არასოდეს გავრილოვს არ მიუღია მონაწილეობა არანაირ საბრძოლო მოქმედებებში აფხაზეთში, - ამის შესახებ მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა სერგეი გავრილოვმა განაცხადა.

 

გავრილოვის თქმით, მისთვის საქართველოში ყოფნა კომფორტულია. ამასთან, რუსი დეპუტატის განცხადებით, რუსეთმა და საქართველომ ურთიერთობების სხვა მიმართულებითაც უნდა განაახლონ.

 

"მე ვფიქრობ, წვლილი უნდა შევიტანოთ არამხოლოდ ტურიზმსა და ბიზნესში, არამედ კულტურაშიც. ასევე, მინდა ვუპასუხო ფეიკნიუსებს, რომელიც ქართული მედიით გავრცელდა. არასოდეს გავრილოვს არ მიუღია მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებებში აფხაზეთის ტერიტორიაზე, ეს სიცრუეა", - განაცხადა გავრილოვმა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.