დაჯგუფება ISIS-ის ლიდერზე ინფორმაციისთვის ჯილდოდ დაწესებული თანხა გაიზარდა. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა.

 

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა ISIS-ის ახალ ლიდერზე ინფორმაციისთვის დაწესებული თანხა 10 მილიონ დოლარამდე გაიზარდა,“-აღნიშნა პომპეომ.

 

დაჯგუფება ISIS-ს სათავეში ალ მაული, იგივე აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშემი ალ-ყურაში ყოფილი ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის სიკვდილის შემდეგ ჩაუდგა. ალ-ბაღდადი გასული წლის ოქტომბერში ამერიკული სპეცსამსახურების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად იქნა ლიკვიდირებული.

 

 

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.