თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, ხვალიდან, 5 ნოემბერიდან, თბილისში ბაღები მთლიანად დაიხურება. ამ თემაზე მან თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ საკითხზე გუშინ საკოორდინაციო საბჭოზე იმსჯელეს.

 

"ხვალიდან საბავშვო ბაგა-ბაღები მთლიანად დაიხურება, დროებით, ვიდრე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გამოსწორდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვუფრთხილდებით ჩვენი შვილების, მომავალი თაობების ჯანმრთელობის უსაფრთხოებას", - თქვა კახი კალაძემ.

 

მისი განცხადებით, კვების საკითხი კვლავ უზრუნველყოფილი იქნება და მშობლებს საშუალება ექნებათ ბაღებიდან საკვები რაციონი სახლში წაიღონ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.