცვლელის, ზურაბ ხაჩიძის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის საკითხს უყარეს კენჭი. საკითხს 82-მა კანონმდებელმა დაუჭირა მხარი.

 

დეპუტატმა ოთარ ჩრდილელმა საპარლამენტო მანდატი გასულ წელს დატოვა. ზურაბ ხაჩიძე პარლამენტის წევრი „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით გახდა.

მათ აქვთ აფთრის ინსტინქტი. ოღონდ აფთარი შეიძლება საშიში იყოს, ისინი არიან უკბილო აფთრები, რომლებიც 8 წელია ნადირობენ, მაგრამ ვერაფერს მოინადირებენ, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლების მხრიდან გაჟღერებული ინიციატივები დახმარების შესახებ მიზნად ხელისუფლების მუშაობისთვის ხელის შეშლას ისახავს.

 

„გვაქვს წარმატებები, გრძელდება კიდევ მუშაობა და თუ ხელს არ შეგვიშლიან კონკრეტული პოლიტიკოსები თუ რაც ჰქვიათ, იქნება უკეთესი. არანაირი რესურსი ამ კონკრეტულ ადამიანს, მიხეილ სააკაშვილს დახმარებისთვის არ აქვს. ხელს ნუ შეუშლის პროცესს. მე ვფიქრობ, რომ ქვეცნობიერი თუ, შეიძლება ცნობიერი, მიზანიც ეს არის. მთლიანად არის, სამწუხაროდ ორიენტირებული ეს კონკრეტული პოლიტიკოსი და მისი პოლიტიკური ძალა, სამწუხაროდ, დესტრუქციისკენ“, - განაცხადა კობახიძემ.

საქართველოში აშშ-ის საელჩო “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთას ეხმაურება. საელჩო აღნიშნავს, რომ ოქრუაშვილის დაპატიმრების დრომ და გარემოებამ გამოიწვია შეშფოთება პოლიტიკურ ჩარევასა და შერჩევითი სამართლის გამოყენებასთან დაკავშირებით.

 

“ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების დრომ და გარემოებამ გამოიწვია შეშფოთება პოლიტიკურ ჩარევასა და შერჩევითი სამართლის გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს საქმე ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას — საკითხს, რომლის ირგვლივ არსებული შეშფოთების გაქარწყლებას ემსახურებოდა 8 მარტის ერთობლივი განცხადება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ხელმომწერ მხარეს, სრულად დაიცვან 8 მარტის შეთანხმება”, - ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.

 

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

 

ცნობისთვის, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება 8 მარტს შედგა. დიალოგში მონაწილე ფასილიტატორმა ელჩებმა შეთანხმების თაობაზე განცხადება გაავრცელეს. როგორც ფასილიტატორი დიპლომატების განცხადებაშია ნათქვამი, შეთანხმება ითვალისწინებს, რომ საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

 

ასევე ოპოზიციისა ხელისუფლებას შორის გაფორმებულ მემორანდუმში წერია: "ჩვენ ვეთანხმებით საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვისა და მათი დახვეწისკენ სწრაფვის მნიშვნელობას. მიუხედავად განსხვავებული აზრისა, ყველანი ვთანხმდებით, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული".

შეხვედრა, რომელიც საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში 2020 წლის 15 მაისს ტრასბურგში უნდა ჩატარებულიყო, 4 ნოემბერს, ათენში, საბერძნეთის თავმჯდომარეობის ფარგლებში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

როგორც უწყებაში განმარტავენ, 22 აპრილს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე, რომელიც საქართველოს თავმჯდომარეობის ძალისხმევით პირველად გაიმართა ვიდეო–კონფერენციის ფორმატში, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130–ე შეხვედრის (მინისტერიალი) გამართვის თარიღისა და ადგილის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.

შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 321 ფაქტი გამოავლინა. პოლიცია, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 321 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

 

პოლიციამ, 17 აპრილის 21 საათიდან 18 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 85 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 140 მოქალაქე დააჯარიმა. სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 96 პირი დააჯარიმეს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით“, - ნათქვამია განცხადებაში.

საფრთხე იმისა, რომ საკონსტიტუციო ინიციატივა არ დამტკიცდეს, არ არსებობს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

 

„ვიდრე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდებოდა ჩვენ, ოპოზიციასთან ერთად შევიკრიბეთ და განვიხილეთ თუ რომელი სცენარის პირობებში როგორ გაგრძელდებოდა საკონსტიტუციო განხილვა. ეს სცენარები ჩვენ წინასწარ გვაქვს მომზადებული. ყველაზე მჭიდრო ვადები დავთვალეთ, რა ვადებშიც არის შესაძლებელი საკონსტიტუციო პროექტის მიღება, ეს ყველაფერი გავლილ გვაქვს. შესაბამისად არანაირი პრობლემა და საფრთხე არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ საკონსტიტუციო ინიციატივა დამტკიცებული არ იქნას“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

მისვე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეთანხმება საერთაშორისო პარტნიორების თანდასწრებით დაიდო და შესაბამისად ეს შეთანხმება აუცილებლად შესრულდება.

მოძრაობა „გირჩის“ ლიდერი საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნით აქციას გამართვას აანონსებს. როგორც ზურაბ ჯაფარიძე წერს, ის ხვალ 14 საათზე პროტესტის გამოხატვას იპოდრომის ტერიტორიაზე გეგმავს.

 

„არავის აუხსნია რა კონკრეტულ მიზანს ემსახურებოდა და რა კონკრეტული შედეგები მოიტანა ბლოკპოსტებმა სამხედროებით, ასობით ათასი ადამიანისთვის სიცხის გაზომვამ, ქუჩების საპნიანი წყლით რეცხვამ, რაიონების ჩაკეტვამ, საკომენდანტო საათმა, მანქანაში ჯდომის წესებმა, ბაზრების დაკეტვამ, ბიზნესების გაჩერებამ, სავალუტო ჯიხურების დახურვამ, მილიონობით ჯარიმებმა და სხვა.

 

არავის აუხსნია რას ველოდებით 21 მაისს. იმის გათვალისწინებით რომ მაისის მეორე ნახევრისთვის არც ვაქცინა იქნება, არც წამალი, არც პოპულაციური იმუნინეტის გამომუშავება მოხდება, დადასტურებით შეიძლება მხოლოდ ერთი რამის მტკიცება - ვიქნებით პრინციპულად იგივე რეალობაში როგორშიც ვართ დღეს.

 

შესაბამისად, ხელისუფლებას არაფერი შეუშლის ხელს რომ საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთხელ გააგრძელოს პრეზიდენტის მწუხარე სახის და საპარლამენტო უმრავლესობის ტაშის თანხლებით.

 

ჩემი აზრით ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო პანდემიასთან ბრძოლასთან და ოცნებას 1. გაუტკბა ძალაუფლებით თამაში 2. სურს გააგრძელოს დაპანიკებული მოსახლეობის შიშებზე თამაში და ეპიდემიასთან წარმატებული ბრძოლის სურათის პოლიტიკურ დივიდენდებად თარგმნა.

 

და ამას აკეთებს ისედაც ჩამოშლილი ეკონომიკის კიდევ უფრო ჩამოშლის ხარჯზე. ადამიანებმა დაკარგეს შემოსავლები, ვეღარ იხდიან სესხებს, არავინ ეუბნებათ როდის შეიძლება დამთავრდეს ეს ჯოჯოხეთი, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს უკვე დღეს უდგას არსებობის პრობლემა.

 

ამავე დროს აკრძალულია პროტესტი, შეკრება-მანიფესტაცია, სამზე მეტი ადამიანის ერთად დგომაც კი. სრული კარტბლანში აქვთ გაერთონ სადამდეც საშუალებას მისცემს დაპანიკებული მოსახლეობა.

 

მე არ მჯერა რომ უბრალოდ სახლში ჯდომით და სოციალურ ქსელში წუხილით ხელისუფლება რამეს შეისმენს. ერთადერთი რის წინაშეც უკან იხევენ ხალხის რაოდენობაა, ოღონდ ხალხის რაოდენობა გარეთ და არა ნეტში.

 

შესაბამისად ვაპირებ პროტესტის გარეთ გამოხატვას. რადგან პროტესტი ზოგადად აკრძალულია, ისევე როგორც შეკრება მანიფესტაცია, პროტესტს გამოვხატავ იპოდრომზე.

 

ერთგვარი სამკურნალო-პროტესტი იქნება - სუფთა ჰაერი და მზის სხივები კლავს ვირუსს და აძლიერებს იმუნურ სისტემას. ყველას ვინც ფიქრობთ რომ გასაპროტესტებელია ის რაც ხდება, შეგიძლიათ შემომიერთდეთ ხვალ, 14.00 საათზე, ძველ იპოდრომზე.

 

თან გააპროტესტებთ, თან გაისეირნებთ, თან გაჯანსაღდებით. დისტანციას დავიცავთ. დილით წვიმაა, ამიტომ შეიძება ცოტა სისველე იყოს, მაგრამ ჰაერი იქნება სუფთა.

 

თუ პოლიციელი დაინტერესდება თქვენით - უბრალოდ სეირნობთ იპოდრომზე. შესაბამისად ვერ დაგაჯარიმებენ საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის. ერთადერთი ვინც შეიძლება დააჯარიმონ, მე ვარ - როგორც ამ აქციის ორგანიზატორი“- წერია აქციის აღწერაში.

 

ზურაბ ჯაფარიძე თავის მოთხოვნებასა ასახელებს. ესენია:

 

1. საგანგებო მდგომარეობის და საკომენდანტო საათის გაუქმება

 

2. მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე შეზღუდვების მოხსნა

 

3. ავტომობილში მგზავრების სხდომასა და რაოდენობაზე შეზღუდვების მოხსნა

 

4. შეკრებასა და მანიფესტაციაზე შეზღუდვების მოხსნა

 

5. საჯარო სივრცეში 3 ადამიანზე მეტის შეკრებაზე შეზღუდვის მოხსნა

 

6. სავაჭრო ობიექტებზე, მათ შორის აგრარულ ბაზრებზე, შეზღუდვების მოხსნა

 

7. ბიზნესზე შეზღუდვების მოხსნა

 

8. სავალუტო ჯიხურებზე შეზღუდვების მოხსნა

 

9. ასაკოვანი ადამიანებისთვის სახლიდან გასვლაზე შეზღუდვის მოხსნა

 

10. ყველა ბლოკ-პოსტის აღება და ყველა მუნიციპალიტეტის გახსნა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე

 

11. ყველა ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმება, რომელიც გამოიწერა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით შემოღებული შეზღუდვების გამო.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, აშშ, ჩინეთი და დიდი ბრიტანეთი გაერო-ს გლობალურ სამშვიდობო ინიციატივაზე თანახმა არიან, შეთანხმებას სავარაუდოდ რუსეთიც შეუერთდება.

 

ემანუელ მაკრონმა რადიო „ფრანს ინტერნასიონალის“ ეთერში განაცხადა, რომ ესაუბრა მსოფლიო ლიდერებს და ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და ჩინეთი თანახმა არიან პანდემიის გამო, გლობალური დაზავების ინიციატივას შეუერთდნენ. გაერო-ს მუდმივი წევრების ლიდერების უმრავლესობა თანახმაა, გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის მოწოდებაზე ცეცხლის გლობალური შეწყვეტის თაობაზე. ემანუელ მაკრონის თქმით, ამ მოწოდებას პუტინიც დათანხმდება.

 

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და შესაბამისი განცხადება ახლო მომავალში გაკეთდება. ინფორმაციას „france24“ ავრცელებს.

თუ ვისაუბრებთ მხოლოდ საქართველოზე ან სამხრეთ კავკასიაზე, კორონავირუსის გამო, უმაღლესი რანგის ლიდერებისგან ყურადღება არ იქნება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ, მეთიუ ბრაიზამ განუცხადა.

 

მან ,,ინტერპრესიუსთან"  განაცხადა რომ  კორონავირუსის პანდემიის მიერ მოტანილ ცვლილებებზე და აღნიშნა, რომ პოლიტიკური კუთხით, მსოფლიო უკვე მთლიანად იცვლება და რაც უფრო დიდი ხანი გაგრძელდება არსებული ვითარება, სავარაუდოა, რომ ცვლილებებს უფრო ღრმა ფესვები ექნება, ჩინეთი ბევრად ძლიერი იქნება, ყველა დანარჩენი კი გადარჩენისთვის იბრძვის.

 

„თუ ვისაუბრებთ მხოლოდ საქართველოზე ან სამხრეთ კავკასიაზე, უმაღლესი რანგის ლიდერებისგან ყურადღება არ იქნება. ვგულისხმობ იმას, რომ ასეა თუ ისე, გეოპოლიტიკა გრძელდება, ხომ ასეა? აშშ-ს შეიარაღებული ძალები ლაპარაკობს იმაზე, რომ სამხედრო ოპერაციას განაახლებს ერაყში, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ, შეიძლება, ირანშიც; ომი კვლავ გრძელდება სირიაში, ლიბიაშიც. ასე რომ, ზედაპირის მიღმა, ყველაფერი ეს ხდება, მაგრამ მსოფლიოს „ტოპ“ ლიდერები არანაირ ყურადღებას არ აქცევენ. ასე რომ, ჩვენი თანამშრომლობის დღეები, როდესაც ერთად ვმუშაობდით გეოპოლიტიკურ გეგმაზე, როცა აშშ-ს პრეზიდენტი პირადად ღელავდა საქართველოს თავისუფლებაზე, დამთავრებულია. თუმცა, ეს უკვე დამთავრებული იყო დონალდ ტრამპის დროს და მე ვიტყოდი, ბარაკ ობამას დროსაც კი“, - აღნიშნა ბრაიზამ.

 

 

წყარო: IPN

საქართველოს პარლამენტმა 97 ხმით, 10-ის წინააღმდეგ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა.

 

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელებას გუშინ მოაწერა ხელი.

 

საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტს მიმართვა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ 21 აპრილს გაუგზავნა. საქართველოში კორონავირუსი 408 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 97 უკვე გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა.

 

საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ირაკლი ოქრუაშვილის განაჩენს გამოეხმაურა. შესაბამის განცხადება ჰარცელმა ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

 

„ირაკლი ოქრუაშვილის საქმის გარემოებები ხელს არ უწყობს ნდობის მშენებლობას იმ ისტორიული პოლიტიკური შეთანხმების გარშემო, რომელსაც ყველა ძირითადმა პოლიტიკურმა პარტიამ მიაღწია 8 მარტს და აღძრავს კითხვებს 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდგომი ქმედებების მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. გუშინდელი მოვლენები შეიცავს პოლიტიკური პოლარიზაციის კვლავ გაზრდის რისკს შეთანხმების განხორციელების გადამწყვეტ მომენტში. მოვუწოდებთ ყველა მხარეს 8 მარტის შეთანხმების ერთგული დარჩეს“, - განაცხადა ჰარცელმა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის საქმეზე 2020 წლის 13 აპრილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

 

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 2019 წლის 25 ივლისს დააკავეს.

 

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებზე გამოძიება ამბოხებისა და ხელისუფლების დამხობის მუხლით გადააკვალიფიცირა.

 

2019 წლის 20 ივნისს საღამოს, პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი დაკარგა.

 

ირაკლი ოქრუაშვილს კიდევ ერთ საქმეზე აქვს ბრალი წარდგენილი. გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს 2004 წლის 24 ნოემბერს, ამირან (ბუტა) რობაქიძის და მასთან ერთად ავტომანქანაში მყოფი პირების მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ედავება.

ძალიან მცირე დრო გვჭირდება, ჩვენ იმისთვის, რომ ყოველგვარი გადახვევის გარეშე, მივიღოთ შეთანხმებით გათვალისწინებული ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში. ასევე მივიღოთ თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც საარჩევნო სისტემას შეეხება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა, რომელმაც ისაუბრა, რამდენად შესაძლებელია აღნიშნული ცვლილებების მისაღებად მოცემულ ვადებში ჩატევა.

 

„ძალიან მცირე დრო გვჭირდება, ჩვენ იმისთვის, რომ ყოველგვარი გადახვევის გარეშე, ჩვენ მივიღოთ შეთანხმებით გათვალისწინებული ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში. ასევე მივიღოთ თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც შეეხება საარჩევნო სისტემას. ჩვენ ვაპირებთ, ეუთო-ოდირის რეკომენდაციების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა გავითვალისწინოთ. ამიტომ, პრობლემა არ გვაქვს. ზაფხულის პირველ ნახევარშიც კი, რომ მორჩეს მსოფლიო პანდემია, ჩვენ მივაღწევთ ამას, ძალიან მოკლე დროში“, - აღნიშნა მდინარაძემ.

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, საყოველთაო-სახალხო განხილვების დისტანციურად გამართვა პრობლემას არ წარმოადგენს.

 

„ამას რამდნიმე დღე დასჭირდება. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს ამაზე ბევრი არ უკამათიათ - როგორც იციან თავისებური ინტერპრეტაცია კანონპროექტისთვის არ მიუციათ. წამოგვყვნენ და შეთანხმებული ვართ, რომ ეს შეთანხმება ძალიან მალე აისახება კონსტიტუციასა და შესაბამის კოდექსში. აქედან გამომდინარე, ეს სადარდებელი არ არის. დღეს სხვა რამეზე ვიზრუნოთ და ეს მოგვანდეთ ჩვენ. აღსულებული იქნება. ამაზე არავინ ინერვიულოს. არჩევნები ჩატარდება 120/30-ზე სისტემით, როგორც ამ თემაზე ძალიან ბევრჯერ ვისაუბრეთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ექსკლუზიური

ევროკავშირი

არქივი

« « » » მაისი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?