გაეროს გენერალური მდივანი მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს კორონავირუსთან ბრძოლაში ძალისხმევის გაძლიერებისკენ მოუწოდებს.

 

ანტონიუ გუტერეშის თქმით, პანდემიის დასამარცხებლად მსოფლიოს ლიდერი ქვეყნების მხრიდან კოორდინირებული და ნოვატორული მოქმედებაა საჭირო.

 

„ვირუსის შეჩერება შესაძლებელია. თუ უფლებას მივცემთ მას ტყის ხანძარივით გავრცელდეს, განსაკუთრებით დაუცველ და განვითარებად რეგიონებში, მილიონობით ადამიანი დაიღუპება,“-აღნიშნა გუტერეშმა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.