ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს თანამდებობაზე ყოფნის ვადა ორი წლით გაუხანგრძლივა და მოვალეობას 2022 წლის 30 სექტემბრამდე შეასრულებს. ამის შესახებ ნატო-ში განაცხადეს.

 

ალიანსში აღნიშნეს, რომ მოკავშირეებმა ნატოს ადაპტაციისა და მოდერნიზაციის საკითხში გენერალური მდივნის მუშაობას მხარდაჭერა გამოუცხადეს.

 

„ჩემთვის პატივია ნატოს მოკავშირეების გადაწყვეტილება გენერალური მდივნის თანამდებობაზე ჩემთვის ვადის გახანგრძლივების შესახებ. ერთად ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი ალიანსის ადაპტაციასა და მოდერნიზებას, რათა უზრუნველვყოთ მისი მომავალთან შესაბამისობა“ - დაწერა სტოლტენბერგმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე.

 

სტოლტენბერგმა ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობა 2014 წლის 1 ოქტომბერს დაიკავა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.