Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.4363
EUR
4.1187
RUR
0.0454
GBP
4.738

გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს თაღლითურ სქემასთან, რომლის უკან დგანან გარკვეული პირები, რომლებიც ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით, უბიძგებენ მოქალაქეებს კანონდარღვევისკენ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მან განმარტა, თუ რატომ განახორციელა თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში შენობების დემონტაჟი. კალაძის თქმით, ისინი არ ითვალისწინებენ არცერთ გაფრთხილებას და უკანონო ქმედებებს აგრძელებენ.

 

„გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს თაღლითურ სქემასთან, რომლის უკან დგანან გარკვეული პირები, რომლებიც ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით, უბიძგებენ მოქალაქეებს კანონდარღვევისკენ. თბილისის მერია შესაბამის უწყებას მიაწვდის ყველა მასალას, რათა დაიწყოს საქმის მოკვლევა. ამ ადამიანებმა ძალიან კარგად იციან, რომ ორივე ქმედება, მიწის დატაცება და უკანონო მშენებლობა კანონით დასჯადია, თუმცა, ისინი არ ითვალისწინებენ არცერთ გაფრთხილებას და ამ უკანონო ქმედებებს აგრძელებენ. სახელმწიფოს მიწების მიტაცება არათუ დანაშაულად ითვლება, პირიქით, ეს ადამიანები პრეტენზიას უყენებენ სახელმწიფოს. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვიწევს ამ მშენებლობების დემონტაჟი, რადგან პროცესის სხვაგვარად შეჩერება შეუძლებელია“,-განაცხადა კალაძემ.

 

ცნობისთვის, აფრიკის დასახლებაში, თბილისის მერიამ მშენებლობების დემონტაჟი დაიწყო, რასაც სამართალდამცავებსა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოჰყვა.

 

ამ დროისთვის მომხადარი დაპირისპირების შედეგად 8 ადამიანია დაკავებული.

თბილისში, აფრიკის დასახლებაში მერია მოსახლეობას სახლებს უკვე რამდენიმე საათია უნგრევს. ადგილობრივი მოსახლეობა მერიის გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდა, შესაბამისად, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

 

დაპირისპირების დროს დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არიან ქალები და 1 ორსულიც. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა.

 

მერმა, კახა კალაძემ, 25 ნოემბერს, მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ მუნიციპალური მიწების მითვისებამ სისტემური ხასიათი მიიღო და რომ "ეს უმსგავსობა დედაქალაქში უნდა დამთავრდეს".

ადამიანი კვდება, აზრი რჩება. აზრი იძენს თავისთავად სიცოცხლეს, აღვიძებს სხვების აზრს, მრავალთა კუთვნილება ხდება. აზრი სიღრმეში იჭრება, ყოფიერების ახალ ქანებს აფეთქებს.

 

იმანუელ კანტი

 

გურჯისტანი, გრუზია, იგივე ჯორჯია, რომელიც ხშირად ეშლებათ აშშ-ს შტატ ჯორჯიაში, რეალურად კავკასიაში მდებარე მცირე ზომის სახელმწიფო „ ჩვენი საქართველო“ გახლავთ.

 

ქვეყანა, რომლის ისტორია, ბრძოლით დაიწყო და დაიწერა, ყოველთვის დიდი გამოწვევების წინაშე იდგა. მათი რიცხვი დღესდღეობით კიდევ უფრო გაიზარდა. მრავალრიცხოვან პრობლემათაგან ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივიზმის ნაკლებობაა.

 

აქტივიზმი ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარების, კულტურული, პოლიტიკური თუ სოციალური წინსვლის აუცილებელი წინაპირობაა. სამოქალაქო აქტივიზმი, როგორც სამოქალაქო საზოგადოების აუცილებელი მახასიათებელი, გულისხმობს აქტიურ მოქალაქეობას ანუ მოქალაქეთა ჩართულობას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და მათ პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას მიმდინარე პროცესების მიმართ.

 

საქართველოში სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობა და ფაქტები ძირითდად მძიმე პერიოდში ვლინდება. აწმყოს ჩვეული ცხოვრების რიტმის დროს ხშირია ერის მოდუნების ფაქტები. აქტივზმი შესაძლებელია გამოიხატოს პროტესტის ფორმითაც. თავლსაჩინო მაგალითია 2008 წლის აგვისტოს ომის სამოქალაქო აქტივიზმი, როდესაც ბრიუსელში ევროპის კავშირის წევრი ქვეყნები ჯერ კიდევ საქართველოში არსებულ სიტუაციას აფასებდნენ, ხალხი ქუჩებში და გზებზე გამოვიდა და ცოცხალი ჯაჭვი შეიკრა, რაც ერთიანობის, მშვიდობის, ბრძოლისა და თავისუფლების გზავნილი იყო. შეფასდა, როგორც გრანდიოზული აქტივიზმი, ყველაზე მძიმე, საქართველოსთვის გადამწყვტი ბრძოლის დროს.

 

 

სასურველი შედეგის მისაღებად აქტივიზმის სიძლიერეს აუცილებელი მნიშვნელობა აქვს. ომის შემდეგ გასული დროის მიუხედავად, ცოცხალი ჯაჭვის აქცია ყოველი წლის აგვისტოს 8 რიცხვში სწორედ იმ ადგილზე იმართება, საიდანაც 400 მეტრში რუსი ოკუპანტების ბაზაა. ამ დღეს, მსოფლიო და განსაკუთერებით ოკუპანტი მეზობელი ხედავს ხელჩაჭიდულ ერს, ერთიანობის, შეუდრეკელობის, თავისუფლების დაუოკებელი წყურვილის სიმბოლოდ.

 

გასული წლის ნოემბერში, გავრილოვის რუსული დელეგაციის ვიზიტი ერთ-ერთი ხმაურიანი აქტივიზმის საფუძველი გახდა.

 

სტუმართმოყვარეობით ცნობილმა ქვეყანამ, დელეგაციის ვიზიტი გააპროტესტა. თავისუფლების მოედანზე მდგარმა ათასობით მოქალაქემ ისევ შეახსენა მსოფლიოს, რომ რუსეთი ოკუპანტია და საქართველოს აქვს ის, რაც შესაძლოა მასზე ბევრად ძლიერ ქვეყნებს არ გააჩნდეთ, თავისუფლების გამძაფრებული სურვილი.

 

 

საზოგადოებრივი ინტერესებით შემუშავებული და განხორციელებული საქმიანობის გარდა, არსებობს ინდივიდუალური აქტვიზმიც, რომელიც ამჟამად აქტივიზმის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. თანამედროვე ეპოქის უმნიშვნელოვანესი იარაღი არის სიტყვა.

 

სიტყვით გადმოცემული აქტივიზმის მაგალითია Balenciaga-ს შემოქმედებითი დირექტორის და VETEMENTS-ის მთავარი დიზაინერის დემნა გვასალიას ინიციატივა. დიზაინერმა 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციია საქართველოს მიუძღვნა. აქცენტი აფხაზეთის ომზე გაკეთდა, რომელსაც 10 წლის ასაკში თვითონაც შეესწრო. მაისურებს ქართული წარწერები: "საქართველო", "სოხუმი“, "თავისუფალი ზონა", ჰქონდა.

 

 

ინდივიდუალური აქტივიზმი ხშირად ორგანიზაციულ და საზოგადოებრივი სექტორის აქტივიზმის საფუძველიც ხდება, ან ერთი მეორეს განაპირობებბს. ამ საკითხთან დაკავშირებით საკამოდ გრძელი სია მოგვეპოვება, თუმცა უახლოეს წარსულზე საუბისას უნდა აღინიშნოს 2019 წლის 9 ნოემბერს დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილი. პაციენტის დასახმარებლად, სოფელ მონასტერში ჩასული ექიმი რომელიც რუსმა ოკუპანტებმა, საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დააპატიმრეს. გაფრინდაშვილის სახელი ქვეყნის საზღვრებს მის მიერ გამოხატული სამოქალაქო აქტივიზმის გამო გაცდა. ექიმის ეს ნაბიჯი ჯერ მედ პერსონალის, შემდეგ სრულიად საქართველოს, ამ აქტივიზმში ჩართულობის მიზეზი გახდა.

 

ინდივიდუალური აქტივიზმის არაერთი მაგალითიდან ბევრია ისეთიც, რომელიც წლების შემდეგაც სამაგალითოდ რჩება.

 

 

13 ივნისის ტრაგედიამ სოლიდარობის მქონე, უკეთესი მომავლისთვის მებრძოლი ახალი თაობა დაგვანახა. ტრაგედიის შემდეგ არაერთი მოხალისე გამოვიდა ქუჩების დასასუფთავებლად, დაზარლაებულთა დასახმარებლად. იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც საერთო სამოქალაქო აქტივიზმში ჩართვის საშუალება არ ჰქონდათ და შესაძლებლობების გათვალისწინებით ინდივიდუალურად ცდილობდნენ დახმარებას. გიორგი ლომიძე იყო ტაქსის მძღოლი, რომელმაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ფიზიკური დახმარება ვერ შეძლო და მოხალისეების უფასოდ გადაყვანა უზრუნველყო.

 

 

დღეს, როდესაც მსოფლიოს ქვეყნებს ერთი გასაჭირი აქვთ, პანდემია სახელწოდებით - COVID 19. საქართველოს ასეთ რთულ სიტუაციაშიც არ დავიწყებია კეთილი ადამიანების არსებობა და მათი ინიციატივები.

 

ოზურგეთში მცხოვრები გიორგი მეღუზლა პანდემიის დაწყებიდან 1 თვის მანძილზე 120 ოჯახს პური საჩუქრად დაურიგა. ცალკე უნდა აღინიშნოს პოლიციელი კახეთიდან, რომელიც ყოველდღიურად მარტოხელა ხანდაზმულებს პურს უსასყიდლოდ ურიგებდა.

 

 

ერთი ადამიანის აქტივიზმს, ხმის ამაღლებას ძირეული ცვლილებების განხორციელებაც შეუძლია.

 

სამოქალაქო აქტივიზმი მხოლოდ ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური ან სხვა ცვლილებებისკენ არ არის მიმართული. მას პირდაპირი კავშირი აქვს ცნობიერების ამაღლებასთან. 2017 წლის 7 თებერვალს ფრესკოს თანამშრომლების სახელით გამოქვეყნდა ინფორმაცია, ამ სუპერმარკეტში შრომითი უფლებების დარღვევისა და არსებული სიტუაციის შესახებ. ინფორმაცია facebook გვერდ „ჟამთასვლა ფოტოსურათებზე“ განთავსდა, რომლის ავტორს გიორგი ლაბაძეს სუპერმარკეტების ქსელი ფრესკო სასამართლოში უჩიოდა. ფრესკომ სასასამართლო დავა წააგო, სადაც შრომითი უფლებების დარღვევაზე ინფორმაციის უარყოფას ითხოვდა. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას, მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს ამ და სხვა სფეროში დასაქმებული ადამიანების ცნობირების ამაღლებისთვის. უმეტესობამ კიდევ ერთხელ და დასაბუთებულად გაანალიზა, რომ დასაქმებული პირი პირველ რიგში არის ადამიანი და დამსაქმებელს, ისევე როგორც დასაქმებულს აქვს პასუხისმგებლობები და მოვალეობები მათ წინაშე.

 

ამაღელბული ცნობიერების კიდევ ერთი და ემოციური მაგალითია რამდენიმე დღის წინ, ქართველი ბაიკერის მიერ საცობში სასწარაფო დახმარების ბრიგადისთვის გზის განთავისუფლება. ნებისმიერ დროსა და სიტუაციაში გზა სასწრაფოსია.

 

სამოქალაქო აქტივიზმი არის მნიშვნელოვანი ძალა უკეთესი მომავლისთვის. ბრძოლა ყოველთვის გამარჯვებით არ სრულდება, მცდელობა ვერ უზრუნველყოფს მუდმივ გამარჯვებას. თუმცა არსებობს ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი - ბრძოლის ხარისხი. თუ როგორ იბრძოლებ. ასეთ შემთხვევაში მარცხიც შესაძლოა გამარჯვება იყოს.

 

დღეს, საფუძვლიანად თუ გავიაზრებთ კანტის სიტყვებს - „მოიქეცი ისე, რომ კაცობრიობა, როგორც შენი, ისე ყოველი სხვა პიროვნების სახით, შენთვის მუდამ იყოს მიზანი და არასოდეს მხოლოდ საშუალება“. ხვალ აუცილებლად უკეთეს ქვეყანაში გავიღვიძებთ.

აფრიკის დასახლებაში, სახლების ნგრევას სახალხო დამცველი სპეციალური განცხადებით ეხმაურება.

 

ნინო ლომჯარია წერს, რომ ზამთრის პერიოდში, მაშინ როცა პანდემია მძვინვარებს, ასეთი სახის ქმედება არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობაა

 

,,უმძიმესი იყო მედიაში გავრცელებულ კადრებში იმ ოჯახების ხილვა, რომელთა საცხოვრებელი სახლებიც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დავალებით დემონტაჟს დაექვემდებარა. დაუშვებელია აღნიშნული პროცესები ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე განხორციელდეს. კერძოდ, საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია პირების უსახლკაროდ დარჩენის რისკებთან, რაც წარმოშობს სახელმწიფო მხრიდან აღნიშნული რისკების შეფასების და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მხარდამჭერი ზომების შეთავაზების აუცილებლობას. აქვე, ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ ზამთრის პერიოდში დემონტაჟის ღონისძიებების განხორციელება წარმოშობს არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის რისკებს. აღნიშნულს ემატება, პანდემიიდან გამომდინარე საფრთხეებიც - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში

 

ნინო ლომჯარია თბილისის მერიას მოუწოდებს გაკეთოს ოფიციალური განცხადება თუ რას გეგმავს იმ ადამიანებთა დაკავშირებით, რომლებიც დღეს უსახლკაროდ დარჩენენ.

 

,,მართალია, ხელისუფლებას გააჩნია უნებართვო მშენებლობების დემონტაჟის უფლება, თუმცა დაუშვებელია აღნიშნული პროცესები ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე განხორციელდეს. სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის აღნიშნული პროცესის კანონიერების საკითხს - წერს ნინო ლომჯარია

 

მერიის ინსპექტირების სამსახურმა აფრიკის დასახლებაში სპეცტექნიკა შეიყვანა, რომლის საშუალებითად უკანონო მშენებლობებს ანგრევს. პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირების დროს დაშავდა რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის ორსული ქალი, რომელიც სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა.

 

თბილისის მერი, კახი კალაძე კი აცხადებს, რომ ტერიოტრიების დაკავება მიზანმიმართულად ხდება და ამ შენობებში არავინ ცხოვრობს.

აფრიკის დასახლებაში, სადაც თბილისის მერიამ შენობების დემონტაჟი დაიწყო სამართალდამცავებსა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივები მომუშავეებს დემონტაჟის გაგრძელების საშუალებას არ აძლევენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ სავარაუდოდ, არიან დაკავებულებიც.

 

როგორც ადგილზე შეკრებილები აცხადებენ, მუნიციპალური ინსპექციის მხრიდან, შენობების დანგრევის შესახებ წინასწარი გაფრთხილება არ ყოფილა.

 

„ უცბად მოვიდნენ არჩევნების შემდეგ, გაფრთხილება არ ყოფილა, რატომ არჩევნებამდე არ დაიწყეს აწიოკება? ვთხოვ გამოგვიყონ თავშესაფარი, რომ ბავშვებს სახლი და დასაძინებელი ადგილი ჰქონდეთ“, - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

 

ცნობისთვის, თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო. მათი ინფორმაციით, ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი გამოვლინდა, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიმდინარე წელს მოკვლევა დაიწყო. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული. მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, მათი დემონტაჟის პროცესი დაიწყო.

დედაქალაქის მასშტაბით, დღეს და ხვალ მუნიციპალური ტრანსპორტი ჩვეული განრიგით იმუშავებს.

 

როგორც „globalpress" თბილისის მერიიდან აცნობეს, ორი დღის განმავლობაში, თბილისის მეტრო მუშაობას 00:00 საათზე, ხოლო მუნიციპალური ავტობუსები სტანდარტულად, დადგენილი გრაფიკით დაასრულებენ.

 

„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საარჩევნო პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, დღეს, 22:00 საათიდან 22 ნოემბრის 22:00 საათამდე, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გამონაკლისის სახით გაუქმდება. ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, 9 ნოემბრიდან, საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისში, 22:00-დან 05:00 საათამდე, როგორც ქვეითად, ასევე სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება შეზღუდულია. ახალი რეგულაციის თანახმად, თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები მუშაობას 22:00 საათზე ასრულებენ. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, მგზავრობის დაგეგმვისას აღნიშნული გარემოებები გაითვალისწინონ და სპეციალისტების რეკომენდაციები მაქსიმალურად დაიცვან”, - აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.

კანონი ("საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ"), რომელიც მთავრობას უფლებას აძლევს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე დააწესოს ქვეყანაში შეზღუდვები, შესაძლოა კიდევ 6 თვით გახანგრძლივდეს.

 

ინიციატივა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ წარადგინა და მიზეზად ეპიდვითარება დაასახელა.

 

"საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ" კანონს ვადა 1 იანვარს ეწურება

 

,,ეს ვადა რამოდენიმე დღეში იწურება, რის შემდეგაც პროცესის მართვა მის გარეშე გაძნელდება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ ვაინიცირებთ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონის მოქმედების დრო 6 თვით გახანგრძლივდება"- ამბობს დიმიტრი ხუნდაძე.

 

შეგახსენებთ რომ მთავრობამ 28 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა.

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში საკვებ პროდუქტებზე და მედიკამენტებზე ფასების მნიშვნელოვანი მატება ფიქსირდება, ასევე ფასების მატება ფიქსირდება სამედიცინო მომსახურეობაზე.

 

საკვებ პროდუქტებზე, ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად ფასების მატება ფიქსირდება წიწიბურაზე, რომელიც 45.13%-თ გაძვირდა, ზეითუნის ზეთი 35.93%-ით და ხმელ ლობიოზე 25.77%-ით

 

დანარჩენ საკვებ პროდუქტებზე ფასების მატება ასეთია(ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტები): მწვანე ლობიო - 28.77%; შესქელებული რძე და რძის შემცვლელი პროდუქტები - 19.54 %; ხორბლის პური - 19.20%; მაკარონი და მაკარონის ნაწარმი - 17.19%; მაიონეზი - 17.89%; ფორთოხალი - 17.24%; ვერმიშელი - 16.20% მოშუშული ხორცის კონესრვი - 15.76%; მარგარინი 15.72 %; მოხარშული ძეხვი - 15.35%; შებოლილი ძეხვი - 14.18%; ბრინჯი - 12.11%; იმერული ყველა - 11.42%; ხორბლის ფქვილი - 11.39%; ქათმის ხორცი - 9.22%

 

ასევე საქტატის მონაცემებით, ქვეყანში ერთი წლის განმავლობაში მედკამენტებზე ფასების მატება ფიქსირდება, ასევე ფასებმა მოიმატა სტომატოლოგიურ და სამედიცინო მომსახურეობაზე

 

მედიკამეტებზე ფასების მატების მაჩვენებელი შემდეგია:

 

ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები - 27.22%; თერმომეტრი - 20.65%; წნევის საზომი აპარატი - 13.25%; ბამბა - 12.72%; სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები - 12.15%; ვიტამინები - 11.43%; ანტიბიოტიკები - 9.85%; საჭმლის მოსანელებელი სისტემის პრეპარატები - 8.69 %; ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები - 6.75%,

 

სტომატოლოგიური მომსახურეობა: კბილის ამოღება - 32. 55%; კბილის დაბჟენა – 16.74%;

 

სამედიცინო მომსახურებაზე ფასების მატება შემდეგნაირია:

 

სისხლის ანალიზის აღებაზე - 9.92 % -ით; სამშობიარო მომსახურეობა - 8.26%; ექოსკანირება - 6.43%; თერაპევტის კონსულტაცია - 5.81%; სავადმყოფოს მომსახურეობა - 4.40%; ქირურგიული მომსახურეობა - 1.46%;

 

ხოლო 2020 წლის ნოემბერში წლიური ინფლაციის დონემ 3.8% შეადგინა

რეგიონებისთვის განკუთვნილი 175 ახალი თანამედროვე სტანდარტების ავტობუსიდან 10 ავტობუსი ქუთაისს გადაეცა.

 

ათივე ახალი ავტობუსი დღეიდან ჩაერთვება ქალაქის სატრანსპორტო ქსელში და ჩაანაცვლებს ქუთაისში ყველაზე დატვირთულ მარშრუტებზე მოძრავ ავტობუსებს - 6 ახალი ავტობუსი იმოძრავებს ე.წ. წრიულ მარშრუტზე (#1), ხოლო 4 ავტობუსი ავტოქარხანა-წითელი ხიდის მარშრუტზე (#4).

 

მომდევნო წლის გაზაფხულამდე კი ქალაქს ეტაპობრივად გადაეცემა კიდევ 50 ერთეული (მათ შორის, 6 ცალი 83 მგზავრზე გათვლილი) ახალი ავტობუსი. ყველა სატრანსპორტო საშუალება სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

 

პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის 175 ერთეული, საერთო ჯამში 18.7 მილიონ ევროს ღირებულების, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსის შეძენას გულისხმობს.

 

ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, პროგრამა საშუალებას მისცემს ქალაქებს განავითარონ მუნიციპალური ტრანსპორტის სექტორი, ხოლო მოსახლეობა ისარგებლებს თანამდეროვე, კომფორტული და რაც მთავარია, გარემოსთვის უვნებელი ავტობუსებით.

 

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თბილისში, აფრიკის დასახლებაში სახლების ნგრევაზე განცხადებას ავრცელებს.

 

"საია ეხმაურება 15 დეკემბერს, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ აფრიკის დასახლებაში ნებართვის გარეშე აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟის პროცესს და მოუწოდებს თბილისის მერიას შეწყვიტოს დემონტაჟი, ამასთანავე უზრუნველყოს და გაატაროს უსახლკარო პირთა მიმართ მხარდაჭერის პოლიტიკა.

 

მოვუწოდებთ თბილისის მერიას:

 

- შეაჩეროს შენობა-ნაგებობების დემონტაჟის პროცესი, რათა იქ მცხოვრები პირები არ აღმოჩნდნენ ქუჩაში ღია ცის ქვეშ.

 

- გაატაროს მხარდაჭერის პოლიტიკა და ნებართვის გარეშე გაცემული ნაგებობების დემონტაჟის შემთხვევაში, იქ მცხოვრები პირები უზრუნველყოს სათანადო საცხოვრებელი ფართებით.

 

საქართველოს ხელისუფლებას:

 

- COVID-19-ის პანდემიის დროს, შეაჩეროს უსახლკარობის პირას მყოფი ადამიანების უძრავი ქონების აღსრულება, მათ შორის შეაჩეროს ნებართვის გარეშე გაცემული ნაგებობების დემონტაჟი", - წერია განცხადებაში.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში(2019 წლის ნოემბრი-2020წლის ნოემბერი) ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი 41/3% - ით გაძვრიდა.

 

ასევე ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაძვირდა თავის მოვლის საშუალებები და მომსახურეობა, ფასების მატების ყველაზე დიდი მაჩვენებელი ფიქსირდება მამაკაცისთვის თმის შეჭრის მომსახურეობაზე 19.03%-თ და ქალის თმის შეჭრაზე 21.43%, ასევე ფასის მატება ფიქსირება კოსმეტოლოგის მომსახურებაზე 7.34%-ით.

 

თავის მოვლის საშუალებებზე ფასების მატება შემდეგია:

 

ტუალეტის საპონი - 17.92%; თმის საღებავი - 14.86%; კბილის პასტა - 14.53%; კბილის ჯაგრისი - 14.12%; ბავშვის ჰიგიენური საფენები - 13.26%; ერთჯერადი ცხვირსახოცი - 12.82%; ტუალეტის ქაღალდი - 11.40%; საპარსის პირი - 9.23%; ქალის ჰიგიენური საფენები - 8.38%; შამპუნი - 5.27%;

 

ასევე ფასების მატება ფიქსირდება: ჭიქაზე - 17.8%; ასანთზე - 19.65%; თეფშზე - 15.46%

 

ასევე ფასების მატება ფიქსირდება სარეცხ საშუალებებზე: ჭურჭლის სინთეთიკური სარეცხი საშუალებები - 13.92%; სარეცხი საპონი - 12.94%.

 

საქტატის მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში ფასების მატება დაფიქსირდა, ავტომობილებზე და ავტო-მომსახურეობაზე: ახალი მსუბუქი ავტომობილის ყიდვა - 15.44%; მეორადი მოხმარების მსუბუქი ავტომობილები - 6.10%; ავტომობილის სათადარიგო ნაწილები - 12.34%; ავტომობილის შეკეთება - 10.02 %

 

ფასების მატება შეინიშნება გაზის გამათბობლებზეთ - 13.09%-ით

 

2020 წლის ნომებერში წლიური ინფლაციის დონემ კი 3.8%-ი შეადგინა.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, რომ პირადად ჩაერთოს გალში, ოკუპანტების დროშის დაწვისთვის დაპატიმრებული ირაკლი ბებუას გათავისუფლების საკითხში. მთავარის გადაცემის “დღის სტუმარის“ ეთერში, ნათელაშვილი საქართველოში ყველა სახელმწიფო უწყებასა და აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს აქტიურობისკენ მოუწოდებს.

 

„ერთი ღერი თმა არ ჩამოუვარდეს , თითი არ დაედოს იმ ქართველ ბიჭს, თორემ პირადად პუტინნაცვალი ბიძინა აგებს პასუხს ამაზე. ბებუას , რომ რამე დაემართოს, 31 ოქტომბრამდე ვერ მიაღწევს ეს რეჟიმი. არავისთვის დასამალი არაა, რომ პუტინს და ივანიშვილს სატელიტური კავშირი აქვს ერთმანეთთან, მუდმივად ცვლიან ინფორმაციას, ამიტომ პერსონალურად ვაფრთხილებ ივანიშვილს, უთხრას პუტინს და ბებუა საქართველოში უსაფრთხოდ ჩამოიყვანონ.“ - ამბობს ნათელაშვილი მთავარის გადაცემის “დღის სტუმარი“ ეთერში.

ექსკლუზიური

არქივი

« « » » აპრილი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30

ამინდი

Tbilisi

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?