აშშ-ს უსაფრთხოების ეროვნულმა სააგენტომ (NSA) Windows 10-ში მნიშვნელოვანი ხარვეზი აღმოაჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

ხარვეზის გამოყენებით სავარაუდოდ ჰაკერებს შეეძლოთ ისეთი მავნე პროგრამების შექმნა, რომლებიც ერთი შეხედვით შეიძლება ნორმალურ პროგრამებად იყოს აღქმული.

 

Microsoft-მა განაცხადა, რომ მათ უკვე იციან ის ხარვეზი, რომელსაც ჰაკერები იყენებდნენ. ამ ხარვეზის შესახებ დამატებითი ინფორმაცია აშშ-ს უსაფრთხოების ეროვნულმა სააგენტოს პრესკონფერენციაზე გაჟღერდა.

 

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი ხნით ადრე იცოდა Microsoft-მა ამ პრობლემის შესახებ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.