მიმდინარე წლის აპრილიდან ივნისამდე პერიოდში, სოციალურმა ქსელმა Facebook-მა, ახალი კორონავირუსის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის, 7 მილიონი პოსტი წაშალა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

 

სოციალურმა ქსელმა, რომელსაც, ბოლო დროს მწვავედ აკრიტიკებენ დეზინფორმაციის შემცველი პოსტების გავრცელებაზე რეაგირების ნაკლებობის გამო, მომხმარებლებს აუკრძალა ისეთი ინფორმაციის მათ პლატფორმაზე გავრცელება, როგორიცაა, მაგალითად, „სოციალური დისტანცია არ მუშაობს“.

 

6 აგვისტოს, კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების გამო, Facebook-მა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოსტიც წაშალა. წაშლილი პოსტი ტრამპის ინტერვიუს ბმულს შეიცავდა, სადაც პრეზიდენტი აცხადებდა, რომ რომ აშშ-ში სკოლების გახსნისა და გაკვეთილების კლასებში ჩატარების მომხრეა, რადგან მისი აზრით, ბავშვებს კორონავირუსისგან „თითქმის სრული იმუნიტეტი აქვთ“. ეს კი, არც ერთი კვლევით არ დასტურდება.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.