​ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ აქვთ, ამიტომ პრეპარატს ვერ შეაფასებენ. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ჯანმოში მიიჩნევენ, რომ მოსკოვი პრეპარატის მასობრივ წარმოების დაწყებას ჩქარობს, რადგან ადამიანზე ტესტირება მხოლოდ 2 თვის წინ დაიწყო.

 

„ვაქცინის ნებისმიერი მწარმოებელი ამ პროცედურებს უნდა მიჰყვეს, რათა ვაქცინის უსაფრთხოების გარანტირება შეძლოს და ჯანმოს რეკომენდაცია მიიღოს“, - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

 

რუსეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნა. მის მასობრივ წარმოებაში ჩაშვებას წლის ბოლოს გეგმავენ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.