მსოფლიო ახალ წელს პანდემიის პირობებში შეხვდა. საახაწლო ტრადიცია ბევრ ქვეყანაში დაირღვა და მსოფლიო მოსახლეობის დიდი ნაწილი სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად საახალწლო ფოიერვერკებს შეზღუდვების ფონზე ადევნებდაა. რომლებიც საშინელ და რთულ 2020 წელს დაემშვიდობა და 2021-ს იმედიანად შეხვდა.

 

როგორი იყო მსოფლიოში ახალი წელი?

 

აშშ, ნიუ-იორკი - ასეთი ცარიელი ახალი წლის ღამეს ძალიან დიდი ხანია არავის უნახავს და ახსოვს. ტრადიციულად, ქალაქის ცენტრში თაიმს-სქვერზე ბროლის ბურთის დაშვებას და ძველი წლის ბოლო წამებს მილიონობით ადამიანი ერთად ითვლიდა. მაგრამ, წელს ასე არ მოხდა. მოედანზე ბროლის ბურთი დაეშვა, მოეწყო ფოიერვერკი და შესრულდა საახალწლო სიმღერებიც, თუმცა მოედანზე უჩვეულო სიჩუმე სუფევდა.

 

 

როგორც ,,ამერიკული ხმა“ წერს, თაიმს-სქვერზე, ბროლის ბურთის დაშვების პროცესს მხოლოდ ათასამდე ადამიანი ადევნებდა თვალს. მათი უმრავლესობა პოლიციელი, მეხანძრე და საორგანიზაციო საკითხებში ჩართული ადამიანები იყვნენ. მოედანზე კი საავტომობილო გადაადგილება შეზღუდული იყო, ვითარებას კი პოლიცია სრულად აკონტროლებდ, ასევე ადგილზე მობილიზებულები იყვნენ მეძებარი ძაღლებიც.

 

როგორც ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის პატრულირების უფროსმა ხუანიტა ჰოლმსმა განცხადა - ,,თაიმსის მოედანზე მოსვლა ბევრისთვის ოჯახური ტრადიციაა, მაგრამ წელს განსხვავებული წელია და მნიშვნელოვანია, რომ ხალხი სახლში დარჩეს. არ აქვს მნიშვნელობა, ცოტა ხალხია თუ ბევრი, ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვართ უარესის მოლოდინში, უნდა დავიცვათ ქალაქი სხვადასხვა, მათ შორის, ტერორისტული საფრთხისგან".

 

გამოცემის ინფორმაციით, თაიმს-სქვერზე, სანახაობა, გასული წლებისას არაფრით ჩამოუვარდებოდა. მილიონობით ადამიანმა ბროლის ბურთის დაშვებას სახლიდან უყურებდა. ასე გააცილეს ნიუ-იორკელებმა 2020 და შეეგებდნენ 2021 წელს.

 

ასევე ლოქდაუნის პირობებში შეხვდა ევროპა ახალ 2021 წელს. ცარიელი ქუჩებით, სიჩუმით და ფოიერვერკებთ იზეიმეს ევროპულმა სახელმწიფოებმა ახალი წლის ღამე. საფრანგეთმა ახალი წლის ღამეს კომენდატის საათის ამოქმედების შემდეგ, დამატებით 100 000 პოლიციის ოფიცერი გამოიყვანა, რათა ვითარება გაეკონტროლებინათ.

 

 

ახალ წელს დიდი ბრიტანეთიც მკაცრი შეზღუდვებით და ნაკლები პომპეზურობით შეხვდა. მდინარე ტემზის სანაპიროზე წელს პიროტექნიკა არ უსვრიათ. ადამიანთა დიდი ნაწილი სახლში შეხვდა ახალ წელს და ვერც საახალწლო საყიდლებზე შეძლო გასვლა. დიდი ბრიტანეთი უახლოეს პერიოდში დაწესებული აკრძალვების შემსუბუქებას არ განიხილავს.

 

 

კომენდატის საათი, ასევე შეინარჩუნა საბერძნეთმაც. ,,ამერიკული ხმის“ ინფორმაციით თქვა საბერძნეთის საზოგადოებრივი წესრიგის მინისტრმა მიხალის კრისოჰოდისმა, განაცხადა, რომ ათენი იქნება მკვდარი ქალაქი

 

 

"არავინ იქნება ქუჩაში 10 სააათის შემდეგ ათენში. ეს იქნება მკვდარი ქალაქი რათა დავრწმუნდეთ, რომ შემდეგ მკაცრი წესების შემოღება აღარ დაგვჭირდეს"- განაცხადა მიხალის კრისოჰოდისმა.

 

ასევე 2021 წელს, იტალიაც მკაცრი შეზღუდვებით შეხვდა, ქვეყანაში აიკრძალა ოჯახში 2 ადამიანზე მეტის სტუმრობა. სხვა ქვეყნების მსგავსად იტალიის მოსახლეობა საახაწლო ფოიერვერკებს სახლიდან შესცქეროდენ.

 

 

2021 წელს, დუბაიში ტრადიციული ფოიერვერკით შეხვდნენ მაგრა, ბურჯ ხალიფას მახლობლად წელს ტურისტები არ იმყოფებოდნენ. კორონავირუსის პანდემიის გამო, მოგზაურობისგან ადამიანებმა თავი შეიკავეს.

 

 

ასევე საახალწლო ტრადიციები დაირღვა ინდოეთშიც. ქვეყანაში კოვიდ19-ის პანდემიის გამო არაერთი საახაწლო ღონისძიება გაუქმდა. ინდოეთში რესტორნები და ღამის ბარები 11 საათზე დაიხურა. მუმბაიში დიდი შეკრებები და ღამით ქუჩაში სიარული აკრძალული იყო.

 

 

2020-ის ბოლო წუთები იაპონიაში მკაცრი შეზღუდვების ფონზე აითვალეს. როგორც ,,ამერიკული ხმა“ წერს, ტოკიოს გუბერნატორმა მოსახლეობას სახლში დარჩენა სთხოვა.

 

 

"კოვიდ19-მა არ იცის არც ახალი წელი, არც წლის ბოლო და არც ახალი წლის არდადეგები"- განაცხადა დედაქალაქის გუბერნატორმა.

 

აკრძალვებით შეხვდნენ ახალ წელს სამხრეთ კორეაშიც. ქვეყანაში კოვიდ19-ის პანდემიის გამო 5 ადამიანზე მეტის შეკრება აკრძალულია. დახურულია სათხილამურო კურორტები და ტურისტული ადგილები.

 

შეზღუდვებით შეხვდნენ ახალ წელს ტაივანშიც. პრეზიდენტის რეზიდენციის წინ, ტრადიციულ საახალწლო ცერემონიალში მხოლოდ სახელმწიფო მოხელეებმა და მიწვეულმა სტუმრებმა მიიღეს მონაწილეობა.

 

პირველად ახალი წელი ტონგაში, სამოაში და კირიბატში იზეიმეს, შემდეგ ახალი 2021 წელი დადგა ახალ ზელანდიაში, ავსტრალიაში, იაპონიაში და სამხრეთ კორეაში.

 

პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შესაბამისად, ავსტრალიაში ახალი წლის ღამის ტრადიცია დაირღვა. სიდნეის ნავსადგურში წელს ხალხმრავლობა არ ყოფილა. თუმცა, ქვეყანაში ტრადიციულად რამდენიმე წუთს გრძელდებოდა საახალწლო ფოიერვერკი.

 

 

ყველა სახის საზეიმო ღონისძიება იყო გაუქმებული ბრაზილიაში, მათ შორის - ტრადიციული საახალწლო წვეულება სანაპიროზე. გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობამ მიიღო.

 

შეზღუდვებით შეხვდა ახალ წელს თურქეთიც. ქვეყანაში ყველა საახალწლო ღონისძიება გაუქმდა, პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა კი პოლიციას დაავალა აღეკვეთათ ყველა უკანონო შეკრება, რაც ქვეყანაში შედგებოდა.

 

 

შეზღუდვებით შეხვდა ახალ წელს რუსეთიც. კალუგაში, რომელიც ძირითადად ქვეყნის საახალწლო სეზონის ეპიცენტრია, წელს ყველა ღონისძიება იყო გაუქმებული.

Merab Tsaava
ავტორი:Merab Tsaava
ვებგვერდი:www.globalpress.ge
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.