უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა თქვა, რომ "თუ 1-დან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეთა მშობლებს სწავლება დისტანციურ რეჟიმში ურჩევნიათ, მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდება".

 

როგორც ჩხენკელმა აღნიშნა, ასევე ძალაში რჩება 1-ელი ოქტომბრიდან, აჭარის გარდა, სწავლის განახლება 1-ელი-მე-6 კლასებისთვის საკლასო ოთახებში.

 

„1-დან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის ძალაში რჩება გადაწყვეტილება, რომ 1-ელი ოქტომბრიდან ისინი საკლასო ოთახებში ბრუნდებიან. რასაკვირველია, ეს არ ეხება აჭარას. 1-დან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეების მშობლები თუ გადაწყვეტენ, რომ მათ ურჩევნიათ ონლაინ ისწავლონ მათმა შვილებმა და სასწავლო პროცესი დისტანციური ფორმით გააგრძელონ, ეს იქნება სრულად უზრუნველყოფილი" -  განაცხადა ჩხენკელმა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.