საფრანგეთის ქალაქ ლიონის ქუჩაში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 8 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. არსებობს ინფორმაცია 13 დაშავებულის შესახებაც.

 

შემთხვევა ბელკურის მოედანზე მოხდა. გავრცელებული ცნობით, ამანათში მოთავსებული ბომბი ამოქმედდა. გამოცემა Le Progres-ი წერს, რომ ბომბი ლურსმნებით და ბოლტებით იყო შეკეთებული.

 

დაუდასტურებელი ცნობით, აფეთქებამდე ორი წუთით ადრე შემთხვევის ადგილას კაცმა, რომელიც ველოსიპედზე იჯდა, ჩანთა დატოვა. პოლიცია 30-35 წლის ეჭვმიტანილს ეძებს, - იუწყება BFMTV.

 

პროკურატურაში განაცხადეს, რომ საქმე ტერორიზმის მუხლით აღიძრა, მანამდე ცნობილი გახდა, რომ გამოძიება მკვლელობის მიზნით თავდასხმის მუხლით დაიწყო.

 

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.