Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.1761
EUR
3.5366
RUR
0.045
GBP
3.9161

კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოში დასაქმებულთა (3,3 მილიარდი) 81%-ის სამსახურმა მუშაობა სრულად ან ნაწილობრივ შეწყვიტა.

 

როგორც BBC შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაზე დაყრდნობით წერს, ვირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო ბევრი კომპანია დაიხურა, პერსონალი კი დროებით ან სამუდამოდ დაითხოვეს.

 

როგორც ორგანიზაციაში ვარაუდობენ, 2020 წლის მეორე კვარტალში სამუშაო საათების 6.7% გაქრება, რაც სრულ განაკვეთზე დასაქმებული 195 მილიონი ადამიანის ეკვივალენტურია.

 

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცის განცხადებით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს „ყველაზე რთული კრიზისია“.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

კორონავირუსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო სხდომებს დღეიდან ვიდეოკონფერენციის რეჟიმში განაგრძობს.

 

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია ხალხმრავალი შეკრების თავიდან აცილების მიზნით.

 

საბჭოს მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს მთავრობის ყველა შესაბამისი უწყება, საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

 

სხდომის დასრულების შემდეგ, საბჭოს წევრების საინფორმაციო ბრიფინგები გაიმართება.

ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი ხუან გუაიდო ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას ეხმაურება და მადლობას უხდის საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისათვის.

 

„ჩვენ შევქმენით თავისუფალი მსოფლიოს მიერ აღიარებული ალტერნატივა, რათა უზრუნველვყოთ ქვეყნის გარდაქმნა და შევებრძოლოთ პანდემიას ვენესუელაში. მადლობას ვუხდით საქართველოს, ეროვნული საგანგებო მთავრობის შექმნის იდეის მხარდაჭერისათვის. ჩვენ მარტო არ ვართ!“, - აცხადებს გუაიდო.

 

პირველ აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიესალმა ვენესუელის კრიზისიდან გამოსასვლელად აშშ-ის მხარის მიერ შემუშავებულ ახალ ინიციატივას.

 

„საქართველო მიესალმება ვენესუელის დემოკრატიული გარდაქმნისათვის აშშ-ის მიერ შემოთავაზებულ წინადადებას, რომელიც ითვალისწინებს თავისუფალი და სამართლიანი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. საქართველო თანადგომას უცხადებს ვენესუელელ ხალხს და მტკიცედ უჭერს მხარს მის სწრაფვას დემოკრატიისაკენ", - წერს დავით ზალკალიანი ტვიტერის გვერდზე.

 

ვენესუელაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების არაღიარების კვალდაკვალ, საქართველომ ვენესუელის პარლამენტის თავმჯდომარე და ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო ქვეყნის დროებით პრეზიდენტად 2019 წლის 24 იანვარს აღიარა.

საქართველომ დაამტკიცა, რომ საერთო გამოწვევებთან ბრძოლაში ამერიკის სანდო პარტნიორია, - ამ სათაურით გამოცემა The Daily Signal-ი სტატიას აქვეყნებს.

 

სტატიის ავტორის, ენტონი კიმის თქმით სამხრეთ კავკასიაში მდებარე სახელმწიფო მნიშვნელოვნი პარტნიორი გახდა აშშ-სთვის საერთაშორისო გლობალურ საკითხებში.

 

როგორც ავტორი აღნიშნავს, პატარა, მაგრამ სტრატეგიულად განლაგებული ერი რუსული ექსპანსიის შეკავების წინა ხაზზეა და ის ათასობით ჯარისკაცით დაეხმარა ერაყსა და ავღანეთში აშშ-ს მცდელობებს. ახლა კი, ეს ქვეყანა აშშ-სთან პარტნიორობს COVID-19– ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

 

ამ პარტნიორობის მთავარი ადგილი უკავია რიჩარდ ლუგარის ლაბორატორიას, რომელიც აშშ-ის დაფინანსებით შეიქმნა.

 

,,სამხრეთ კავკასიის სახელმწიფო საქართველო შეერთებულ შტატებისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი გახდა, გლობალურ საკითხებში.

 

პატარა, მაგრამ სტრატეგიულად განლაგებული ერი რუსული ექსპანსესიი შეჩერების წინა ხაზეა და ის, ასევე ათასობით ჯარის კაცით ხელს უწყობს ერაყსა და ავღანეთში აშშ – ის მცდელობებს. ახლა კი ქვეყანა აშშ – თან COVID-19– ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში პარტნიორობს.

 

თბილისის გარეუბანში დაარსებული ლაბორატორია რეგიონში დაავადების გავრცელების შეზღუდვისა და მომაკვდინებელი პათოგენებით დარჩენილი საბჭოთა კავშირის ბიო-ომის პროგრამასთან გამკლავების მიზნით შეიქმნა.

 

ლაბოროტარი, რომელიც 2013 წლიდან ოპერირებს, გახდა მთავარი რესურსი კოროვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ცენტრში ასობით ნიმუშის ტესტირების შედეგები 24 საათზე ნაკლებ დროში ხდება ცნობილი.

 

 

მოწინავე ტექნოლოგიის შესაძლებლობებით, რომელიც უნიკალურია რეგიონისთვის, ლუგარის ცენტრის ლაბორატორიამ, ასევე დაიწყო თავისის წვლილის შეტანა უფრო ფართო საერთაშორისო კვლევებში, კორონავირუსის ვაქცინის შექმნაში.

 

შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის პრაქტიკულმა სამედიცინო პარტნიორობამ ფართო სარგებლობა მოუტანა იმ ქვეყნის ხალხს, რომელიც სწრაფად იზრდება, მაგრამ რჩება ერთ-ერთი ყველაზე ღარიბ ქვეყანად ევროპაში.

 

როგორც დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის 2019 წლის ანგარიშშია ნათქვამი, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აღორძინების გამოწვევების მიუხედავად, საქართველო სამაგალითო ქვეყანა გახდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების კუთხით. საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის თქმით, ქვეყანამ პროაქტიური ნაბიჯები გადადგა COVID 19-ის გავრცელების შესაჩერებლად და ვირუსის გავლენის შესამცირებლად“,- წერია სტატიაში.

 

სტატიის ავტორის ენტონი კიმის თქმით საქართველოს პანდემიასთან ბრძოლით, ქვეყანა ამტკიცეს, რომ შეერთებული შტატებისთვის სანდო პარტნიორია. ის ასევე ხაზს უსვამს საქართველოს ეკონომიკურ ზრდას და Heritage Foundation-ის მონაცემებს იშველიებს.

 

,,როგორც წინა კრიზისებსა და გამოწვევებში, საქართველო ამჟამინდელ პანდემიაში ამტკიცებს, რომ შეერთებული შტატების საიმედო მოკავშირეა. ევროპისა და აზიის სტრატეგიული გეოპოლიტიკური გზაჯვარედინზე, საქართველო გამოირჩევა, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყანად.

 

ბოლო 25 წლის განმავლობაში, საქართველომ მიაღწია უზარმაზარ პროგრესს დასავლეთთან ინტეგრირებაში და უფრო მეტად ორიენტირებულია საბაზრო ეკონომიკაზე.

 

ეკონომიკური თავისუფლების ყოველწლიურ ინდექსში, საქართველოს ეკონომიკა ეკონომიკურად "რეპრესირებულთა" რიგებიდან გადავიდა ეკონიმიკურად თავისუფალ ყოველწლიურ ინდექსში. ინდექსის ბოლო მონაცემებით, ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებელი საქართველოში რეგიონის და მსოფლიოს საშუალო მაჩვენებლებზე გაცილებით მაღალია, ყოველწლიურმა რეფორმებმა კი ქვეყნის ეკონომიკური სისტემის მოდერნიზაცია გამოიწვია. წელს საქართველომ ყველაზე თავისუფალი ეკონომიკების რეიტინგში მე-12 ადგილზე შეერთებული შტატებიც კი ჩაანაცვლა“,- წერს სტატიის ავტორი

 

ენტონი კიმის თქმით მიმდინარე წელი მნიშვნელოვანია საქართველოს და აშშ-ს ურთიერთობებში, რიგ ეკონომიკურ პროექტებში, მათ შორის ღრმა წყლოვანი პორტის მშენებლობაში.

 

,,ეს წელი მნიშვნელოვანია საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაში, უამრავ მნიშვნელოვან ეკონომიკურ პროექტებთან დაკავშირებით, მათ შორის შავ ზღვაზე ჩაკეტილი ღრმა წყლოვანი პორტის მშენებლობაში, ასევე მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და თავდაცვითი ურთიერთობებში გაღრმავების მიმართულება, როგორც ორმხრივ, ისე ნატოს კუთხით.

 

ამერიკის მდგრადი ურთიერთობა საქართველოსთან, საერთო ღირებულებებისა და საერთო ინტერესების საფუძველზე, ძლიერი და ძალზე სასარგებლოა ორივე ქვეყნისთვის.

 

2017 წლის აგვისტოში, საქართველო-ამერიკის დიპლომატირუი ურთიერთობების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოში ვიზიტის დროს, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა აღნიშნა, რომ ამ ორ ქვეყანას შორის კავშირი უფრო ძლიერი, არსად არ არის ისეთი, როგორიც ჩვენი საერთო ძალისხმევა, რომ ხელი შეუწყოს უსაფრთხოებას და სტაბილურობას მთელს მსოფლიოში. საქართველო არის შეერთებული შტატების ძირითადი სტრატეგიული პარტნიორი.“ - წერს ავტორი

 

სტატიის ავტორი ენტონი კიმის თქმით საქართველომ დაამტკიცა, რომ აშშ-ის ერთგულებას და უფრო ძლიერ პარტნიორობას იმსახურებს.

მესმის, რომ ეს ხალხი დღეს წინა ხაზზე იმყოფება და კორონავირუსს ებრძვის, მაგრამ ეს მათი ვალდებულებაა. ისინი საჯარო მოხელეები არიან და ხალხს უნდა ემსახურონ, და არა პრემიები აიღონ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ოზურგეთის მერიის მაღალჩინოსნების მიერ პრემიების შესაძლო აღების შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა.

 

„ეს ფაქტი თუ დადასტურდა, კატეგორიულად მიუღებლად მიმაჩნია. მე მესმის, რომ ეს ხალხი დღეს წინა ხაზზე იმყოფება და კორონავირუსს ებრძვის, მაგრამ ეს მათი ვალდებულებაა. ისინი საჯარო მოხელეები არიან და ხალხს უნდა ემსახურონ, და არა პრემიები აიღონ. გავერკვევი ამ საკითხში და თუ ეს დადასტურდა, მივიღებ შესაბამის ზომებს“, - განაცხადა პრემიერმა.

 

საქართველოში კორონავირუსი 157 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 28 უკვე გამოჯანმრთელდა, 1 კი გარდაიცვალა.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

„უკრაინა და საქართველო ისწრაფვიან ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, მაშინ როდესაც რუსეთსა და თურქეთს უნიკალური და რთული ურთიერთობა გააჩნიათ ევროკავშირთან, - ამის შესახებ „ჰერითაჯის“ ფონდის მკვლევარი ლუკ კოფი, გამოცემა mei.edu-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

 

როგორც ავტორი აღნიშნავს, ევროკავშირის დაინტერესება შავი ზღვის რეგიონით ძირითადად ეფუძნება იმ ფაქტს, რომ მისი ორი წევრი სახელმწიფო - რუმინეთი და ბულგარეთი - დაკავშირებულნი არიან ამ აკვატორიასთან. თუმცა, ორგანიზაცია ეკონომიკურად და პოლიტიკურიად შავი ზღვის მოსაზღვრე არაწევრ სახელმწიფოებთანაც არის მჭიდროდ დაკავშირებული.

 

„შავი ზღვა მრავალი მიზეზის გამოა მნიშვნელოვანი რეგიონი ევროკავშირისთვის და ეს მიზეზები მოიცავს ეკონომიკურ, უსაფრთხოების, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო ფაქტორებს. შავი ზღვის ფსკერზე ასობით მილის სიგრძის მილსადენები და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელებია გადებული. მსხვილი ევროპული პორტები რეგიონის ეკონომიკური საქმიანობის მნიშვნელოვან წყაროდ გვევლინება. შავ ზღვაზე არსებული უმსხვილესი პორტი - კონსტანცა - რუმინეთშია. მდინარე დუნაის სათავე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკვანძო ეკონომიკური და სავაჭრო არტერიის ფუნქციას ასრულებდა, შავი ზღვის აკვატორიაში მდებარეობს. შავი ზღვა ასევე ევროპისა და აზიის მნიშვნელოვანი დამაკავშრებელი კვანძია. მაშინ, როდესაც ორივე კონტინენტი ცდილობს ერთმანეთთან უფრო მჭიდრო ეკონომიკური და სავაჭრო კავშრების დამყარებას, შავი ზღვის რეგიონი იმაზე უფრო კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს, ვიდრე ოდესმე ჰქონია“, - აცხადებს ლუკ კოფი.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურის თქმით, კორონავირუსის პანდემიის დროს დაფინანსება აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არ უნდა შეამციროს. ინფორმაციას ამის შესახებ independent-ი ავრცელებს.

 

„ჩვენ ახლა პანდემიის მწვავე ეტაპზე ვართ - ახლა არ არის დრო, რომ დაფინანსება შემცირდეს”, - განაცხადა ჯანმო-ს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ.

 

7 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გააკრიტიკა, რომელიც, მისი თქმით, ძირითადად აშშ-ის მიერ ფინანსდება.

 

„ჯანმომ მართვის სადავეები ხელიდან გაუშვა. მიუხედავად იმისა, რომ ჯანმოს ძირითადად აშშ აფინანსებს, იგი ჩინეთზეა ძალიან ორიენტირებული. ჩვენ ყურადღებით შევისწავლით ამას. საბედნიეროდ, თავიდანვე უარი ვთქვი მათ რჩევაზე, ჩინეთთან ჩვენი საზღვარი ღიად დაგვეტოვებინა. რატომ მოგვცეს ასეთი მცდარი რეკომენდაცია?“ - დაწერა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

დანარჩენი მსოფლიოს მსგავსად, ახალი კორონავირუსი ალბათ მთელ შავი ზღვისპირეთისთვისაც დროის ძალიან მოკლე პერიოდში იქნება გამანადგურებელი. ამის შესახებ Middle East Institute-ის სტატიაშია ნათქვამი, რომელიც რეგიონზე კორონავირუსის გავლენებს ეხება.

 

სტატიის ავტორის, რუმინეთის ენერგეტიკული ცენტრის, შავი ზღვის უსაფრთხოების პროგრამის კოორდინატორის, ჯორჯ ვისანი სტატიაში აღნიშნავს, რომ კორონა ვირუსით გამოწვეულმა კრიზისმა, შესაძლოა, დიდი გავლენა მოახდინოს პოლიტიკურ პროცესებზე, ასევე, მოხდება ეკონომიკური ვარდნაც.

 

"როგორც დანარჩენ მსოფლიოში, ისე COVID-19 ალბათ ძალიან მოკლე დროში იქნება გამანადგურებელი შავი ზღვის რეგიონისთვის. თუ გავითვალისწინებთ, რომ პროგნოზირებულია აპრილში ან მაისში ეპიდაფეთქების პიკური ნიშნული, ასევე, როგორც ზოგიერთი ექსპერტი პროგნოზირებს, რომ 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება და მთელი მსოფლიოს 60-70 პროცენტს გადაედება, რთულია იმის წარმოდგენა, თუ რა შესაძლო შედეგები იქონიოს ვირუსმა ამ რეგიონზე.

 

ეპიდაფეთქებამდე შავი ზღვის რეგიონი უკვე მართავდა რამდენიმე სამხედრო და დიპლომატიურ კრიზისს. რუსეთი და უკრაინა ერთმანეთთან ეომებიან, თურქეთი და რუსეთი მონაწილეობენ სირიაში სამხედრო ინტერვეციებს ახორციელებენ და მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ ქვეყანა აქვთ თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია, არსებულ ვითარებაზე განსხვავებული მოსაზრებები გააჩნიათ.

 

რუსეთის მიერ წარმოებულმა ომა უკრაინაში და ყირიმის ანექსიამ, გააძლიერა დიპლომატიური დაძაბულობა NATO-ს წევრ ქვეყნებთან: რუმინეთთან, ბულგარეთთან და თურქეთთან. ამასობაში, თურქეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს ევროკავშირთან დაპირებული ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ, ეს კი ევროპაში მიმდინარე ლტოლვილთა კრიზისის ფონზე ხდება“, - წერს ჯორჯ ვისანი

 

მისივე განცხადებით, როდესაც COVID-19 კრიზისმა მთლიანი ევროპა მოიცვა, რუმინეთი NATO-ს და ევროკავშირის ყველაზე დაუცველი წევრია.

 

,,როდესაც COVID-19 კრიზისმა მთლიანი ევროპა მოიცავს, რუმინეთი NATO-ს და ევროკავშირის ყველაზე დაუცველი წევრია. ეს დაუცველობა ორ მთავარ დონეზე იკვეთება.

 

1.  ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის ცუდი მდგომარეობა.

 

2.  ევროპაში რუმინეთის დიდი დიასპორავმცხოვრებს, ძირითადად ვირუსით ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებში: იტალიისა და ესპანეთიში.

 

ყველა ქვეყანა მგრძნობიარეა, რომ მოკლე დროში კორონავვირუსი გადაიტანოს თავისი ჯანდაცვის სისტემით, მაგრამ რუმინეთი ამ კუთხით განსაკუთრებულად დაუცველია.

 

ბუქარესტი მშპ-ის დაახლოებით 5% -ს გამოყოფს თავის ჯანდაცვის სისტემისთვის. ეს, ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთნ (9,8%) შედარებით ან ბულგარეთთან, ქვეყანასთან, რომელსაც ნაკლები ხალხი ცხოვრობს და უფრო მცირე ეკონომიკა აქვს, ჯანდაცვის სიტემისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მშპ-დან წილობრივად 8,2% გამოყოფს.

 

თუმცა, სასიხარულოა იმის ხილვა, რომ რუმინეთის მთავრობა მისი რესურსების დიდ ნაწილს გამოჰყოფს პაციენტების უცაბედი მოზღვავებისგან ჯანდაცვის სისტემის დასაცავად.

 

ევროპაში მცხოვრები რუმინული დიდი დიასპორა, მთავრობისთვის განსაკუთრებული გამოწვევას წარმოადგენს. იტალიაში 1,2 მილიონი რუმინელი ცხოვრობს - ეს უდიდესი თემია დასავლეთ ევროპაში, ესპანეთში ამჟამად 580,000 რუმინელი ცხოვრობს.

 

უპრეცედენტო იყო, პრეზიდენტ კლაუს იოჰანისის მიმართვა საზღვარგარეთ მცხოვრებ რუმინელი ხალხისადმი, რადგან მაინ რუმინელებს მოუწოდა, რომ სააღდგომო დღესასწაულზე ქვეყანაში არ დაბრუნებულიყვნენ მათ ასევე ურჩია რომ სახლში დაბრუნებულიყვნენ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, რომლის შემდეგ მათ სავარაუდოდ იზოლაციაში ან კარანტინში მოუწევთ დარჩენა.

 

რთულია COVID-19– ის გავლენის დადგენა რუმინულ საზოგადოებაზე. სავარაუდოდ, ეკონომიკური რეცესიაა მოსალოდნელი, რომლის მასშტაბის შეფასება რთულია.

 

სამხედრო დანიშნულების ხარჯები მეორე პლანზე გადაიწევს, ხოლო ეკონომიკურ და სოციალურ პრიორიტეტებს მეტი ყურადღება დაეთმობა. 2008 წლის გლობალური ეკონომიკური კრიზისის მსგავსად, ეკონომიკურმა ვარდნამ, შესაძლოა პოლიტიკური კრიზისივ ამოიწვიოს. ამ პანდემიის დაწყებამდე იყო ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა. თუმცა ქვეყანა, ამ კრიზისმა მოკლევადიან პერიოდში პოლიტიკურად დააცხრო, თუმცა რუმინეთი ჯერ შორსაა პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევისგან.

 

კიდევ ერთი ქვეყანა, რომელსაც პოლიტიკური რეაქცია ელოდება, არის თურქეთი. რომელსაც ამ სტატიის დაწერამდე COVID-19-ით დაინფიცირებული 13 000 – ზე მეტი დადასტურებული შემთხვევა ჰყავს. თურქეთი განაგრძობს, მთელს მსოფლიოში ლტოლვილთა ყველაზე დიდ რაოდენობის მიღებას, რომელთა რიცხვი დაახლოებით 4,1 მილიონია, მათ შორის 3.7 მილიონი სირიელია. ამ პანდემიის დროს ლტოლვილთა კრიზისი ალბათ კიდევ უფრო გამწვავდება.

 

 

როდესაც ევროპაში ინფიცირების ტემპი მატულობს, პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ლიდერობას და კრიზისის მოგვარების შესაძლებლობას დიდ გამოცდა ელის.

 

ეს ხდება ევროკავშირთან მზარდი დაძაბულობის პერიოდში, მას შემდეგ, რაც მან მიიღო გადაწყვეტილება საბერძნეთან თურქეთის საზღვრის გახსნის და იქ ლტოლვილთა თავმოყრის ხელშეწყობა.

 

თუ პრეზიდენტი სიტუაციას კონტროლს დაკარგავს, ან მისი რეაგირება არ იქნება ადეკვატური, ისედაც ძლიერი ნაციონალისტური რეაქცია ლტოლვილთა წინააღმდეგ შესაძლოა კიდევ უფრო გაამწვავოს.

 

ეს მრავალი მიზეზის გამო შეიძლება მოხდეს და მათ შორის ცენტრალურ ადგილას მოიაზრება თურქეთის ჯანდაცვის სისტემა, რომელზეც დატვირთვა ბევრად მომატებული იქნება, რადგან მას ამჟამად ინფიცირების მზარდ მაჩვენებლებთან გამკლავება უწევს და პაციენტებს შორის ლტოლვილებიც მოიაზრებიან“, - წერს ავტორი

 

რაც შეეხება საქარტველოს, საქართველოს, სტატის ავტორი ჯორკ ვისანი წერს, რომ ინფიცირების მაჩვენებელი ქვეყანაში ჯერ კიდევ დაბალია

 

,,ინფიცირების მაჩვენებლები საქართველოში ჯერ კიდევ დაბალია, ამ სტატიის დაწერამდე ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 115 დადასტურებული შემთხვევაა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, ქვეყნის ოფიციალური პირებს აქებს, ვირუსის დასამარცხებლად გადადგმული სწრაფი ნაბიჯების გამო.

 

სიფრთხილის გამოჩენის მიზნით, თბილისმა აუკრძალა ყველა უცხოელს ქვეყანაში შესვლა და მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან დროებით შეაჩერა ფრენები. მიუხედავად იმისა, რომ მოგზაურობის აკრძალვები გახდა კრიზისის სტანდარტული რეაგირების მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებისთვის, ეს მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საქართველოზე, რადგან ის დიდად არის დამოკიდებული ტურიზმზე და ამ სექტორიდან ეროვნული ეკონომიკის ხელშეწყობაზე.

 

განსაკუთრებით დაუცველია რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტული ტერიტორიები, სადაც ჯანდაცვის სისტემები შესაძლოა გრძელვადიანი პანდემიის დროს დასუსტდდეს.

 

ამ ტერიტორიების არაღიარებული პოლიტიკური სტატუსის გამო, საერთაშორისო დახმარების გაწევა შეზღუდულია. საერთაშორისო პარტნიორებმა ოკუპირებულ აფხაზეთს სამედიცინო მარაგი მიაწოდეს, მაგრამ საქართველოს მთავრობის მხრიდან ამ რეგიონების დახმარების შესაძლებლობა გართულებულია წლების განმავლობაში მკაცრად შეზღუდული კავშირის და რუსული აგრესიის შედეგად.

 

საბედნიეროდ, ამან ხელი არ შეუშალა რუხის გენერალური საავადმყოფოს გახსნას აფხაზეთის გამყოფი ხაზიდან რამდენიმე კილომეტრის მანძილზე. არც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთვის შეუშლია ხელი ბოლოდროინდელი ოფიციალური განცხადებისას, როდესაც ბრძანა „ყველაფერს გავაკეთებთ გამყოფი ხაზის ორივე მხარეს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად.” საერთაშორისო თანამეგობრობა რეგიონში რუსეთის ჩართულობას უნდა დააკვირდეს, რადგან ის კრიზისს მართავს საკუთარი საზღვრების შიგნით“, - წერს ჯორჯ ვისანი.

 

სტატიაში, ასევე საუბარია უკრაინაზეც, ავტორი საუბრობს, რომ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მსგავსად, აღმოსავლეთ უკრაინაც მსგავსი გამოწვევების წინაშე იმყოფება,

 

,,სამხრეთ ოსეთის და და აფხაზეთის მსგავსად, აღმოსავლეთ უკრაინაც მსგავსი გამოწვევების წინაშე დგას.

 

ძნელია შეაფასოს პანდემიის გავლენა რეგიონში მიმდინარე კონფლიქტზე. ერთ-ერთი შესაძლო სცენარი გულისხმობს, დომბასთან საომარი მოქმედებების გააქტიურებას, სწორედ აქ იმიჯნება უკრაინის სამხედრო ძალები და პრო-რუსული აჯანყებულები.

 

ვიდრე პანდემია  პიკურ ნიშნულს არ მიუღწევია, ორივე მხარეს შეუძლია პოზიციების კონსოლიდაცია ან შესაძლოა გაფართოება, სანამ სამხედრო მოქმედებებს ინფექციით არ შეეშლება ხელი.

 

კიდევ ერთი სცენარი შეიძლება იყოს, სამხედრო ოპერაციების შენელება, რადგან კიევი, მოსკოვი და მეამბოხე ხელმძღვანელობა კონცენტრირებულნი არიან პანდემიის ზიანის შემცირებაზე საკუთარი საზოგადოებაში.

 

ორივე შემთხვევაში, აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის ზონაში სამოქალაქო და სამხედრო პირები შავი ზღვის რეგიონის ყველაზე დაუცველი ჯგუფია. მოსკოვს, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა შეახსენოს თავისი პასუხისმგებლობა ყირიმსა და ანექსირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობისთვის.

 

COVID-19 მოკლევადიანი და საშუალო-ვადიან პერიოდში იქნება შავი ზღვის ბედის განმსაზღვრელი კრიზისი და მისი მნიშვნელობა უფრო მეტი იქნება, ვიდრე ბოლო წლების განმავლობაში რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ და სამხედრო კრიზისებს ჰქონდათ.

 

რეგიონის გამძლეობას ისეთი გამოცდა ჩაუტარდება, რომელიც აქამდე არასოდეს განუცდია და მისი პოლიტიკური და ეკონომიკური ეფექტი სავარაუდოდ იმაზე დიდ ხანს გასტანს, ვიდრე თავად პანდემია“, - წერს სტატიის ავტორი, შავი ზღვის უსაფრთხოების პროგრამის კორდინატორი ჯორჯ ვისანი.

„ევროკავშირის მიდგომა შავი ზღვის რეგიონში უკანონოდ ოკუპირებული ტერიტორიებისადმი ორგანიზაციის შიგნით აზრთა სხვაობის წყაროდ იქცა, - ამის შესახებ „ჰერითაჯის“ ფონდის მკვლევარი ლუკ კოფი გამოცემა mei.edu-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

 

მისი თქმით, შავი ზღვის რეგიონისადმი ევროკავშირის გამოკვეთილ ყურადღებას ორი ძირითადი საკითხი განაპირობებს. პირველი - უსაფრთხოება და რუსეთის მიერ რეგიონის უკანონო ოკუპაცია და მეორე - „სამი ზღვის ინიციატივა“.

 

პირველ საკითხზე საუბრისას ლუკ კოფი რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციაზე ამახვილებს ყურადღებას.

 

„2008 წლიდან რუსეთს შავ ზღვის სანაპიროზე მყოფი საქართველოს აფხაზეთის რეგიონი აქვს უკანონოდ ოკუპირებული. 2014 წლიდან მან მოახდინა ასევე უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაცია, რომელიც შავი ზღვის გულში მდებარეობს. ჯამში, რუსეთს დაახლოებით 13 000 კვადრატულ მილზე გადაჭიმული ტერიტორია აქვს ოკუპირებული, ეს კი მერილენდის შტატის ოდენა სივრცეა. ყირიმის შემთხვევაში, რუსეთმა უკანონოდ მოახდინა ტერიტორიის ანექსია და მას რუსეთის ფედერაციის ნაწილად მიიჩნევს. რუსეთს 2008 წლიდან აქვს აღიარებული აფხაზეთის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. იგივე მხოლოდ სირიამ, ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ გააკეთა“ - წერს ლუკ კოფი.

 

„სამწუხაროდ, აფხაზეთისადმი არაღიარების პოლიტიკის გარდა ევროკავშირი ბევრს ვერაფერს აკეთებს ადგილზე სიტუაციის შესაცვლელად. ყირიმის კრიზისის პასუხად ბრიუსელმა შეძლო რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციებისთვის მხარდაჭერა შეენარჩუნებინა, თუმცა ეს პოზიცია ევროკავშირის ზოგიერთ სახელმწიფოში სანქციების მოხსნისკენ იხრება“, - ამბობს სტატიის ავტორი.

 

რაც შეეხება მეორე საკითხს ლუკ კოფის თქმით, „სამი ზღვის ინიციატივა“ 2016 წელს ჩამოყალიბდა და მის მთავარ მიზეზს წარმოადგენს ადრიატიკის, ბალტიისა და შავი ზღვის მოსაზღვრე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის ვაჭრობის გაძლიერება და თანამშრომლობა ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკისა და პოლიტიკურ საკითხებზე.

 

„ინფრასტრუქტურულად, რეგიონი დასავლეთ ევროპას ჩამორჩება. ამასთანავე, ცივი ომის მემკვიდრეობა და საბჭოთა დომინაციის მქონე „ვარშავის პაქტი“ გულისხმობს აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიმართულ ინფრასტრუქტურას, რაც ხელს უშლის უფრო მასშტაბურ რეგიონალურ ურთიერთ-დაკავშირებადობას. სწორედ ამიტომ არის „სამი ზღვის ინიციატივა“ აქცენტირებული ჩრდილო-სამხრეთის დაკავშირებადობის განვითარებაზე, რაც მოიცავს მილსადენებს, სახმელეთო და სარკინიგზო გზებს, ელ. ენერგიის გადამცემ ხაზებს. ყოველივე ეს სავარაუდოდ გამოიწვევს ეკონომიკურ ზრდას, კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას. სწორი გარემოებების არსებობისას, აღმოსავლეთ ევროპის ეს ჩრდილო-სამხრეთის დერეფანი შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს ევროპის ხერხემალიც კი გახდეს“, - წერს ლუკ კოფი.

 

მისი თქმით, „სამი ზღვის ინიციატივაში“ ამჟამად მხოლოდ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები არიან გაერთიანებულნი, თუმცა ეს საბოლოო ჯამში უნდა შეიცვალოს. მისივე განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელი ადმინისტრაცია „სამი ზღვის ინიციატივაში“ ძლიერ მხარდამჭერად გვევლინება.

 

„წარმოუდგენელია, რომ ცენტრალურმა და აღმოსავლეთ ევროპამ შეძლონ ურთიერთ-დაკავშირებადობის გაუმჯობესება შავი ზღვის ისეთი მოსაზღვრე ქვეყნების მონაწილეობის გარეშე, როგორიც საქართველო და უკრაინაა. ეს განსაკუთრებით აქტუალურია შავ ზღვაზე გამავალი პროექტების განხილვისას. შეერთებული შტატების ამჟამინდელი ადმინისტრაცია ძლიერ მხარდამჭერად გვევლინება „სამი ზღვის ინიციატივაში“. 2017 წელს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა პირველი აშშ პრეზიდენტი, რომელიც მის სხდომას დაესწრო. ახლახან, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, აშშ სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გამოაცხადა, რომ ამერიკა 1 მილიარდი დოლარის გამოყოფას აპირებს სამი ზღვის საინვესტიციო ფონდისთვის. ევროკავშირმა სწორედ ახლა უნდა გამოიჩინოს თავი. „სამი ზღვის ინიციატივის“ ადრეულ პერიოდში, ბრიუსელი ნაკლები ინიციატივიანობით ხასიათდებოდა ამ იდეის მიმართ, რადგან ევროკავშირი ზოგადად ეწინააღმდეგება კონტინენტზე რეგიონულ დაჯგუფებებს, რომლებნიც მისი ინსტიტუციონალური ჩარჩო სისტემის გარეთ იმართება. თუმცა, ევროკავშირმა ახლახან მეტი მხარდაჭერა გამოიჩინა ინიციატივისადმი და ბრიუსელმა - აშშ ფინანსურ მონაწილეობას თუ არ გადააჭარბებს - ამერიკულის ტოლფასი შენატანი მაინც უნდა გაიღოს“, - წერს ლუკ კოფი.

ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია თანამდებობას ტოვებს. როგორც ის "ფეისბუქში" წერს, ასევე მიდის პოლიტიკიდან.

 

"2017 წლის ნოემბერში, ქუთაისელების დიდი ნაწილის გადაწყვეტილებით, მე წილად მხვდა პატივი გავმხდარიყავი ქუთაისის არჩეული მერი. ეს იყო როგორც უდიდესი ნდობა, ამასთანავე უზარმაზარი პასუხისმგებლობაც. იმ დღიდან დღემდე, მე და ჩემმა გუნდმა, ქალაქში მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი დავიწყეთ და დავასრულეთ, ბევრ მათგანზე ამ რთულ დღეებშიც კი არ შეჩერებულა მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საარჩევნო ვადა ჯერ არ ამოწურულა, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო ქუთაისის მერის თანამდებობა და წავიდე პოლიტიკიდან. თუმცა, მე არ მივდივარ ჩემი ქალაქიდან და ყოველთვის მისი გულშემატკივარი ვიქნები. მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს თანაქალაქელებს გამოცხადებული ნდობისთვის, ჩემს გუნდს - გვერდით დგომისთვის, მედიას- თანამშრომლობისთვის. მშვიდობას და წარმატებას ვუსურვებ ჩემს ქალაქს!", -წერს ჭიღვარია.

სახალხო დამცველი 20-21 ივნისის აქციის დარბევის საქმეზე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს და 2020 წლის თებერვლის მდგომარეობით მიმდინარე გამოძიების პროცესს მიმოიხილავს. შსს-ს სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მიერ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე სახალხო დამცველს საგამონაკლისო წესით საქმის მასალების გაცნობის უფლება აქვს.

 

ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, გამოძიების პროცესში გამოიკითხა 625 პირი, მათ შორის - აქციის მონაწილეები, ჟურნალისტები, კლინიკების ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სამართალდამცავები. შს მინისტრი, მინისტრის მოადგილეები, სამმართველოების უფროსები, რიგითი პოლიციელები.

 

როგორც სახალხო დამცველის ანგარიშში წერია, მაშინდელი შს მინისტრის გიორგი გახარიას და მისი მოადგილეების - კახაბერ საბანაძის და ვლადიმერ ბორცვაძის ჩვენებების თანახმად, ცრემლსადენი გაზის ჭურვებისა და წყლის ჭავლის გამოყენება მათი ბრძანებით მოხდა, "ხოლო რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება არ გაუციათ". ანგარიშის თანახმად, რაციების ჩანაწერითაც დასტურდება, რომ შს მინისტრს აქციის დაშლის პერიოდში რეზინის ტყვიების გამოყენების ნებართვა არ გაუცია. თუმცა, სახალხო დამცველის ცნობით, ომბუდსმენის რეკომენდაცია, რაციების ჩანაწერების ექსპერტიზის შესახებ, პროკურატურამ არ შეასრულა.

 

"რაციების ჩანაწერების მიხედვით, შინაგან საქმეთა მინისტრმა 20 ივნისის 23:36 წუთზე უბრძანა მის მოადგილეებსა და სხვა დაქვემდებარებულ პირებს (მათ შორის, გდდ-ს დირექტორს), რომ აქციის დაშლისას გამოყენებული არ ყოფილიყო რეზინის ტყვიები. ამის საპირისპიროდ, ტელეკომპანიების მიერ გადაღებული კადრები უთითებს, რომ რეზინის ტყვიების გასროლა მალევე, 00:00 საათის დადგომისას დაიწყო. მიუხედავად ამისა, 21 ივნისის 00:16 წუთზე გდდ-ს დირექტორმა ხელმძღვანელობას მოახსენა, რომ თოფებს არ იყენებენ. რაციის ჩანაწერების მიხედვით, რეზინის ტყვიების არგამოყენებასთან დაკავშირებით ბრძანება გამეორდა 00:36 საათზეც, რომელიც კვლავ არ შესრულებულა. 02:34 საათზე გდდ-ს დირექტორმა რეზინის ტყვიების გასასროლად დამატებითი ნებართვა ითხოვა. აღნიშნულ მოთხოვნაზე კურატორი ხელმძღვანელისგან - კახაბერ საბანაძისგან - უარი მიიღო, რომლის მიღებაც დაადასტურა. აღნიშნულის მიუხედავად, ტელეკომპანიების ჩანაწერიდან იკვეთება, რომ მალევე კვლავ გაგრძელდა რეზინის ტყვიების ხშირი სროლა" - წერია ანგარიშში.

 

რაციის ჩანაწერების მიუხედავად, რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანების გაცემას უარყოფს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიორგი ყაყიჩაშვილიც, რომლის მიმართაც სახალხო დამცველი სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს.

 

"მისი სამართლებრივი ვალდებულება იყო, აღეკვეთა მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. ასევე, საქმეში ამ ეტაპისთვის მოპოვებული მასალებით დასტურდება, რომ მას რამდენჯერმე ჰქონდა მიღებული პირდაპირი ბრძანება, არ გამოეყენებინა რეზინის ტყვიები" - წერია ანგარიშში.

 

ომბუდსმენის ცნობით, გამოძიების ფარგლებში გამოკითხეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეთოფეები - თანამშრომლები, რომლებიც 20-21 ივნისს ცრემლსადენი გაზის ან/და რეზინის ტყვიებს ისროდნენ მომიტინგეების დაშლის მიზნით. მათი განმარტებით, ცრემლსადენი აირის ჭურვების გასროლაზე ბრძანება მიიღეს, ხოლო არალეტალური ჭურვები გამოიყენეს მხოლოდ საკუთარი შეხედულების მიხედვით, ხელმძღვანელობის მიერ გაცემული ბრძანების გარეშე. თანამშრომლები უთითებენ, რომ არალეტალურ იარაღს იყენებდნენ სიტუაციის მიხედვით, რადგან თავიდანვე ჰქონდათ მიღებული ზოგადი ნებართვა, რომ მზად ყოფილიყვნენ ყველა სიტუაციისთვის.

 

"გარდა ამისა, მათ მიუთითეს, რომ არალეტალური ჭურვების გამოყენების დროს მათი მეთაურებიც იქვე იყვნენ, თუმცა, მათთვის არ მიუციათ ბრძანება, შეეწყვიტათ რეზინის ტყვიების გამოყენება" - წერია ანგარიშში.

 

გამოკითხული სამმართველოების უფროსების თქმით კი, რაციით გავრცელდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის ბრძანება, მეთოფეებს აეღოთ აღჭურვილობა, მათ შორის, თოფებიც. გაზის გამოყენების შესახებ ბრძანება გასცა დეპარტამენტის დირექტორმა, ხოლო რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება გაცემული არ ყოფილა და თანამშრომლებმა ინდივიდუალურად გამოიყენეს სიტუაციის შესაბამისად.

 

სახალხო დამცველის შეფასებით, 2020 წლის თებერვლის მდგომარეობით:

 

 

1.  გამოძიება ორიენტირებულია მხოლოდ ინდივიდუალურ სამართალდამცავთა დანაშაულებრივი მოქმედებების იდენტიფიცირებაზე და მათი ინდივიდუალური როლის შეფასებაზეგამოძიება არ არის მიმართული 20-21 ივნისის ღამის მოვლენების სრულ სისტემურ სამართლებრივ ანალიზზე და შესაბამისად, ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის ფარგლების დადგენაზე

 

2.  გამოძიება არ ცდილობს დაადგინოს/გამორიცხოს აქციის დაშლისას ადგილზე მყოფი პასუხისმგებელი თანამდებობის პირების უმოქმედობით ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის არსებობის ფაქტი

 

3.  გამოძიება არ არის კრიტიკული სამინისტროს ხელმძღვანელი პირების გამოკითხვისას - არ არის დათვალიერებული გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერების დიდი ნაწილი (გარდა ცალკეული ეპიზოდებისა)

 

4.  არ არის მოპოვებული სამინისტროს საშუალო რგოლის თანამდებობის პირების რაციის ჩანაწერები

 

5.  არ არის დანიშნული და ჩატარებული სამინისტროს ხელმძღვანელი პირების რაციების ჩანაწერების ექსპერტიზა

 

6.  არ არის მოპოვებული სამინისტროს ხელმძღვანელი პირების, მეთოფეების სატელეფონო კომუნიკაციის ამსახველი ინფორმაცია.

 

2019 წლის 20 ივნისის ღამეს ანტისაოკუპაციო აქცია სპეცრაზმმა ძალადობრივად დაშალა. დაშავდა 160 ადამიანი, მათ შორის ორმა თვალი დაკარგა. მათ გარდა, კლინიკებში გადაიყვანეს 80 პოლიციელი. თვეების განმავლობაში, პარლამენტთან დემონსტრანტები ითხოვდნენ, აქციის ძალადობრივად დაშლაზე პასუხისმგებლობა შს მინისტრს, გიორგი გახარიას აეღო და თანამდებობა დაეტოვობინა. მმართველმა გუნდმა კი, გიორგი გახარიას პასუხისმგებლობა ვერ დაინახა და რამდენიმე თვეში პრემიერის პოსტზე დააწინაურა.

 

თავად გიორგი გახარიას ამბობდა, რომ ელოდებოდა გამოძიების დასრულებას და თანამდებობას იმ შემთხვევაში დატოვებდა, თუ 20-21 ივნისის აქციის დაშლის პროცესში "დიდი ოდენობით სისტემური გადაცდომა" დადგინდებოდა. გახარია ამბობდა, რომ ამ შემთხვევაში სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც აიღებდა.

შავი ზღვა ევროკავშირისთვის პროგნოზირებად მომავალში მნიშვნელოვან რეგიონად რჩება. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი უწყვეტი ევროპული გაერთიანება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნების საკითხზე, რეგიონალური ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების თემატიკასა და ისეთ მეგობრულ ქვეყნებთან ურთიერთობის განვითარებაზე, როგორიც საქართველო და უკრაინაა, - ამის შესახებ „ჰერითაჯის“ ფონდის მკვლევარი ლუკ კოფი გამოცემა mei.edu-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

 

მისი თქმით, ევროკავშირს ენერგეტიკის, ვაჭრობისა და გარემოსდაცვითი პოლიტიკის განსაზღვრის სფეროში გამოცდილება გააჩნია. სამხედრო სფეროში ასეთი კომპეტენცია მას არა აქვს, ამიტომ, შავი ზღვის რეგიონში მყარი უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრისგან თავი ნამდვილად შორს უნდა დაიჭიროს.

 

„ამ რეგიონთან დაკავშირებული საზღვაო უსაფრთხოება და სამხედრო საკითხები საუკეთესო ვარიანტში ნატოს ან ცალკეულ წევრ სახელმწიფოებს უნდა მივანდოთ. მადლიერების გრძნობით აღვნიშნავთ, რომ ევროკავშირს ეს შეზღუდვა კარგად ესმის. „შავი ზღვის სინერგიის ინიციატივის“ სტრატეგიის ოფიციალური დოკუმენტი უსაფრთხოების საკითხებს ეხება, თუმცა ამ საკითხს მხოლოდ ერთ აბზაცი უკავია და ისიც ყირიმთან და ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. შავი ზღვა ევროკავშირისთვის პროგნოზირებად მომავალში რჩება მნიშვნელოვან რეგიონად. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი უწყვეტი ევროპული გაერთიანება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნების საკითხზე, რეგიონალური ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების თემატიკასა და ისეთ მეგობრულ ქვეყნებთან ურთიერთობის განვითარებაზე, როგორიც საქართველო და უკრაინაა. საბოლოო ჯამში, თუ შავი ზღვა უსაფრთხო, დაცული და აყვავებული იქნება, ევროპაც იმავეს იქონიებს“, - ამბობს ლუკ კოფი.

ექსკლუზიური

ევროკავშირი

არქივი

« « » » მაისი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?