თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ერაყის ჩრდილოეთში ანტიტერორისტული ოპერაცია „ვეფხვის კლანჭი“ დაიწყეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის სპეცდანიშნულების ძალებმა ჰაფტანინის რაიონში საჰაერო ოპერაცია წამოიწყეს. სპეცრაზმი თვითმფრინავების, ვერტმფრენებისა და უპილოტო საფრენი აპარატების მხარდაჭერით მოქმედებს.

 

საჰაერო ოპერაციის დაწყებამდე თურქულმა არტილერიამ მოწინააღმდეგის პოზიციებზე იერიში მიიტანა. ოპერაციის მიზანი „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მებრძოლების ნეიტრალიზაციაა.

 

მანამდე თურქეთმა „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წინააღმდეგ ოპერაცია „არწივის კლანჭი“ წამოიწყო.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.