Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.1761
EUR
3.5366
RUR
0.045
GBP
3.9161

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ,,საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ ბრძანება და ,,საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“დეკრეტი წარუდგინა.

 

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ბრძანების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2020 წლის 21 აპრილის ჩათვლით. ამ ბრძანებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.

 

„საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება შექმნილ მდგომარეობაში დროულ და გადაუდებელ საშუალებად მიგვაჩნია. ეპიდემიის მეორე ეტაპზე გადასვლის დროს, როცა მოსალოდნელია სიტუაციის დამძიმება, მკაცრი წესების შემოღება აუცილებელია. მათი აღსრულების ყველა ბერკეტი სახელმწიფომ უნდა აიღოს ხელში. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება აუცილებელია იმისათვის, რომ მთავრობამ შეძლოს შექმნილი ვითარების ეფექტიანად მართვა და მის აუცილებელ ნაბიჯებს მიეცეს სამართლებრივი საფუძველი.

 

ყველა არსებული მაგალითიდან დგინდება, რომ რაც უფრო დროულია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, მით უფრო ეფექტიანია იგი. ყოველი დაგვიანებული დღე მის ეფექტიანობას ამცირებს. შეიძლება მიგაჩნდეთ, რომ 49 ინფიცირებული არ იმსახურებს ასეთ რადიკალურ მიდგომას. თუმცა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას სწორედ მაშინ აქვს აზრი და შედეგი, ვიდრე შიდა გავრცელება დაიწყება და ეპიდემია მწვავე ფაზაში შევა. ეს აუცილებელია საზოგადოების საბრძოლო მზადყოფნაში გადასაყვანად“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, სახელმწიფოს შემოაქვს მხოლოდ აუცილებელი, გარკვეული შეზღუდვები, თუმცა - არა ექსტრემალური.

 

„მაგალითისთვის: არ იზღუდება არც სიტყვის თავისუფლება, არც ძირითადი ინდივიდუალური უფლებები, არც მედიის თავისუფლება, არც პოლიტიკური უფლებები. საგანგებო მდგომარეობაში არ შედის კომენდანტის საათის გამოცხადება. არჩევნები ჩატარდება საგანგებო მდგომარეობის შეწყვეტიდან მხოლოდ 6 თვის თავზე, თუმცა, იმედია, შევძლებთ საგანგებო მდგომარეობის დასრულებას იმ ვადაში, რომ დაგეგმილი არჩევნების დრომ არ გადაიწიოს ან გადაიწიოს მინიმალურად.

 

საგანგებო მდგომარეობის ეფექტიანობა დამოკიდებულია მოქალაქეობრივ შეგნებაზე. მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო მდგომარეობისთვის დადგენილ იძულებით ზომებში არ შედის მოქალაქეებისთვის ადრე გაცემული რეკომენდაციები, ისინი კვლავ ძალაშია. პირიქით, ყველა ვალდებული ვართ, დავიცვათ ისეთი რეკომენდაციები, როგორიცაა: სახლში დარჩენა, სოციალური დისტანცირება, ჰიგიენის ნორმების მკაცრად დაცვა.

 

ამ რეკომენდაციების დაცვა არ ექვემდებარება აღსრულებას სამართალდამცველი ორგანოებისგან, მაგრამ მათი განუხრელად დაცვა ევალება ყველა მოქალაქეს. ისიც უნდა გვესმოდეს, რომ საგანგებო მდგომარეობა შეიძლება გადავიდეს ახალ საფეხურზე, თუკი, მოქალაქეთა გულგრილობიდან გამომდინარე, ამის აუცილებლობა გაჩნდება. აუცილებელია, ჩვენს საზოგადოებაში მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა იყოს სამაგალითო და სახელმწიფოს არ დასჭირდეს დამატებით იძულებითი ნორმების შემოღება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 49 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან ერთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა და კლინიკიდან უკვე გაეწერა.

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დარწმუნებუბლია, რომ მთავრობას ეკლესიასთან კომუნიკაციაში სერიოზული პრობლემები არ შეექმნება.

 

ჟურნალისტების კითხვაზე, 19 აპრილს, აღდგომის დღესასწაულზე თუ როგორ იქნება ტაძრებში საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული პირობები გათვალისწინებული, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობის ვალდებულება მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვაა და მისივე განმარტებით, ეკლესიის მიზანიც იგივეა.

 

„საქართველოს მთავრობას და ხელისუფლებას ვალდებულება აქვს იმის, რომ ადამიანების ჯანმრთელობაზე იზურონოს. მიუხედავად იმისა, რომ უდიდეს პატივს ვცემთ ჩვენ ტრადიციებს, ჩვენს რწმენას, ჩვენს ეკლესიას, ჩვენი უპირველესი ვალდებულება ჩვენი მოქლაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლეა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე დავიცვათ და შევქმნათ ყველა პირობა, რომელიც მისცემს ჩვენს მოქალაქეებს მეტ-ნაკლებად უსაფრთხო გარემოში ცხოვრების შესაძლებლობას. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ეკლესიის მიზანიც არის იგივე, დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ კომუნიკაციაში სერიოზული პრობლემები არ გვექნება“, - განაცხადა გახარიამ.

ეს გადაწყვეტილება თეორიულად მომზადებული იყო 2 დღის წინ შეკრებილი უსაფრთხოების საბჭოს ფარგლებში, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, უკავშირდებოდა თუ არა დღეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გუშინ სინოდის სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს და ხომ არ დააჩქარა ეს პროცესი სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გაჟღერებულმა განჩინებამ.

 

„ეს გადაწყვეტილება თეორიულად მომზადებული იყო 2 დღის წინ შეკრებილი უსაფრთხოების საბჭოს ფარგლებში. მე მაშინაც განვაცხადე და ვთქვი, რომ მაშინ უსაფრთხოების საბჭოზე ჩვენ მოვიწვიეთ ქალბატონი პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე იმისთვის, რომ როგორც კი დადგებოდა კონკრეტული ციფრობრივი მდგენელები, ჩვენ ამ გადაწყვეტილების მიღების სწრაფი შესაძლებლობა გვქონოდა. შესაბამისად, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ამ გადაწყვეტილების ძირითადი მიზანი გახლავთ ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნდა და მიზანი არის, რომ შევაჩეროთ ვირუსის სწრაფი და მასშტაბური გავრცელება ქვეყნის ფარგლებში“ ,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

გამოვთქვამთ მზადყოფნას, ყველა ის რესურსი, რაც საქართველოს აქვს თავისი მოქალაქისთვის, თანაბრად გავუნაწილოთ ჩვენს მოქალაქეებს ოკუპაციის ხაზის მიღმა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, რას სთავაზობს ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს.

 

მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ოკუპირებულ ტერტორიებზე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მოხერხდეს.

 

„ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით ყოველთვის გამოვთქვამდით და დღესაც გამოვთქვამთ მზადყოფნას, ყველა ის რესურსი, რაც საქართველოს აქვს თავისი მოქალაქისთვის, თანაბრად გავუნაწილოთ ჩვენს მოქალაქეებს ოკუპაციის ხაზის მიღმა. ჩვენ ამ მზაობას გამოვთქვამთ დღესაც. მაქსიმალურად ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, არამხოლოდ ეს მესიჯი მივიტანოთ, რამედ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა გვქონდეს. სამწუხაროდ, ხშირად არ გამოგვდის ეს, თუმცა გარკვეული შედეგები გვაქვს,“ - განაცხადა გახარიამ.

მსგავსი სახის გამოწვევა ბოლო ათწლეულების განმავლობაში არ ყოფილა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

როგორც მან გამარტა, კორონავირუსზე გამარჯვებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ზედმიწევნით, ზუსტად შევასრულოთ თვითიზოლაციისა და სამოქალაქო დისტანციის მოთხოვნები იმისთვის, რომ ვირუსის მასობრივი და სწრაფი გავრცელება ავირიდოთ თავიდან.

 

„ერთი რამე მინდა გითხრათ და ყველამ ეს უნდა გავიაზროთ, თითოეულმა მოქალაქემ. მსგავსი სახის გამოწვევა ბოლო ათწლეულების განმავლობაში არ ყოფილა. ისევე როგორც გლობალურად, მსგავსი სახის სიმძიმის გამოწვევა მსოფლიოს არ ჰქონია და ამას აღიარებს ყველა. ჩვენ ყველამ უნდა გავიაზროთ ერთი რამ. ჩვენ ვართ შეზღუდული ეკონომიკური პოტენციალის და ჯერჯერობით, სამწუხაროდ, საკმაოდ ღარიბი ქვეყანა. ჩვენთვის უკიდურესად მნიშველოვანია ამ ვირუსზე გამარჯვებისთვის ზედმიწევნით, ზუსტად შევასრულოთ ის თვითიზოლაციისა და სამოქალაქო დისტანციის მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ შემთხვევაში არის ყველაზე მარტივი შესასრულებელი იმისთვის, რომ ვირუსის მასობრივი და სწრაფი გავრცელება ავირიდოთ თავიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ რისკის ქვეშ ვაყენებთ თითოეული ჩვენი მოქალაქის, ჩვენი ოჯახის წევრის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პოლიციელებს, მედიკოსებს, სასურსათო მაღაზიების მოლარეებს, კონსულტანტებსა და სააფთიაქო ქსელის მუშაკებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობას უხდის.

 

"მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, თითოეულ მედიკოსს, რომლებიც დღეს 24 საათის განმავლობაში იბრძვიან, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო იმ კომპანიების, სასურსათო მაღაზიების მოლარეებს, კონსულტანტებს, სააფთიაქო ქსელის მუშაკებს, რომლებიც დღესაც მუშაობენ და ხვალაც, ვირუსის პირობებში გააგრძელებენ მუშაოაბას, ჩვენი მოქალაქეებისთვის და იმისთვის, რომ მათ მომსახურება გაუწიონ. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია,რომ გადავდგათ პრევენციული ღონისძიებები, რასაც ახლა ვაკეთებთ, იმისთვის, რომ ყველამ ერთად ხელისუფლებამ, მთავრობამ, სამოქალაქო სექტორმა, ბიზნესმა და რა თქმა უნდა, ჩვენმა მოქალაქეებმა ეს ვირუსი დავამარცხოთ. კიდევ ერთხელ მინდა დარწმუნებით ვთქვა, რომ ჩვენ ამ მძიმე გამოწვევიდან გამოვალთ გამარჯვებულები," - განაცხადა გახარიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. შესაბამისი განცხადება სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე წუთის წინ, საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

 

„ვიღებ გადაწყვეტილებას და ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ეს გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოცხადებისთანავე“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე შენარჩუნდება.

 

„ამ ახალ ბრძოლას სჭირდება ახალი იარაღი, ამიტომ ახალი კორონავირუსის მასობრივი გავრცელებისა და მზარდი გამოწვევიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ პანდემიისათვის გამოცხადებული მზაობის გათვალისწინებით და იმისათვის, რომ სახელმწიფომ შეძლოს საზოგადოების წინაშე თავისი კონსტიტუციური ვალდებულების შესრულება, ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა, მოსალოდნელი საფრთხის შემცირება, პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე და კონსტიტუციის 71-ე მუხლის თანახმად, ვიღებ გადაწყვეტილებას და ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ეს გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოცხადებისთანვე. ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე, კონსტიტუციის 71-ე მუხლისა და საგანგებო მდგომარეობის შესახებ მე-2 მუხლის თანახმად, გამოვცემ დეკრეტს, რომლის შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით შეიზღუდება საქართველოს კონსტუტიციით განსაზღვრული მთელი რიგი უფლებები, მათ შორის: გადაადგილებისა და მიმოსვლის, საკუთრების, შეკრებისა და თავშეყრის უფლებები; საჯარო სერვისების მიწოდების შესაძლებლობა.ამ დეკრეტით გათვალისწინებულია საგანგებო რეჟიმის დარღვევის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის სანქციები", - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების წინადადებით მთავრობამ მიმართა, რაც ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას უკავშირდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მარკეტებში სპეციალური ზომები უნდა დაწესდეს, რაც იმას გულისხმობს, რომ დახურულ ტერიტორიაზე 10 ადამიანზე მეტი არ უნდა იყოს. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველომ ევროპის საუკეთესო პრაქტიკა უნდა გაითვალისწინოს, რომლის თანახმადაც, ადამიანებმა მარკეტის რიგშიც ერთმანეთთან უსაფრთხო მანძილი უნდა დაიცვან.

 

„მარკეტში უნდა დაწესდეს სპეციალური ზომები, რომელიც მარკეტის მფლობელებსა და მმართველებს დაავალდებულებს, რომ დახურულ ტერიტორიაზე 10 ადამიანზე მეტი არ უნდა იყოს. ჩვეულებრივ, უნდა ვნახოთ საუკეთესო პრაქტიკები, როგორიც არსებობს ევროპაში - ადამიანები რიგში დგანან უსაფრთხო დისტანციის - 2 მეტრამდე დაცვის პირობებში და ეს ჩვენი მოქალაქეების თვითორგანიზებისა და, რა თქმა უნდა, ბიზნესის პასუხისმგებლობის საკითხია,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

მისივე თქმით, ტრანსპორტშიც იქნება სპეციალური პირობები იმისთვის, რომ მოქალაქეების უსაფრთხო ტრანსპორტირება განხორციელდეს.

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, სატრანსპორტო გადაადგილება არ იზღუდება. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერმა აღნიშნა, თუ ქალაქებში ან საქალაქთაშორისო მიმოსვლა არ შემცირდება, მთავრობა უფრო მკაცრ ზომებს მიიღებს.

 

“მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობას დღეს აქვს უფლება, შეზღუდოს სატრანსპორტო გადაადგილება, ჩვენ ამას ამ ეტაპზე არ ვაკეთებთ. ჩვენ გვაქვს ჩვენი მოქალაქეების მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის იმედი და როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ სახლში და პირველ რიგში ვზღუდავთ იმ საცალო მოხმარების ბიზნესის ნაწილს, რა თქმა უნდა, ყველამ უნდა გავიგოთ, რომ უნდა დავრჩეთ სახლში და ყველა უნდა დავიცვათ ჩვენი პირადი და ოჯახის წევრების უსაფრთხოების ნორმები. თუ საჭირო გახდა და ჩვენ თუ შევამჩნიეთ და ვნახეთ, რომ ქალაქში, საქალაქთაშორისო მობილურობა მაინც არ მცირდება, ჩვენ შემდგომ უფრო მკაცრ ნაბიჯებსაც მივიღებთ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ეს არ არის რაღაც გადამეტებული ნაბიჯები, პირიქით, ჩვენ ახლა ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად დავიცვთ ბალანსი ჯანრმთელობასა და ეკონიმიკის შემდგომი აღდგენის პოტენციალს შორის, მაგრამ ასევე ვამბობთ, რომ ჯანმრთელობა ნომერი ერთი პრიორიტეტია. ჩვენ თუ დავინახეთ, რომ სამოქალაქო პასუხისმგებლობა თითოეული მოქალაქის ან ცალკე აღებული რომელიმე კომპანიის არ შეესაბამება პრევენციის, ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობის იმ სტანდარტს, რა თქმა უნდა, ჩვენი ზომები იქნება კიდევ უფრო მკაცრი”, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მასობრივი ტესტირება სხვა ინსტრუმენტების გარეშე არაფრის მომტანი არ იქნება.

 

უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერმა სწრაფი ტესტების შესახებ კომენტირებისას აღნიშნა, რომ სწრაფი ტესტი არაა პანაცეა. გახარიას თქმით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გამართულმა მუშაობამ მთავრობას საშუალება მისცა, რომ საგანგებო რეჟიმი არა ერთი თვის წინ, არამედ დღეს გამოეცხადებინა.

 

„სწრაფი ტესტი ესაა ეპიდემილიოგების მიერ არჩეული ერთ-ერთი ინსტრუმენტი, როგორც გამოვლენის საშუალება. ასეთი სწრაფი ტესტები საქართველოში უახლოეს პერიოდში იქნება, მაგრამ მინდა ყველას ავუხსნა ერთი რამ, სწრაფი ტესტი არ არის პანაცეა. სწრაფი ტესტი ეპიდემიასთან ბრძოლაში ძირითადი საშუალება არაა. ეს ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომელსაც ჩვენი დაავადებათა კონტროლის ცენტრი დღესაც იყენებს. მინდა კიდევ ერთხელ ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ცენტრს და ჩვენს მედიკოსებს მადლობა გადავუხადო. დღეს ისინი ერთ-ერთი საუკეთესოები არიან მსოფლიოში. მთავარი აქ არის ეფექტურობა. მინდა გავამახვილო ყურადღება, რატომ გვქონდა საშუალება, რომ ეს ნაბიჯი დღეს გადაგვედგა და არა ერთი კვირის ან ერთი თვის უკან? სწორედ იმიტომ, რომ ეს ხალხი ძალზედ ეფექტურად, პროფესიონალურად ასრულებდა თავის საქმეს. სწორედ იმიტომ, რომ მათ შეძლეს ყველა გავრცელების გამოვლენა, კავშირების დადგენა და ეფექტურად ამ წრეების იზოლირება. მათი ძირითადი ინსტრუმენტი იყო კომპეტენცია, ეფექტურობა და პროფესიონალიზმი და არა მასობრივი შემოწმება რიაკის შემცველი მოქალაქეების. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, მასობრივი ტესტირება სხვა ინსტრუმენტების გარეშე არაფრის მომტანი არ იქნება. მასობრივი ტესტირება ეფექტურია მაშინ, როდესაც სრულად მზად გვაქვს ჯანდაცვის სისტემა და სახლის პირობებში კონტროლის შესაძლებლობა. ეს ორი ძალიან მნიშვნელოვანი რამაა",-აღნიშნა გახარიამ.

 

მისი თქმით, არცერთ სახელმწიფოს, ბევრად ძლიერი ეკონომიკის მქონე ევროპულ სახელმწიფოსაც არ შეუძლია თავისი მოსახლეობის 10-15% ერთდროულად ჰოსპიტალურ რეჟიმში განკურნოს.

 

პრემიერის თქმით, მუშავდება სახლის პირობებში მკურნალობის ელექტრონული კონტროლის მექანიზმი.

 

"აქ უდიდეს მნიშვნელობას პირველადი მედიცინა იძენს და როგორ ხდება მკურნალობა სახლის პირობებში და ამ პირობებში თუ მოქალაქეს სოციალური პასუხისმგებლობა არ აქვს, კონტროლის ერთადერთი მექანიზმი რჩება ელექტრონული საშუალებები, რაც ასე თუ ისე, სწრაფ ტესტირებასთან ერთად მუშაობს და რის გეგმასაც ახლა ვადგენთ და უახლოეს პერიოდში იქნება",-აღნიშნა გახარიამ.

ჩვენი ძირითადი ამოცაანაა ბალანსი. ვიზრუნოთ მაქსიმალური შეზღუდვებით მოქალაქის ჯანმრთელობაზე, მაგრამ ისე, რომ სრულად არ გავაჩეროთ ეკონომიკა“, -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

 

მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები არ გაჩედება.

 

„ჩვენი ძირითადი ამოცაანაა ბალანსი. ვიზრუნოთ მაქსიმალური შეზღუდვებით მოქალაქის ჯანმრთელობაზე, მაგრამ ისე, რომ სრულად არ გავაჩეროთ ეკონომიკა. რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურული პროექტები გაგრძელდება, არანაირი შეზღუდვა ინფრასტრუქტურლ პროექტებს არ შეეხება. ამ ეტაპზე ამის აუცილებლობას ჩვენ ვერ ვხედავთ. რაც შეეხება ბიუჯეტს, ამ დადგენილებით საქართველოს მთავრობა მოითხოვს საგანგებო ბიუჯეტის შექმნის უფლებასაც“, - განაცხადა გახარიამ.

 

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მოთხოვნით მიმართა.

გარდა იმ გეგმისა, რომელიც მთავრობას უკვე მზად აქვს ეკონომიკის კონკრეტული სექტორების დასახმარებლად, უახლოეს დღეებში იქნება წარმოდგენილი გეგმა ჩვენი მოქალაქეების კონკრეტული მიზნობრივი დახმარების თვალსაზრისით, რომელსაც ექნება კონკრეტული, აბსოლუტურად ხელშესხები მიზანი იმისთვის, რომ ადამიანებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგეს გვერდით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ აუწყა საზოგადოებას.

 

„კიდევ ეერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ, პირველი, ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და მეორე- ვიზრუნოთ ჩვენს ეკონომიკაზე, რადგან მინიმუმამდე დავიყვანოთ ზიანი, რომელიც ყველა ამ ქმდებისგან, ამ გლობალური გამოწვევისგან ჩვენს ეკონომიკას ადგება. მოგეხენებათ, რომ ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ჩვენი თითოეული მოქალაქის გასაჭირი, რომელმაც დაკარგა ან პოტენციურად შეიძლება დაკარგოს სამსახური, შესაბამისად შემოსავალი. ამიტომ, გარდა იმ გეგმისა, რომელიც მთავრობას უკვე მზად აქვს ეკონომიკის კონკრეტული სექტორების დასახმარებლად , უახლოეს დღეებში იქნება წარმოდგენილი გეგმა ჩვენი მოქალაქეების კონკრეტული მიზნობრივი დახმარების თვალსაზრისით, რომელსაც ექნება კონკრეტული, აბსოლუტურად ხელშესხები მიზანი იმისთვის, რომ ადამიანებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგეს გვერდით“, - განაცხადა გახარიამ.

 

პრემიერმა კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ საკითხზე, რომლის მიხედვითაც, ახალი კორონავირუსის პრევენციისთვის შექმნილმა უწყებათაშორისმა საბჭომ გამოყო ოთხი ძირითადი მიმართულება, „რომლის სისტემურ მართვაზეც არის დამოკიდებული საქრთველოს მთავრობის მოქმედების ეფექტურობა, თუნდაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში“. „ეს გახლავთ: პირველი - ჯანდაცბის მიმართულება, რომელზეც პასუხისმგებელია ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე; მეორე - სამოქალაქო წესრიგი და უსაფრთხოება, პასუხისმგებელი გახლავთ ვახტანგ გომელაური; მესამე - სურსათი, სასურსათო უზრუნველყოფა, ლოგისტიკა და ტრანსპორტირება, რომელზეც პასუხისმგებელი გახლავთ ლევან დავითაშვილი და მეოთხე - მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და ეკონომიკაზე ზიანის მინიმიზება და შემდგომ უკვე ეკონომიკის სწრაფი აღდგენა. ამ მიმართულებაზე პასუხისმგებელი გახლავთ მაია ცქიტიშვილი“, - განაცხადა გახარიამ.

ექსკლუზიური

ევროკავშირი

არქივი

« « » » მაისი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?